სოფელში, სადაც ოდესღაც ჩემი დიდი ბებია ცხოვრობდა, გავიცანი გასაოცარი ადამიანი – მოხუცი ზაზა ბაბუ. სწორედ მან შეცვალა ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად, როცა ძახველის სასარგებლო თვისებების შესახებ მიამბო და მითხრა, როგორ მომემზადებინა ამ კენკრისგან სასარგებლო სასმელი.
დღეს ჩვენი რედაქცია გეტყვით, თუ რისი მომზადება შეიძლება ძახველისგან, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და განწყობის ასამაღლებლად. აგარაკზე ტყუილად კი არ მეზრდება ორი ბუჩქი.
ძახველის თვისებები
ამ მცენარის სასარგებლო თვისებებზე ძველი დროიდან წერენ. ყველამ იცის, რომ ძახველის ნაყოფის ნახარში სხვადასხვა უსიამოვნებას გარიდებთ თავიდან და აძლიერებს იმუნიტეტს. იგი 1.5-ჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს ვიდრე ლიმონი. მასში შეხვდებით რკინას, სელენს, იოდს, კაროტინი, ფოსფორი.
იმისათვის, რომ შეძლოთ ძახველის რაციონში ჩართვა, თანაც ისე, რომ არ მოგბეზრდეთ ერთი და იგივე, გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს ამ კენკრის გამოყენებით.
ძახველი შაქრით
ინგრედიენტები:
- 1 კგ ძახველის კენკრა
- 900 გ შაქარი
მომზადება
- კენკრას გააცალეთ ტოტები, კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით.
- დაჭყლიტეთ კენკრა საცრის გავლით, დიდი თასის თავზე ისე, რომ საცერში მხოლოდ კურკები და ტყავები დარჩეს.
- მოაყარეთ მასას შაქარი, მოურიეთ და დაახურეთ თავსახური. გააჩერეთ ასე მთელი ღამით.
- დილით გაასტერილეთ ქილები და ჩაასხით შაქრიანი ძახველი, დაახურეთ სუფთა თავსახურები, შეინახეთ მაცივარში.
ვიტამინებით სავსე სასმელი
ინგრედიენტები:
- 500 მლ ძახველის წვენი
- 250 გ შაქარი
- 2 ლ წყალი
მომზადება
- აადუღეთ წყალი და დაუმატეთ ძახველის წვენი.
- წვენს დაუმატეთ შაქარი და აადუღეთ. ამ მომენტში შაქარი ბოლომდე უნდა გაიხსნას. გამორთეთ ცეცხლი და დააყენეთ მორსი 4-5 საათით.
- დალიეთ გაგრილებული მორსი, გემოსთვის დაუმატეთ პიტნის რამდენიმე ფოთოლი.
ძახველის ჟელე
ინგრედიენტები:
- 1 კგ ძახველი
- 0.8-1 კგ შაქარი
- 2 ჭიქა წყალი
მომზადება
- გადაარჩიეთ ძახველი, დაყავით კენკრა, გადაალაგეთ საწრეტში და გარეცხეთ.
- ადუღეთ წყალი დიდ ქვაბში და მოათავსეთ მასში ძახველით სავსე საწრეტი 5 წუთით, კენკრა რომ დარბილდეს და სიმწარე დაკარგოს.
- დაჭყლიტეთ ძახველი საცრის გავლით, სუფთა ქვაბში.
- ძახველის პიურეს დაუმატეთ შაქარი და წყალი. კარგად მოურიეთ. ხარშეთ ძახველი 45-50 წუთით, ნელ ცეცხლზე, შესქელებამდე.
- ჟელე ჩაასხით გასტერილებულ ქილებში და შეინახეთ მაცივარში.
ძახველის სასარგებლო თვისებებს ბოლომდე ვერ შეაფასებთ. მე, მაგალითად, როგორც კი ნერვიულობას ვიწყებ, მივირთმევ ძახველის ერთ ფინჯან ჩაის, შემდეგ ვიღებ თაფლს და მდგომარეობა მაშინვე უმჯობესდება. სხვათა შორის, ძილითაც კი უკეთ მძინავს, ადრე საათობით ვერ ვიძინებდი – საწოლში ვწვებოდი და ცხვრებს ვითვლიდი.
რა თქმა უნდა, ამ კენკრას უკუჩვენებებიც აქვს, ამიტომ მიირთვით იგი ზომიერად.