ბევრს უჩნდება კითხვა, თუ საერთოდ რა საჭიროა სკოლის განათლება? ბავშვობაში ნასწავლი ბევრი რამ ზრდასრულ ცხოვრებაში აღარ გვჭირდება. თუმცა მისი გამოყენება რთული ლოგიკური ამოცანების შესრულებისას შეიძლება.
ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სკოლის კურსი გავიხსენოთ და ვუპასუხოთ მარტივ კითხვას: რომელ სარწყავში ჩაეტევა უფრო მეტი წყალი?
უმეტესობა მათგანი პასუხობს, რომ მეორეში. მათი გაგება შეიძლება, რადგან მეორე სარწყავი უფრო მაღალია, ამიტომ უფრო ტევადი გვგონია. მაგრამ მოდით ყურადღებით დააკვირდით და ფიზიკა გაიხსენეთ.
ალბათ, ზიარჭურჭლის კანონის შესახებ საშუალო კლასებში ასწავლიან. კანონის თანახმად, ერთგვაროვანი სითხე ზიარჭურჭელში ერთგვაროვან დონეზე იქნება.
ამ შემთხვევაში, ზიარჭურჭლის სახით ჩვენ ვიღებთ თავად სარწყავს და მის ცხვირს. პირველ ჭურჭელს ცხვირი უფრო მაღლა აქვს, ვიდრე მეორეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მასში უფრო მეტი წყლის ჩასხმა შეიძლება, სანამ დაღვრას დაიწყებს.
პასუხებით შეიძლება გამოვიცნოთ, თუ სკოლაში ფიზიკის გაკვეთილებს ვინ აცდენდა. სამაგიეროდ, ცოტა ტვინი გავავარჯიშეთ, ასე არა?