როგორ მოვამზადოთ გემრიელი კომპოტები ზამთრისთვის

2734

ტკბილი გაზიანი სასმელების მოხმარება ჩვენს ორგანიზმზე კარგად არ აისახება. ბავშვისთვის “კოლის” ან “ფანტის” აკრძალვა კი დროის უმიზნო ფლანგვაა. მაშ, რატომ არ უნდა მაომზადოთ გემრიელი კომპოტები ზამთრისთვის, რომლებიც გაცილებით უფრო სასარგებლო და უსაფრთხოა, ვიდრე ტკბილი წყალი?

გემრიელი კომპოტები ზამთრისთვის

გასული სეზონიდან დარჩენილი კომპოტი ზაფხულშიც არავის აწყენდა. უბრალოდ დაუმატეთ ჭიქას რამდენიმე კუბი ყინული და გამაგრილებელი სასმელი მზადაა! რეცეპტებში ინგრედიენტების რაოდენობა გათვლილია ერთ სამლიტრიან ქილაზე.

უბრალოდ შეხედეთ, რამდენად მარტივია ხილით სავსე რამდენიმე სამლიტრიანი ქილების მომზადება 30 წუთზე ნაკლებ დროში! თქვენ წინაშეა შესანიშნავი რეცეპტი სახლის კომპოტებისთვის, რომლებიც გაზიან სასმელებზე ასჯერ უფრო გემრიელია.

“მოხიტო” ჟოლოთი

ინგრედიენტები:

  • 500 გ ჟოლო
  • 20 გ პიტნა
  • 200 გ შაქარი
  • 70 გ ლიმონი

მომზადება

  1. კარგად გარეცხეთ ლიმონი, უკეთესი იქნება, თუ მდუღარეს გადაასხამთ. დაჭერით ციტრუსი 5 მმ სისქის წრებად. აუცილებლად გააცალეთ ყველა კურკა, თორემ კომპოტს მომწარო გემო ექნება.
  2. კარგად გარეცხეთ პიტნის ფოთლები და ჟოლო გამდინარე წყალში.
  3. ჩაასხით ქვაბში წყალი და აადუღეთ.
  4. გასტერილებული სამლიტრიანი ქილის ფსკერზე მოათავსეთ ჟოლო, პიტნის რამდენიმე ფოთოლი და ლიმონის რგოლები. მოასხით მდუღარე წყალი. დაახურეთ ქილას თავსახური და გააჩერეთ 20 წუთით.
  5. 20 წუთში გადაასხით წყალი ქილიდან ქვაბში. დაუმატეთ შაქარი. ხარშეთ კენკრის სიროფი 5 წუთით და გადაასხით ისევ ქილაში.
  6. მოხუფეთ კომპოტი, ჩააბრუნეთ და გააჩერეთ თბილ საბანში, სრულად გაგრილებამდე.

“მოხიტო” ვაშლით

ინგრედიენტები:

  • 1.5 კგ ვაშლი
  • 200 გ შაქარი
  • 70 გ ლიმონი
  • 50 გ ჟოლო
  • 20 გ პიტნა

მომზადება

  1. გარეცხეთ და დაჭერეთ ვაშლი. კარგად გარეცხეთ პიტნა და ციტრუსი. ლიმონის ნაცვლად ფორთოხლის გამოყენებაც შეიძლება.
  2. მოათავსეთ ხილი და პიტნა გასტერილებულ ქილებში.
  3. აადუღეთ წყალი ქვაბში და მოასხით ხილს ქილაში. გააჩერეთ თავდახურული 20 წუთით.
  4. გადაღვარეთ ხილის წყალი ქვაბში და დაუმატეთ შაქარი. ადუღეთ სიროფი 5 წუთით.
  5. გადაასხით ხილის სიროფი ქილაში და მოხუფეთ. სრულ გაგრილებამდე, ქილები თავდაყირა უნდა იდგეს, საბანში გახვეული.

“ფანტა” გარგრით

ინგრედიენტები:

  • 500 გ გარგარი
  • 20 გ პიტნა
  • 200 გ შაქარი
  • 70 გ ლიმონი
  • 70 გ ფორთოხალი

მომზადება

  1. გარეცხეთ და შუაზე გაჭერით გარგრები, შემდეგ გააცალეთ კურკები. სასურველია, რომ გარგარი არ იყოს გადამწიფებული, ქილაში პიურედ რომ არ იქცეს.
  2. გარეცხეთ ლიმონი და ფორთოხალი. დაჭერით რგოლებად და გააცალეთ კურკები.
  3. აადუღეთ წყალი ქვაბში, დაასხით ხილს გასტერილებულ ქილებში. დაახურეთ თავსახური და დააყენეთ 15 წუთით.
  4. ახლა გადაღვარეთ ხილის წყალი ქვაბში, დაუმატეთ შაქარი და ადუღეთ 5 წუთით.
  5. მოხუფეთ, გადააბრუნეთ და თბილად შეახვიეთ ქილა სრულად გაგრილებამდე.

გემრიელი კომპოტები პატარა ბავშვებს უფრო მეტად რომ მოეწონოთ, უბრალოდ დააწერეთ ქილებს მათი საყვარელი სასმელების სახელები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს