რა თქმა უნდა, დიასახლისებს, რომლებიც ღუმელში ხშირად აცხობენ კერძებს, მიუქცევიათ ყურადღება იმისთვის, რომ სიცხე ღუმელში არათანაბრად ნაწილდება. ვიღაცის ღუმელში ღვეზელის გული უკეთ ცხვება, ვიდრე კიდეებში. პირიქითად ხდება ხოლმე. ასეთი თავისებურებების ცოდნა აუცილებელია გემრიელი კერძების მოსამზადებლად. ამიტომ გიამბობთ, როგორ შეამოწმოთ ღუმელში ტემპერატურა, სულ რამდენიმე წუთში.
ღუმელის თერმომეტრი, ჩვეულებრივ, საერთო ტემპერატურას აჩვენებს, ამიტომ, მის მიხედვით მოქმედება რთულია. მაშინაც კი, თუ პრობლემები მანამდე არ შეგინიშნავთ, გირჩევთ, ღუმელი მაინც შეამოწმოთ. ასე მიხვდებით, რა ტემპერატურაზე უნდა აცხოთ ღუმელში საყვარელი კერძები ისე, რომ ყველა ნაწილი თანაბრად გამოცხვეს.
როგორ შევამოწმოთ ღუმელში ტემპერატურა
დაგჭირდებათ
- საცხობი ლანგარი
- პერგამენტის ქაღალდი
- შაქარი
პროცესი
1. დააფინეთ ლანგარზე პერგამენტის ქაღალდი, დამწვარი შაქრის აფხეკა რომ არ მოგიხდეთ.
2. თანაბრად მოაყარეთ ლანგარს შაქარი.
3. შედგით ლანგარი 200 °С-მდე გახურებულ ღუმელში 10 წუთით.
ახლა თქვენ წინაშეა ღუმელის ცხელი და ცივი წერტილების ნამდვილი რუკა. ადგილი, სადაც შაქარი სუსტად დადნა ან საერთოდ უცვლელი დარჩა, ყველაზე ცივი ზონაა. ხოლო ის წერტილები, სადაც შაქარი მიიწვა – ყველაზე ცხელი.
გულს ნუ აიცრუებთ, თუ ღუმელში ტემპერატურა არათანაბრად გადანაწილდება. ცოდნა ძალაა! ახლა თქვენ შეგიძლიათ, ღვეზელი იმ ადგილას მოათავსოთ, სადაც ღუმელი საუკეთესოდ ცხელდება.