კიტრის მწნილის მომზადების საუკეთესო რეცეპტები მოხერხებული დიასახლისისგან.

3974

გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, რომ ხანგრძლივი ზამთრისთვის წინასწარ უნდა მოემზადონ. ეს პროცესი უფრო ინტენსიური უნდა იყოს ახალი ბოსტნეულისა და ხილის სეზონზე. ამიტომ, არ დაკარგოთ დრო ტყუილად და შეიარაღდით კულინარიული რვეულით. დღეს ჩვენ გაჩვენებთ, როგორ მოამზადოთ კიტრის მწნილი ზამთრისთვის, თანაც არა ერთი, არამედ ხუთი მეთოდით.

წვნიანი და ხრაშუნა კიტრი ნებისმიერ კერძს მოუხდება. იქნება ეს ჩვეულებრივი კარტოფილის პიურე თუ ფაფა. გარდა ამისა, გაცილებით უფრო სასიამოვნოა ახლობლებისა და საყვარელი ადამიანების სახლის კონსერვით გამასპინძლება უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მაღაზიის პროდუქციით. ამიტომ, თუ არასდროს მოგიმზადებიათ კიტრის მწნილი ზამთრისთვის, ახლა სწორედ ამის დროა.

კიტრის მწნილის 5 რეცეპტი

მარტივი რეცეპტი

ინგრედიენტები 1 ლ წყალზე

  • 1.5 ს.კ. მარილი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 10 ს.კ. 9%-იანი ძმარი
  • 1-2 დაფნის ფოთოლი
  • 1-3 ც სურნელოვანი პილპილი
  • 1 თავი ხახვი
  • კიტრი

მომზადება

  1. პირველ რიგში, გაასტერილეთ სამლიტრიანი ქილა. შემდეგ მოათავსეთ ქილის ფსკერზე დაფნის ფოთოლი, სურნელოვანი პილპილი, მიხაკი და რკალებად დაჭრილი ხახვი. აგრეთვე, დაუმატეთ ცოტაოდენი დაქუცმაცებული კამა.
  2. მოათავსეთ ქილაში გარეცხილი კიტრი მჭიდროდ. დაასხით მდუღარე წყალი. როცა წყალი გათბება, გადაღვარეთ, დაუმატეთ 1 ლ წყალზე გათვლილი შაქარი, ძმარი, მარილი.
  3. ისევ აადუღეთ წყალი და დაასხით კიტრს. შემდეგ მოხუფეთ ქილა და დადგით ბნელ ადგილას სრულად გაგრილებამდე. შემდეგ შედგით კიტრი საწყობში ან სხვა გრილ ადგილას.

მთვრალი კიტრი

ინგრედიენტები 1.5 ლ წყალზე:

  • 3 ს.კ. მარილი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. ძმრის ესენცია
  • 2 ს.კ. არაყი
  • 2-3 მოცხრის ფოთოლი
  • პირშუშხას ფესვი გემოვნებით
  • კამა გემოვნებით
  • ნიორი გემოვნებით
  • კიტრი

მომზადება

  1. გაასტერილეთ სამლიტრიანი ქილა. მის ფსკერზე მოათავსეთ პირშუშხას ფესვი, კამა, ნიორი და მოცხრის ფოთოლი.
  2. მოათავსეთ ქილაში კიტრები მჭიდროდ. დაასხით მარინადი 1.5 ლ წყლით. ამისთვის შეურიეთ წყალს მარილი, შაქარი, ძმრის ესენცია და არაყი.
  3. მოხუფეთ ქილა და მოათავსეთ გრილ ადგილას.

კიტრი პომიდვრის სოუსში

ინგრედიენტები: 

  • 5 კგ კიტრი
  • 2 კგ პომიდორი
  • 250 გ ნიორი
  • 250 გ შაქარი
  • 3 ს.კ. მარილი
  • 250 მლ ზეთი
  • 2 ს.კ. ძმრის ესენცია

მომზადება

  1. პირველ რიგში, გაატარეთ პომიდორი ხორცსაკეპში, დაუმატეთ ზეთი.
  2. დაუმატეთ პომიდორს შაქარი და მარილი. მოათავსეთ მასა ქვაბში და აადუღეთ. ხარშეთ ამის შემდეგ 10 წუთით. ამ დროისთვის, დაჭერით კიტრი წრეებად. თუმცა, თუ გინდათ, შეგიძლიათ მთლიანი კიტრების გამოყენებაც.
  3. დაუმატეთ კიტრი პომიდორს. როგორც კი ყველაფერი ადუღდება, დაუმატეთ ნიორი და ძმრის ესენცია. კარგად მოურიეთ.
  4. გაასტერილეთ ქილები და ჩაალაგეთ კიტრები მჭიდროდ. მოხუფეთ და გააგრილეთ. ამ ინგრედიენტებით 10 650-გრამიანი ქილა გაივსება.

სურნელოვანი კიტრის მწნილი

ინგრედიენტები:

  • 1 სტაფილო
  • 2 თავი ხახვი
  • 1 თავი ნიორი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • 5 ს.კ. მარილი
  • პირშუშხას, ალუბლისა და მოცხრის თითო ფოთოლი
  • 10 ჩ.კ. შაქარი
  • 100 მლ 9%-იანი ძმარი
  • კამა გემოვნებით
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • კიტრი

მომზადება

  1. უპირველეს ყოვლისა, გაასტერილეთ 3-ლიტრიანი ქილა. ფსკერზე მოათავსეთ გაწმენდილი და ოთხად გაჭრილი სტაფილო. დაუმატეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი, შაქრისა და მარილის გარდა.
  2. მოათავსეთ ქილაში კიტრი ძალიან მჭიდროდ. დაასხოთ ცხელი ადუღებული წყალი, 15 წუთში გადაღვარეთ, დაუმატეთ ამ წყალს შაქარი, მარილი და ძმარი.
  3. სანელებლებიანი წყალი აადუღეთ და ჩაასხით ქილაში. მოხუფეთ და თბილ ადგილას გააჩერეთ გაგრილებამდე. შემდეგ დადგით ქილა სადმე გრილ და ბნელ ადგილას.

ნაკლებად მარილიანი კიტრი

ინგრედიენტები:

  • 1 ს.კ. მარილი
  • 1.5 ს.კ. შაქარი
  • 2 აბი ასპირინი
  • 1 ჩ.კ. ძმრის ესენცია
  • 4-5 ს.კ. სურნელოვანი პილპილი
  • 2-3 ც მიხაკი
  • პირშუშხას, მოცხრისა და შოთხვის თითო ფოთოლი
  • ნიორი და კამა გემოვნებით
  • კიტრი

მომზადება

  1. გაასტერილეთ ქილა. მოათავსეთ მასში კიტრები და სხვა ყველა ინგრდიენტი.
  2. შემდეგ დაასხით მდუღარე წყალი და მოხუფეთ რკინის თავსახურით. გააჩერეთ კიტრი თბილ ადგილას, სრულად გაგრილებამდე. შემდეგ, დადგით ქილა ბნელ და გრილ ადგილას.

რომელია თქვენი საყვარელი რეცეპტი? როგორ ამზადებთ ყველაზე გემრიელ და ხრაშუნა კიტრის მწნილს? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს