ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გემრიელი და სასარგებლო ცაცხვის ჩაი დალეული გაქვთ, მაგრამ ცაცხვის ყვავილები მხოლოდ ნახარშისთვის არ გამოიყენება.
უძველესი დროიდან გამოცდილი დიასახლისები მის საფუძველზე სამკურნალო ნაყენებს და არომატულ ცაცხვის ლიმონათს ამზადებენ, რომლის თვისებებს შესახებ დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ.
ცაცხვის ყვავილის თვისება
ცაცხვის ყვავილები უამრავ სამკურნალო ნივთიერებას შეიცავს. ესაა ეთერზეთები, ტანინები და ფლავონოიდები, C ვიტამინი, ანტიოქსიდანტები და ამინომჟავები. მათი წყალობით ცაცხვის ყვავილს უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია.
- არომატულ ყვავილში შემავალი ფლავონოიდები სისხლძარღვებს უფრო ელასტიკურს ხდიან, რაც ათეროსკლეროზისგან დაცვას გულისხმობს.
- ტანინები ანთებით პროცესებს უმკლავდებიან.
- ცაცხვის ყვავილში შემავალ გლიკოზიდებს ოფლმდენი მოქმედება აქვთ, რაც სასმელს სურდოს დროს შეუცვლელს ხდის.
- ცაცხვის ყვავილი ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნაში დაგეხმარებათ.
- ცაცხვის ყვავილი საჭმლის მონელებას აუმჯობესებს.
- ცაცხვის ტკბილი სუნი დაგამშვიდებთ, სტრესს შეასუსტებს და მადას შეამცირებს.
40 წლის შემდეგ ქალებმა ცაცხვის ჩაი ხშირად უნდა დალიონ. ძველად ამ ხეს სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთთან, ლადასთან ტყუილად არ აკავშირებდნენ.
არომატული ცაცხვის ლიმონათი
ყვავილების ხავერდოვანი და ბლანტი გემო დესერტებსა და გრილ სასმელებში შესანიშნავად იშლება.
ცაცხვის ლიმონათი დაგეხმარებათ მცხუნვარე ამინდების გადატანაში, ვიტამინების მარაგის შევსებაში, ტონიზირებაში, წყურვილის მოკვლაში, დამშვიდებასაა და თავის ტკივილის მოშორებაში.
საინტერესოა, რომ პოლონეთში ცაცხვის ყვავილების ლიმონათი მაღაზიებში იყიდება და პოპულარობით სარგებლობს.
ინგრედიენტები:
- 2 მუჭა ცაცხვის ყვავილი
- 1 ლიმონი
- 2-3 ს/კ თაფლი
- პიტნის ფოთლები (სურვილის მიხედვით)
მომზადება:
1. გზიდან მოშორებით მზარდი ხეებიდან ცაცხვის ყვავილები შეაგროვეთ. დაჩრდილულ ადგილას ცოტა გააშრეთ. პირდაპირი მზის სხივების ქვეშ ცაცხვის ყვავილების გაშრობა არ ღირს, რადგან ამ შემთხვევაში ღირებული ეთერზეთები სწრაფად აორთქლდება.
2. სამლიტრიან ქილაში 2 მუჭა ცაცხვის ყვავილი და თაფლი მოათავსეთ. სურვილის შემთხვევაში ლიმონათს ცაცხვთან ერთად შეგიძლიათ დაუმატოთ პიტნა, ბარამბო, რეჰანი და სხვა ბალახი.
3. ლიმონი ქერქიანად რგოლებად დაჭერით.
4. ქილაში ჩაყარეთ და სუფთა, ცივი წყალი დაასხით.
5. აურიეთ, ქილას ნატურალური ქსოვილი დააფარეთ და 6-8 საათი მზიან ადგილას დადეთ. უფრო ინტენსიური გემოსთვის შეგიძლიათ 1 დღე გააჩეროთ.
6. ლიმონი ამოიღეთ, გაწურეთ, ლიმონათი საწურში გადაწურეთ.
7. ჯანმრთელობისთვის დალიეთ!
სეირნობის დროს სამკურნალო ცაცხვის ყვავილების მომარაგების შანსი ხელიდან არ გაუშვათ, რადგან თქვენი ოჯახის ჯანმრთელობა თქვენს ხელშია!
გამაგრილებელ სასმელს უკუჩვენება თითქმის არ აქვს, მაგრამ შარდმდენი და ოფლმდენი თვისების გამო გულის დაავადებების დროს და მომავალმა დედებმა სიფრთხილით უნდა მიიღონ.