სალათი მიმოზა – კლასიკური რეცეპტი და მომზადების საიდუმლოები

1652

სალათი მიმოზა, რომლის კლასიკური რეცეპტიც უკვე ბევრს დაავიწყდა, შესანიშნავად გააფორმებს თქვენს სადღესასწაულო სუფრას, ამიტომ გაიხსენეთ მისი მომზადება, შემადგენლობა, ფენების სწორი განლაგება და ვარიანტები – ბრინჯითა და კიტრით, კარტოფილით, ვაშლით, კარაქით, ყველითა და სხვა ინგრედიენტებით…

სალათის მომზადების საიდუმლოები

  • შეარჩიეთ კარგი მაიონეზი მიმოზას შესაზავებლად. აიღეთ სქელი პროდუქტი მაღალი ცხიმიანობით და აუცილებლად ნახეთ შემადგენლობა – უმჯობესია მაიონეზი, საღებავების, ემულგატორების, არომატული ნივთიერებებისა და სხვა მავნე დანამატების გარეშე. გამოცდილი დიასახლისები გვირჩევენ, არ გამოვიყენოთ თხევადი მაიონეზი – ეს ცუდად აისახება მიმოზას გემოზე.
  • სწორად მოხარშეთ კვერცხი, რადგან ზედმეტად მოხარშული კვერცხის გული ამაზრზენ მომწვანო ფერს იღებს, ეს ინგრედიენტი კი მიმოზაში არამხოლოდ გემოსთვის, არამედ სილამაზისთვისაც გამოიყენება. ხარშეთ კვერცხი არაუმეტეს 10 წუთით.
  • კლასიკური მიმოზა მზადდება თევზის კონსერვებით, თანაც, თევზი აუცილებლად ზღვის უნდა იყოს. ხოლო მათთვის, ვინც დიეტაზეა, რეკომენდებულია დაკონსერვებული თინუსი.

სალათ “მიმოზას” რეცეპტი

ინგრედიენტები

  • 3-4 საშუალო ზომის მოხარშული კარტოფილი
  • 3-4 საშუალო ზომის მოხარშული სტაფილო
  • 1 თაცი წითელი ან თეთრი ხახვი
  • 4 კარგად მოხარშული ქათმის კვერცხი
  • 1 ქილა თევზის კონსერვი
  • მაიონეზი და მწვანილი გემოვნებით

მომზადება

  1. გაგრილებული მოხარშული ბოსტნეული დახეხეთ წვრილად – ასე ძალიან ნაზ სალათს მიიღებთ.
  2. ხშირად, მიმოზის მომზადებას იწყებენ თევზით, თუმცა უმჯობესი იქნება, პირველი ფენა კარტოფილი იყოს – იგი იწოვს კონსერვების წვენს და სალათი არ გაიჟღინთება. პირველი ფენისთვის გამოიყენეთ მთელი კარტოფილის მასის ნახევარი – მოათავსეთ დახეხილი ინგრედიენტი ჭურჭლის ფსკერზე თანაბრად და წაუსვით მაიონეზი.
  3. გადადით თევზზე – მოაშორეთ ნაჭრებს ძვლები და ფრთხილად დაჭყლიტეთ ჩანგლით ცალკე ჭურჭელზე, შემდეგ  დაალაგეთ კარტოფილის ფენაზე და ისევ წაუსვით მაიონეზი.
  4. მიმოზას შემდეგი ფენაა წვრილად დაქუცმაცებული ხახვი, აქ მთავარია, არ გადააჭარბოთ ამ ინგრედიენტს, თორემ იგი სხვა კომპონენტების გემოს გადაფარავს.
  5. მოათავსეთ ხახვზე კიდევ ერთი ფენა კარტოფილი, რომელზეც მოხარშული, დახეხილი სტაფილო უნდა დაალაგოთ. არ დაგავიწყდეთ ფენებზე მაიონეზის წასმა.
  6. ბოლო ეტაპია კვერცხის დახეხილი ცილა, ზემოდან კი ისევ მაიონეზი უნდა წაუსვათ.
  7. მორთეთ სალათი კვერცხის გულებითა და დარჩენილი ინგრედიენტებით, თქვენი გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს