ჩემს ცხოვრებაში იყო თითქმის ერთი წელიწადი, როცა ვეგეტარიანობა და ვეგანობა გამოვცადე. ეს უჩვეულო გამოცდილება იყო, რომელმაც ბევრი ახალი გემო და ცოდნა მომიტანა. მაგალითად, ახლა უკვე ვიცი, როგორ მოვამზადო კერძები გემრიელად!
როგორ მოვამზადოთ მუხუდო
ალბათ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ვეგეტარიანი ვერ ვიქნებოდი, თუმცა, მსგავსი კვებისას ბევრი ახალი პროდუქტი და კერძი აღმოვაჩინე. ვისწავლე ტოფუს მომზადება, მენიუში ჩავრთე მმუხუდო და თავადაც კი მოვამზადე ჰუმუსი მისგან. ახლა სტანდარტულად კვებას ვცდილობ, თუმცა, ამ სიახლემ ჩემს რაციონში ფესვები მყარად გაიდგა.
მუხუდო პარკოსანი კულტურაა, რომელიც ადრე მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში იყო პოპულარული. ახლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობენ მუხუდოს მოყვარულები, რომელთა შორის უამრავი ვეგანი და ვეგეტარიანელია. მუხუდო შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებსა და ძალიან დიდი რაოდენობიტ ცილას. შეგიძლიათ, ეს პროდუქტი უბრალოდ მოხარშოთ და მიირთვათ, ან მისგან ჰუმუსი ან ფალაფელი მოამზადოთ. წყალი, რომელიც მისი ხარშვის შემდეგ რჩება, კვერცხის ნაცვლად გამოიყენება ბლინების ცომში.
მუხუდოს რულეტი
ეს რულეტი ჩვენთვის ნაცნობ ხორცის რულეტს მოგაგონებთ. თუმცა, სწორედ ეს ალტერნატივაა შესაფერისი მათთვის, ვინც სხვადასხვა მიზეზით არ მიირთმევს ცხოველური წარმომავლობის პროდუქტს.
ინგრედიენტები:
- 2 ჩ.კ. ქოქოსის კარაქი
- 1 თავი წითელი ხახვი
- 2 ღერო ნიახური
- 5 კბილი ნიორი
- 450 გ მოხარშული მუხუდო
- 400 გ მზა ოსპი
- 3 ს.კ. თხევადი კვამლი
- 0.25 ჭიქა საფანელი
- 0.5 ჩ.კ. ზღვის მარილი
- 0.5 ჩ.კ. დაფქული შავი პილპილი
- 2 ს.კ. დაფქული სელის თესლი
- 0.5 ჩ.კ. ტომატ-პასტა
- 2 ჩ.კ. ვაშლის ძმარი
- 1 ს.კ. ნეკერჩხლის სიროფი ან თაფლი
- 0.25 ჩ.კ. ზღვის მარილი
- ქონდარი გემოვნებით
მომზადება
1. ჩვენი ღვეზელი პომიდვრის სოუსით დაიფარება. სწორედ მისი მომზადებით დავიწყებთ ახლა. მცირე ზომის ჭურჭელში შეურიეთ 2 კოვზი ტომატ-პასტა ძმარს, თაფლსა და მარილს. კარგად მოურიეთ ინგრედიენტები და გადადეთ მასა დროებით.
2. ხახვი, ნიახური და ნიორი დაჭერით და დარბილებამდე შეწვით ქოქოსის კარაზე. სელის თესლი ჩაალბეთ 5 ს.კ. წყალში.
3. ბლენდერის თასში მოათავსეთ შემწვარი მასა, ჩალბობილი სელი, მუხუდო, ოსპი და რამდენიმე კოვზი თხევადი კვამლი. არ დაგავიწყდეთ საფანელის, პილპილის, მარილისა და ქონდრის დამატებაც. ყველაფერი დააფქვიეთ, ოღონდ მთლად ფაფის კონსისტენციამდე ნუ მიიყვანთ.
4. ჩართეთ ღუმელი 190 გრადუსზე, საცხობ ფორმაზე კი დააფინეთ პერგამენტი. ფრთხილად მოათავსეთ მასა ფორმაში, მოასხით პომიდვრის სოუსი და აცხვეთ 50 წუთით. შეგიძლიათ კექსის ფორმის გამოყენებაც. გააგრილეთ რულეტი და მაშინვე მიართვით ვეგეტარიან ან ვეგან სტუმრებს. ისინი აღფრთოვანდებიან!
ვეგეტარიანობა ცხოვრებისა და საკვებისადმი შეხედულებების მაინცდამაინც სრულმასშტაბიანი ცვლილება არაა. ხანდახან, იგი გვევლინება როგორც შესაძლებლობა, გავსინჯოთ რაღაც ახალი და გავაფართოვოთ ჩვეულებრივი რაციონი ახალი კერძებით.