ყავას ყოველთვის წყალს ვაყოლებ, რასაც ნებისმიერ ენერგეტიკულ სასმელზე უკეთესი შედეგი აქვს.

309

კაფეებში, უმეტესად, არომატულ ფინჯან ყავასთან ერთად, კლიენტებს ჭიქა გრილ, სუფთა წყალსაც ართმევენ. ამ ძველ, ლამაზ ტრადიციას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს: ისეთ სასმელს, როგორიც ყავაა, ნამდვილად უნდა დააყოლოთ წყალი – და არამხოლოდ იმისთვის, რომ მისი გემო გამრავალფეროვნდეს.

ერთი ალკალოიდი – კარგია, ორი – უკეთესი

ესპრესო, ამერიკანო, კაპუჩინო, ლატე – სასმელებია, რომლებიც ყავის მარცვლების გამოყენებით მზადდება. თუმცა, ადამიანის ნერვულ სისტემაზე მოქმედების ასპექტში, პრინციპული განსხვავება გვხვდება მხოლოდ სრულმარცვლოვან და ხსნად ყავას შორის.

საქმე ისაა, რომ ყავის მარცვლები, თავისი სტრუქტურით, არაერთგვაროვანია. მისი გარსი შეიცავს ყველასთვის ცნობილ ალკალოიდს, სახელად კოფეინს, რომელსაც მკვეთრად გამოხატული მატონიზირებელი მოქმედება აქვს. მარცვლის შიგთავსში კი კიდევ ერთი ალკალოიდი – თეობრომინია.

ხსნადი ყავის მომზადების დროს გამოიყენება მარცვლის მხოლოდ შიდა ნაწილი: გარსი იფცქვნება და გამოიყენება სამედიცინო პრეპარატების ან ენერგეტიკული სასმლების დასამზადებლად. თუმცა, თუ საქმე მარცვლოვან ყავასთან გვაქვს, უნდა გახსოვდეთ, რომ იგი ერთბაშად ორ ალკალოიდს შეიცავს.

უკუპროცესი

როცა ჩვენ ყავას ვსვამთ, ეს ორი ალკალოიდი ჩვენს ორგანიზმში ერთდროულად ხვდება – მოქმედებას კი მონაცვლეობით იწყებენ. ჯერ კოფეინი მოქმედებს – სწორედ მის მოქმედებასთანაა დაკავშირებული გამამხნევებელი ეფექტი. თუმცა, დაახლოებით 25 წუთში, სცენაზე თეობრომინი გამოდის.

აი, ასე მოქმედებს ყველაფერი: კოფეინს აქვს ყველა ორგანოში სისხლძარღვების შევიწროვების თვისება – გარდა თირკმლებისა; მათში, ესპრესოს რამდენიმე ყლუპის შემდეგ, სისხლძარღვები, პირიქით, ფართოვდება. შედეგად ვიღებთ მომატებულ წნევას და შარდდენას; ეს უკანასკნელი შედეგები დაკავშირებულია თირკმლებში სისხლის ნაკადის გაუმჯობესებასთან.

თუმცა, ნახევარი საათიც არ გადის, რომ ადამიანს უნდება ძილი; ამასთან, ბბევრი შეიგრძნობს თირკმლებში უსიამოვნო ქაჩვას. აქ იწყება თეობრომინის მოქმედება: ყველა ორგანოში წნევა იზრდება, ხოლო თირკმლებში – იზრდება. თირმკმლებში სისხლის ნაკადის დარღვევა რომ ავიცილოთ თავიდან, ყავის ყოველ ყლუპს დააყოლეთ წყლის თითო ყლუპი.

30-ე კილომეტრის ეფექტი

ხსნად ყავასთან ყველაფერი უფრო საინტერესოა. რამდენადაც მას მარცვლების შიგთავსისგან ამზადებენ, რომელშიც კოფეინის შემცველობა 10%-ს არ აღემატება, ხოლო თეობრომინი საკმაოდ დიდი რაოდენობითაა, მისი ეფექტი რამდენადმე განსხვავებულია რულმარცვლოვანისგან.

უფრო კონკრეტულად – მხნე ფაზა არაა მკვეთრად გამოხატული, ზოგიერთ ადამიანში საერთოდ არ აღინიშნება, თუმცა ამ სასმელს ძილიანობის მკვეთრი ეფექტი აქვს. ამიტომ, თუ ნაცნობთაგან რომელიმე თქვენთან ამბობს, რომ თურმე ყავაზე პარადოქსალური რეაქცია აქვს, არ მხნევდება, არ ივსება ენერგიით, არ უნდა ხტუნვა და სირბილი და უბრალოდ ეძინება – ესე იგი, დიდი ალბათობით, არა მარცვლოვან, არამედ ხსნად ყავას სვამს.

ტრაილერის მძღოლებმა, რომლებიც ხშირად იძენენ გაჩერებებზე მზა ხსნად ყავას, შემოიღეს – 30-ე კილომეტრის ეფექტი.

ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ყავის დალევიდან 20 წუთის შემდეგ, ანუ, დაახლოებით 30 კილომეტრის გავლის შემდეგ, მძღოლს ძილიანობის პერიოდი ელის, რომელიც დაახლოებით 1 საათს გრძელდება. სწორედ ესაა თეობრომინის ფაზა, რომლის დროსაც ძილიანობა გერევათ.

თუ ხსნად ყავას ჭიქა წყალს დააყოლებთ, ძილიანობის ფაზა აღარ მოგერევათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს