ძველი ეგვიპტის მაცხოვრებლებმა ზეთისხილის ზეთი პირველებმა გასინჯეს. დიდი ხნის შემდეგ, იტალიელები, ესპანელები და ბერძნები შეუდგნენ ხარისხიანი, ახალი, ნატურალური და დაუჯერებლად სასარგებლო პროდუქტის წარმოებას.
როგორ შევინახოთ ზეითუნის ზეთი სახლში
ზეითუნის ზეთი “პრეტენზიული” და მომთხოვნი პროდუქტია.
- პროდუქტს უყვარს სიგრილე. მასზე დამღუპველად მოქმედებს მზის სხივები. ოპტიმალური ტემპერატურა მისი იდეალური შენახვისთვის 15 გრადუსია. ჩვენ მიჩვეული ვართ ზეთის დატოვებას ქურასთან ახლოს, თუმცა ამის გაკეთება დაუშვებელია ზეითუნის ზეთთან მიმართებით.
- ჟანგბადთან თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო შეხებაც დამღუპველია ამ ზეთისთვის. სპეციალისტები გვირჩევენ მის მინიმუმამდე დაყვანას. შეძლებისდაგვარად, მცირეოდენი სითხე გადაასხით ძირითადი ჭურჭლიდან მცირე ჭურჭელში.
- ზეთი შეიძლება თუნუქის ქილებშიც იყიდებოდეს. ასეთ ჭურჭელს არ ეშინია მზის. თუმცა, შეძლებისდაგვარად გადაასხით სითხე ნებისმიერ სხვა, უფრო შესაფერის ჭურჭელში. თუ მუქი შუშის ბოთლი არ გაქვთ, შემოახვიეთ ფოლგა.
ზეთის გაყინვა
დამტკიცებულია, რომ ლღობა ნეგატიურად მოქმედებს ზეთის ხარისხზე, მისი სარგებლობა კი მნიშვნელოვნად მცირდება. თუმცა, საყინულეში იგი შესანიშნავად ინახავს მწვანე სანელებლებსა და მათ თვისებებს. ამისთვის, დააქუცმაცეთ მწვანილი, დაასხით ზეთი, მოათავსეთ ყინულის ფორმებში და გაყინეთ. აუცილებლობისამებრ, დაუმატეთ კუბები სალათებსა და წვნიანებს. წლის ნებისმიერ დროს, ზეთი არომატს ბალახებს გადასცემს.
ვარგისიანობის ვადა
1 წლის მანძილზე, ქარხნული შეფუთვის გახსნამდე, ზეთი ინარჩუნებს მრავალრიცხოვან სასარგებლო თვისებას, მახასიათებლებსა და იდეალურ ხარისხს. ამ ვადის გასვლის შემდეგ იწყება პროცესები, რომლებიც ნეგატიურად ისახება და ზღუდავს ზეთის კვებით ღირებულებას.
შეფუთვის მასალა
ვარგისიანობის ვადაზე, ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების შენარჩუებაზე ყველაზე უშუალო გავლენას ახდენს ზეითუნის ზეთის შეფუთვა.
მეტალის შეფუთვა ზეთს თვისებებს 2 წლით უნარჩუნებს. მუქი ფერის შუშა ამ ვადას 2 წლამდე ზრდის.
ზეითუნის ზეთის ჩამოსასხმელად, მწარმოებლები სულ უფრო ხშირად იყენებენ შუშის ბოთლებს დაწვრილებული ყელითა და აუცილებლად ჰერმეტული თავსახურით. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორები გვეხმარება პროდუქტის გარესამყაროსთან და ჟანგბადთან კონტაქტის მინიმიზებაში.
შეფუთვის გახსნის მომენტიდან, ყველა სასარგებლო თვისება მხოლოდ 1-2 თვით შეინახება. ვარგისიანობის ვადა ასე მნიშვნელოვნად იმიტომ მცირდება, რომ შეუძლებელია ჭურჭელში ჰაერის მოხვედრის თავიდან აცილება.
ფაიფურის ბოთლები და სქელი მუქი შუშის ჭურჭელი იდეალური და სხვებზე უკეთესია ზეთის შესანახავად, რაც მთავარია, დიდხანს ინარჩუნებს მის გემოვნურ და სასარგებლო თვისებებს, ასევე, კვებით ფასეულობებს.