მიკროტალღური ღუმელის გაწმენდის საკითხი ნებისმიერ დიასახლისს აღელვებს, რადგან ღუმელში მუდმივად გროვდება ცხიმის ლაქები, მიმწვარი ნამცეცები და მსგავსი ნადები. მაშინაც კი, თუ მომზადებისას სპეციალურ ხუფებს იყენებთ, ცხელი საკვებიდან ამოსული ორთქლი აღწევს ღუმელში და აბინძურებს მოწყობილობის კედლებს.
როგორ გავწმინდოთ მიკროტალღური ღუმელი შიგნიდან?
ასეთი ღუმელის გაწმენდას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, რამდენადაც პროცედურისთვის უმარტივესი საშუალებები გამოიყენება – მათ ყველა სამზარეულოში იპოვით: სოდა, ძმარი, ლიმონმჟავა. უსიამოვნო სუნი კი, რომელიც კერძის მომზადების შემდეგ რჩება, მოშორდება აქტივირებული ნახშირის, მარილისა და დაფქული ყავის გამოყენებით. ამ ინგრედიენტების ნარევს აფქვევენ და ტოვებენ ღუმელში მთელი ღამით. დილით უსიამოვნო სუნი აღარ დაგხვდებათ.
საშინაო საშუალებები მიკროტალღური ღუმელის გასაწმენდად:
1. ლიმონი
ლიმონის ნაცვლად, ნებისმიერი სხვა ციტრუსის გამოყენებაც შეგიძლიათ. უბრალოდ მოათავსეთ ლიმონის ნაჭრები მეტალის ჭურჭელში, დაასხით წყალი ისე, რომ შიგთავსი დაფაროს. ელექტრომოწყობილობა ჩართეთ გათბობის რეჟიმზე, სითხემ 15-20 წუთით რომ იდუღოს.
გამორთვის შემდეგ, კამერა მაშინვე არ გახსნათ, რათა ცხიმის ნადები უფრო დარბილდეს. ცოტა ხნის შემდეგ, მათ მარტივად მოაშორებთ ჩვეულებრივი სველი ღრუბლით, თუ ფრთხილად მოწმენდთ ღუმელის კედლებსა და კარს. ასეთი არომატული წმენდის შემდეგ, მთელ სამზარეულოში დადგება ციტრუსის მხნე სურნელი.
2. ლიმონმჟავა
აიღეთ თეფში მეტალის დანართების გარეშე, გაავსეთ წყლით და გააზავეთ მასში ერთი შეკვრა ლიმონმჟავა. ჭურჭელი შედგით ღუმელში და ჩართეთ 20-30-წუთიანი გათბობა. ამ დროში წყალი აოთქლებას დაიწყებს და ყველაზე ძველ ცხიმოვან ნადებსაც კი გახსნის, მოაშორებს უსიამოვნო სუნს. გამორთეთ მოწყობილობა და კიდევ 10 წუთით დაელოდეთ. ახლა უბრალოდ მოწმინდეთ კედლები სველი ჩვრით.
3. ძმარი
აიღეთ წყლით სავსე ჯამი, დაუმატეთ 3-5 ს.კ. ძმარი და ჩართეთ ღუმელი გათბობაზე 7-10 წუთით. გამორთვის შემდეგ, აცადეთ ძმრის ორთქლს კიდევ 5-10 წუთით და ჩამოწმინდეთ კედლები, კარი და შუშა შიგნიდან სველი ჩვრით. ცხიმი მარტივად და სწრაფად შორდება, ღუმელი ახალივით სუფთა ხდება.
4. სოდა
ორი ჭიქა წყლით სავსე ჯამს შეურიეთ 3 ს.კ. სოდა და კარგად გახსენით. ჭურჭელი შეფგით ღუმელში გათბობაზე, ადუღთ 10 წუთით. გამორთვის შემდეგ, გააგრილეთ ღუმელი კიდევ 20 წუთით. ორთქლი შესანიშნავად გახსნის ცხიმის ლაქებს. შემდეგ რბილი ღრუბლით გაწმინდეთ ღუმელის შიდა კედლები და სხვა ნაწილები.
სარეცხი საშუალებები
ღუმელის გაწმენდაში დაგეხმარებათ როგორც ჩვეულებრივი, ისე სპეციალიზებული შემადგენლობები. ეს უკანასკნელი, უმეტესწილად, გვხვდება სპრეის სახით, რომელიც უნდა წაუსვათ კამერის შიდა კედლებს და ცოტა ხანში ღრუბლით ჩამოწმინდოთ. ჩვეულებრივ სარეცხ საშუალებაზე უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ მიკროტალღური ღუმელისთვის ვარგისია. აგრესიული საყოფაცხოვრებო ქიმია და აბრაზიული საშუალებები არ გამოიყენოთ, შიდა ზედაპირი რომ არ დააზიანოთ.