პიტნის თაფლი, ანუ თაფლის საშინაო შემცვლელი

660

ოდესღაც, სამკურნალო პიტნა მხოლოდ სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა. ახლა მცენარე აქტიურად გამოიყენება კულინარიაშიც. ამ სტატიაში გიამბობთ, თუ როგორ მოამზადოთ საშინაო თაფლი მელისასგან. გპირდებით, დაუვიწყარ არომატს მიიღებთ!

როგორ მოვამზადოთ თაფლი საშინაო პირობებში

რა თქმა უნდა, თაფლი ფუტკრების გარეშე ვერასდროს გამოვა, თუმცა, ამაზე ნუ იდარდებთ. სახლში შეგიძლიათ გემრიელი შემცვლელის მომზადება. ეს რეცეპტი განსაკუთრებით მოეწონება მას, ვისაც თაფლზე ალერგია აქვს ან ვეგანურ კვებაზეა.

ინგრედიენტები

  • 300 გ პიტნა (მელისა)
  • 0.5 ლ წყალი
  • 1 ლიმონი
  • 1 კგ შაქარი

მომზადება

1. პირველ რიგში, მოკრიფეთ ახალი ფოთლები, კარგად გარეცხეთ და დაჭერით. შეგიძლიათ ტოტების გამოყენებაც. ახლა დაჭერით ლიმონი, კანის გაცლა საჭირო არაა.

2. დაასხით ნედლეულს წყალი, აადუღეთ და გამორთეთ ცეცხლი. შემდეგ დაელოდეთ ნახარშის დაყენებას. 6 საათი საკმარისი იქნება, თუმცა მთელი ღამით დაყენება არ აწყენდა.

3. ამ დროის გასვლის შემდეგ, ნახარში გადაწურეთ და გადაყარეთ ნედლეულის ნარჩენი. სითხეს დაუმატეთ შაქარი და დადგით მასა ცეცხლზე კიდევ ერთხელ. ხარშეთ ნელ ცეცხლზე მანამ, სანამ სიროფი თაფლივით წელვადი არ გახდება. ამას დაახლოებით 2 საათი დასჭირდება.

4. თუ სიროფი ზედმეტად თხევადი ჩანს, ხარშეთ კიდევ ცოტა ხანს. ან დაუმატეთ პექტინი, უკეთ შესქელებისთვის. გაითვალისწინეთ ისიც, რომ დროთა განმავლობაში სიროფი თავად შესქელდება.

5. ბოლოს, ჩაასხით სიროფი წინასწარ გასტერილებულ ქილებში. შეარჩიეთ მცირე ზომის ჭურჭლები, რადგან ასეთ თაფლს ერთბაშად ვერ შეჭამთ, ხოლო თუ ქილას ხშირად გახსნით, პიტნის შესანიშნავი არომატი დაიკარგება.

რამდენიმე რჩევა

  • ამ რეცეპტში შეგიძლიათ არამხოლოდ მელისას, არამედ ბაღის პიტნის ან აკაციის, ან მათი ნარევის გამოყენებაც.
  • სურვილისამებრ, დაუმატეთ სიროფს ცოტაოდენი მწვანე საკვები საღებავი. ფერი თაფლს მიმზიდველობას შემატებს.
  • მელისას ახალგაზრდა ფოთლები შეგიძლიათ დაუმატოთ სალათებს, წვნიანებს, თევზის კერძებს, სოკოს. დანიაში, ამ მცენარეს ხორცის დაკონსერვებისას იყენებენ. თუმცა, მელისას არომატის უკეთ შესანარჩუნებლად, ნუ მოხარშავთ ზედმეტად დიდხანს.

ახლა უკვე იცით, როგორ მოამზადოთ თაფლი შინ. მართალია, ეს იმ უგემრიელესი პროდუქტის სრულყოფილი იმიტაცია არ იქნება, თუმცა თქვენს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს