კომბოსტო ჭარხლით – ყველაზე პოპულარული მწნილი ლობიოსთან დასაყოლებლად

2221

ყველა დიასახლისმა იცის, რომ დაკონსერვებული კომბოსტოს დიდი ნაჭრები ჭარხალთან ერთად – დაუჯერებლად გემრიელი დასაყოლებელია, რომელიც შეგიძლიათ ძმრით, ძმრის გარეშე, კორეულად, ქართულად, ხრაშუნა ტკბილი ან მჟავე, ხანგრძლივი და ხანმოკლე შენახვისთვის მოამზადოთ.

გთავაზობთ კომბოსტოს მწნილის კლასიკურ რეცეპტს:

ინგრედიენტები

  • 2 კგ გვიანი სახეობის კომბოსტო
  • 1 დიდი ზომის ჭარხალი
  • 1 დიდი სტაფილო
  • 1 დიდი თავი ნიორი
  • 1 ლ სუფთა, გადადუღებული წყალი
  • 150 გ შაქარი
  • 2 ს.კ. მარილი
  • 10 მარცვალი არომატული პილპილი
  • 10 მარცვალი შავი პილპილი
  • 1 ს.კ. მცენარეული ზეთი 1 ქილა კონსერვზე
  • 3 ც დაფნის ფოთოლი
  • 150 მლ 6%-იანი ძმარი

მომზადება

  1. ზამთრის სახეობის კომბოსტოს თავი გაჭერით ოთხად ცენტრიდან, შემდეგ თითოეული ნაწილი – კიდევ ითხ ნაწილად. ეს ოპტიმალური ზომაა კონსერვისთვის.
  2. ჭარხალი და სტაფილო დაჭერით თხელ წრეებად, ან დახეხეთ.
  3. ნიორი აუცილებლად თხელ ნაჭრებად დაჭერით. დაჭყლეტილი ან დახეხილი ნიორი სწრაფად კარგავს თავის არომატს.
  4. მომზადებული ბოსტნეული ჩაალაგეთ 1 დიდ ჭურჭელში და კარგად მოურიეთ. მიიღებთ ლამაზ მასას, რომელიც ეფექტურად გამოიყურება, განლაგებული შუშის ჭურჭელში და დასხმული მარინადით.
  5. ბოსტნეულის მასა ჩაალაგეთ გასტერილებულ ქილაში მჭიდროდ.
  6. დარჩენილი ინგრედიენტებისგან მოადუღეთ მარინადი(ყველაზე ბოლოს დაუმატეთ ძმარი). შემდეგ გამორთეთ ცეცხლი და აცადეთ გაგრილება.

კომბოსტო ჭარხლით მისართმევად მზადაა!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს