ოდესღაც ჩვენც ბავშვები ვიყავით, მაგრამ ჩვენთვის მათი ქცევა მაინც საიდუმლოდ რჩება. ბავშვი კი უბრალოდ ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას იყენებს სამყაროს შესაცნობად, მათ შორის არის პროტესტი და დაუმორჩილებლობა. თუმცა ეს ყოველთვის უბრალო ახირება არაა.
ხშირად ერთი შეხედვით ბავშვის ტიპიური ქცევა სერიოზულ ნიშანს გაძლევთ. „პაპარაცმა“ შეაგროვა ფსიქოლოგების მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განვასხვაოთ ცელქობა სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემისგან.
გაჯეტებით ზედმეტად გატაცება
თანამედროვე ბავშვებს ვიდეოთამაშები და სოციალური ქსელები დიდ დროს ართმევთ. ეს თითქმის ნორმალურია. თუ ბავშვი სმარტფონთან ან კომპიუტერთან ძალიან დიდ დროს ატარებს, ეს ცუდი ნიშანია. ჩვეულებრივ, ეს მიგითითებთ, რომ ბავშვს სტრესი და შფოთვა აქვს განვითარებული.
ამ შემთხვევაში მასთან დიდი დრო უნდა გაატაროთ. ერთად თამაში და ურთიერთობა სცადეთ. ასე მის მდგომარეობაზე და ახლანდელ ინტერესებზე უფრო მეტს გაიგებთ.
სათამაშოებს იხვეწება
„მიყიდე, მიყიდე, მიყიდე“ – ყველა მშობლისთვის ნაცნობი სიტუაციაა. უნდა გესმოდეთ, რომ ეს ჩვეულებრივი ახირება არაა. ჩვეულებრივ, მოზარდობამდე ბავშვი საკუთარ იდეალურ სამყაროში ცხოვრობს, სადაც ყველაფერი ყოფნის, მაგრამ თუ მშობლები მის თვალწინ ხშირად ჩხუბობენ ფულის გამო ან თავად ბავშვს ფულის გამო საყვედურობენ, მისი აზროვნება იცვლება. ისინი დეფიციტურები ხდებიან.
ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი დარწმუნებული იქნება, რომ მსოფლიოში ყველაფერი ცოტაა და თუ ამას ვერ მიიღებს, უბრალოდ არ ეყოფა. ამრიგად, ამოწმებენ მშობლებს მათზე ზრუნვა შეუძლიათ თუ არა. ამის თავიდან ასაცილებლად, ბავშვი ზოგჯერ უნდა გაანებივროთ. სათამაშო არა ჯილდოს სახით, არამედ უბრალოდ ისე, სიყვარულის და ზრუნვის გამოსახატად უყიდეთ.
ჭამაში პრეტენზიული
ამას ჩვეულებრივ ახირებად მიიჩნევენ. თუმცა ბოლო კვლევების თანახმად, ჭირვეული ბავშვები საშუალოდ 20%–ით უფრო ხშირად დეპრესიით იტანჯებიან. ასევე შფოთვის მომატებული დონე აღენიშნებათ. ასე, რომ ახირება მიზეზი არა, არამედ შედეგია.
პრეტენზიული ტანსაცმლის არჩევისას
აი, ტანსაცმელთან ყველაფერი გაცილებით რთულადაა. ბავშვმა შეიძლება ერთი და იმავე ნივთი დიდხანს ატაროს, რაიმე სხვა ტანსაცმლის ჩაცმაზე უარი თქვას. ამინდის და სიტუაციისგან დამოუკიდებლად ჩაცმა უფრო ხშირად ახირებაა, მაგრამ შეიძლება შფოთვის ნიშანი იყოს.
განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ბავშვი მზადაა პატარა ლაქის გამო მთლიანად გამოიცვალოს ტანსაცმელი. თუ ბავშვს ჭუჭყის ატანა არ შეუძლია – ეს უკვე ნამდვილი შფოთვის ნიშანია.
ზედმეტი ცნობისმოყვარეობა
ცნობისმოყვარეობა კაცობრიობის მთავარი ნიშანია, მაგრამ ზედმეტი ცნობისმოყვარეობა შფოთვის მთავარი ნიშანია. თუ ბავშვი მუდმივად ახალ ინფორმაციას გუგლში ეძებს, უამრავ კითხვას „რატომ“ სვამს, სჯობს მას დაელაპარაკოთ და გაიგოთ, თუ რა აწუხებს.
შფოთვის ნიშნების ჩვეულებრივი ახირებისგან განსხვავება ძალიან რთულია, მაგრამ სჯობს დარწმუნდეთ, რომ ბავშვის ფსიქოლოგიური კუთხით ყველაფერი რიგზე აქვს. უკიდურესობაში არ გადახვიდეთ, ზედმეტი ზრუნვა დამანგრეველია.