წესები ფაფუკი და წვნიანი კოტლეტების მოსამზადებლად

6194

ერთი შეხედვით, რა რთული საქმე შეიძლება იყოს კოტლეტის მომზადება? თუმცა, რატომღაც ვიღაცას ის ეშლება, ზოგს, პირიქით, ძალიან მკვრივი გამოდის. დიასახლისები პროდუქტების პროპორციებს ყოველთვის ვერ იცავენ. ამ რჩევების დახმარებით ისეთი კერძების მომზადებას შეძლებთ, რომელთა გატანაც სადღესასწაულო სუფრაზე არ შეგრცხვებათ! კოტლეტის მომზადების საიდუმლო ხრიკები, რომლებზეც ადრე არ დაფიქრებულხართ.

ახლავე მინდა გითხრათ ხრიკზე, რომელსაც თანასწორი არ ჰყავს. როცა მორიგ ჯერზე კოტლეტის მომზადებას გადაწყვეტთ, გარისკეთ და ფარშს ცოტა მდოგვის ფხვნილი ან მდოგვის თესლი დაუმატეთ: მხოლოდ 1 ს/კ მთელ ფარშზე. მდოგვის ეს რაოდენობა საკმარისია, რომ კოტლეტები უფრო ნაზი გახდეს. მას მდოგვის სურნელი ექნება და საოცრად ფუმფულა და წვნიანი გამოვა. აუცილებლად სცადეთ! ასევე გაეცანით კოტლეტის მომზადების რეკომენდაციებს: ისინი ნამდვილად კარგი და დიასახლისების მიერ პრაქტიკაში გამოცდილია.

როგორ მოვამზადოთ გემრიელი კოტლეტები

1. წვნიანი კოტლეტები რომ მიიღოთ

იცით, რატომ იყო წარმოუდგენლად უგემური საბჭოური სასადილოს კოტლეტები? რადგან მასში ძალიან ბევრ პურს და ორცხობილას ამატებდნენ და ეკონომიის მიზნით ხორცს ნაკლავის უხეში ნაწილებიდან იღებდნენ. თუ გემრიელი კოტლეტების მიღება გსურთ, საეჭვო წარმოების მზა ფარში არ შეიძინოთ. ძვირადღირებული ძროხის ხორცი შეგიძლიათ არ შეიძინოთ. აი ზურგი, კისერი, მხარი, მკერდი და ფეხის უკანა ნაწილის ზოგიერთი ნაწილი იდეალურად გამოგადგებათ.

სანამ ფილეს გაატარებთ, კარგად გაწმინდეთ – მტვერი, ხრტილები, ძვლები მოაშორეთ. ძროხის გარდა მზარეულები ცხიმიანი ღორის ხორცის გამოყენებას გირჩევენ – კოტლეტებს წვნიანობას და სინაზეს სწორედ ის ანიჭებს.

სტანდარტული პროპორცია: 1 კგ ძროხის ხორცზე ½ კგ ღორის ხორცი ან 1 კგ ღორის ხორცზე 250 გრ ღორის ქონი. მოკლედ, კოტლეტები შეგიძლიათ ცხვრის, ხბოს, ქათმის, ინდაურის და გარეული ფრინველის ხორცისგან მოამზადოთ. დაქუცმაცების დონე თავად აირჩიეთ, თუმცა სპეციალისტები გირჩევენ არ გადააჭარბოთ და საშუალო პირით ერთჯერადი გატარებით შემოიფარგლოთ.

2. საჭიროა თუ არა კვერცხის დამატება

რა თქმა უნდა, საჭიროა. მთავარია – არ გადააჭარბოთ და 1 კგ ხორცზე მაქსიმუმ 2-3 კვერცხი გამოიყენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კვერცხი უხეში გამოვა. ამავე რაოდენობაზე 200 გრ ხახვი დაგჭირდებათ, სასურველია – წინასწარ მოთუშოთ და გააგრილოთ, რადგან უმმა შეიძლება შეწვა ვერ მოასწროს და კოტლეტებს მძაფრი გემო მიანიჭოს. თუ ახალი ხახვი მოგწონთ, ფარშთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.

3. პური – მნიშვნელოვანი კომპონენტი

არ იფიქროთ, რეცეპტში პური ეკონომიის მიზნით გაჩნდა. მის გარეშე ან ქაბაბს მიიღებთ ან წვნიან გუფთას. სწორედ დალბობილი პური დაგეხმარებათ კოტლეტი უფრო რბილი და ნაზი გახადოთ.

ბუნებრივია, პროპორციების დაცვა აუცილებელია. 1 კგ ხორცზე 250 გრ თეთრი პური და 300-400 გრ რძე ან წყალი (თუ ქათმის კოტლეტებს აკეთებთ, პური და კვერცხი უფრო ნაკლები დაგჭირდებათ).

გუშინდელი ან ცოტა გამხმარი პური გამოიყენეთ. ქერქი მოაშორეთ, ნაჭრებად დაჭერით, ცივ რძეში ან წყალში ჩაალბეთ. როგორც კი პური გასივდება, ხელით კარგად გაწურეთ და ფარშს აურიეთ. პურის ნაწილი შეგიძლიათ გახეხილი კარტოფილით, გოგრით ან სხვა ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ.

მიღებული ფარში სანელებლებით (პაპრიკა, შავი წიწაკა, ჩილის წიწაკა, ქინძი) და მწვანილებით (კამა, ოხრახუში, ქინძი, პიტნა) გააფორმეთ. მომავალ კერძზე მარილის მოყრა არ დაგავიწყდეთ. ოღონდ უმი სახით არავითარ შემთხვევაში არ გასინჯოთ (ფარშის დეგუსტაცია – დიასახლისების მოწამვლის ყველაზე გავრცელებული მიზეზია).

4. საფანელში სწორად ამოვლება

მზა ფარშით სავსე თასს სასურველია პარკი გადააფაროთ და ნახევარი საათით მაცივარში შეინახოთ, რომ პურმა ხორცის წვენი შეიწოვოს. შემდეგ მასას ხელით კიდევ ერთხელ აურიეთ და ჰაერით გაამდიდრეთ. ბოლოს ზოგიერთი მზარეული გირჩევთ 1 მუჭა დაქუცმაცებული ყინულის დამატებას, რომ კერძს წვნიანობა შემატოთ.

სურვილის შემთხვევაში საფანელით დაფარეთ – ოქროსფერი ქერქის ქვეშ ფარში უფრო წვნიანი დარჩება. სპეციალისტების უმეტესობა მაღაზიის ორცხობილას არ ენდობა და გირჩევთ დამოუკიდებლად მოამზადოთ. ამისთვის თეთრი პური უბრალოდ დააბლენდერეთ. შემდეგ მიღებულ ფხვნილში კოტლეტები ამოავლეთ და ტაფაზე დადეთ. საფანელის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ სეზამის თესლი, წვრილი პურის ჩხირები, ფქვილი და ლეზონი.

ბოლო საფანელია – 3 კვერცხი მარილთან ერთად ოდნავ ათქვეფილი და 1–2 ს/კ რძე ან წყალი. კოტლეტები ჯერ ფქვილში, შემდეგ ლეზონში ამოავლეთ და პურის საფანელით მხოლოდ ამის შემდეგ დაფარეთ.

5. წვის განსაკუთრებულობა

კოტლეტის შეწვა რთული არაა. მთავარია – ტაფაზე ცხელ ზეთში მოათავსოთ (სჯობს გამდნარი კარაქი გამოიყენოთ), რომ ფარში „შეიკრას“, ქერქი წარმოიქმნას და კერძი ნაწილებად არ დაიშალოს.

ასევე კოტლეტებს შორის დისტანცია დაიცავით: თუ ერთ ჭურჭელზე კოტლეტების მთას დადებთ, ისინი წვენს სწრაფად გამოიღებენ და მოთუშვას და არა შეწვას დაიწყებენ.

როგორც კი ოქროსფერი ქერქი წარმოიქმნება, შეგიძლიათ ცეცხლს დაუწიოთ, თავსახური დაახუროთ და ისე მოამზადოთ. კოტლეტები ხშირი გადაბრუნებით არ შეაწუხოთ (სასურველია, რამდენჯერმე გადააბრუნოთ), მაგრამ შორსაც არ წახვიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში წვნიანი ხორციანი კერძის ნაცვლად ნემსებს მიიღებთ. შეგიძლიათ შეწვაზე უარი თქვათ და კვერები მოთუშოთ ან ორთქლზე მოამზადოთ.

ეს სასარგებლო სტატია მოგეწონათ? საუკუნე იცხოვრე – საუკუნე ისწავლე! დაე, კოტლეტის მომზადების ეს სასარგებლო ინფორმაცია გემრიელი კერძის შექმნაში დაგეხმაროს. რეკომენდაციები დიასახლისებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს