რატომ არის მნიშვნელოვანი ჩუსტის ჩაცმა და რატომ არ უნდა იაროთ სახლში ფეხშიშველა ან წინდებით

2078

ბევრი უცხოელი გაკვირვებულია, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მცხოვრებ ხალხს სახლის ფეხსაცმელი აქვს. იმის მიუხედავად, რომ იატაკს ახლა ჩვენთანაც ხშირად ათბობენ, ძველ ჩვევაზე უარის თქმა არ ღირს. დღეს გიამბობთ, როგორ გააკეთოთ სახლის ჩუსტი საკუთარი ხელით.

ჩუსტები საკუთარი ხელებით

პირველ რიგში, გავარკვიოთ, თუ საერთოდ რისთვის არის საჭირო. რა თქმა უნდა, ეს ჩვევაა, თუმცა არსებობს მიზეზები, თუ რატომ უნდა ატაროთ სახლში მსუბუქი ფეხსაცმელი.

3 მიზეზი, რატომ უნდა გეცვათ სახლში ჩუსტი

1. ჩვენი ტერფების ანატომია თანამედროვე იატაკის ზედაპირს ვერ უმკლავდება. ადრე წინაპრები დადიოდნენ და დარბოდნენ მიწაზე, რომელიც იატაკის ზედაპირზე უფრო რბილია. ახლა სახლში დაგებულია ლამინატი, ფილები, ხე, ამიტომ ფეხსაცმლის გარეშე ფეხზე დამატებითი დატვირთვა იქმნება.

2. ფეხის სითბოში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ამით ვერ გაცივდებით, რადგან დაავადების გამომწვევი პათოგენი უნდა იყოს. თუმცა სიცივის გამო ტერფებში სისხლძარღვების დიდხანს შევიწროება იმუნიტეტზე ცუდ გავლენას ახდენს. ეს პრობლემის გაჩენას ხელს შეუწყობს.

3. უნდა ითქვას, რომ თუ ოჯახის ერთ წევრს მაინც ფეხის სოკო აქვს, სჯობს ჩუსტები ყველამ ჩაიცვას. გახსოვდეთ, რომ სოკო სახლში თქვენც დაგაინფიცირებთ. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ბინაში სველი წერტილები გაანიავოთ და გააშროთ.

როგორ გავაკეთოთ სახლის ჩუსტი

ამისთვის რამდენიმე მოწყობილობა და მასალა დაგჭირდებათ, რომელიც ყველას არ აქვს. მათი რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი წყვილი ჩუსტის გაკეთებას აპირებთ.

მასალები:

  • თერმოგამტარი ქაღალდი
  • ფეტრი (ქეჩა)
  • ფურცლოვანი კორპი
  • ცხელი წებო ან სუპერ წებო

მომზადება:

1. პირველ რიგში თერმოგამტარი ქაღალდიდან სურათი ქეჩის ქსოვილზე გადაიტანეთ. ამისთვის უთო მაღალ ტემპერატურაზე გააცხელეთ, შემდეგ მისი დახმარებით მთელი ზედაპირი დააუთოეთ. ნახავთ, როცა ფეტრი ოდნავ დარბილდება და გაჩერდებით. სჯობს ასე, ვიდრე ძალიან დაბალი ტემპერატურაზე იმოქმედოთ და სურათი ნაწილობრივ გადავიდეს.

2. მასალის გაგრილების შემდეგ ჩუსტის ზედა ნაწილის საჭირო ფორმა გამოჭერით. შემდეგ თარგი ქეჩის ნაჭერს დაადეთ, მიამაგრეთ და საჭირო ფორმა გამოჭერით. ასე ჩუსტის ზედა ნაწილი უფრო მყარი გახდება.

3. ახლა ფეხსაცმლის ძირი უნდა გამოჭრათ. შეგიძლიათ თქვენს ტერფს ან ნებისმიერ ფეხსაცმელს შემოატაროთ. თარგი ქეჩის ნაჭერს დაადეთ და ღაბაში გამოჭერით.

4. ჩუსტის კომფორტულობა და გამძლეობა რომ გაზარდოთ, ღაბაშს ფურცლოვანი კოპრი მიამაგრეთ. ამის შემდეგ ზედმეტი კუთხეები მოაჭერით.

ვიმედოვნებთ, ასეთი ლამაზი ჩუსტის შეკერვა მოახერხეთ ან უფრო უკეთესის. გახსოვდეთ, რომ თავი ცივი უნდა გქონდეთ, მუცელი მშიერი და ფეხები თბილი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს