რა მოვამზადოთ ვახშამზე – 5 ყველაზე გემრიელი კერძი ცნობილი რესტორნებიდან.

4602
5 გემრიელი ვახშამი

რა მოვამზადოთ ვახშმისთვის – ეს ყველაზე გავრცელებული კითხვაა, რომელსაც დიასახლისები საკუთარ თავს უსვამენ. არსებობს არაერთი რეცეპტი ქათმის, ფარშის, ღორის თუ საქონლის ხორცის გამოყენებით, ამიტომ, აღნიშნულ სტატიაში ჩვენ 5 ყველაზე გემრიელი კერძების რეცეპტებს გთავაზობთ, რომლებიც ოჯახური სუფრისთვისაც კარგია და არც სადღესასწაულო მაგიდაზე შეგარცხვენთ.

ხორციანი კერძები

ხორცის კოტლეტები

ინგრედიენტები

  • 1 კგ ხორცი
  • 1 ნაჭერი პური(ჩალბობილი რძეში)
  • 2 თავი ხახვი
  • 1 კვერცხი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • საფანელი გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად
შემწვარი კოტლეტი
  1. კარგად გარეცხეთ ხორცი და დაჭერით.
  2. გაფცქვენით ხახვი და ყველა ინგრედიენტი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  3. ფარშს დაუმატეთ კვერცხი, მარილი, პილპილი და დამბალი პურის ქერქი.
  4. კარგად შეურიეთ მასას ისე, რომ ერთგვაროვანი კონსისტენცია მიიღოთ. ფარში უნდა გახდეს ბოჭკოვანი, ხელებზე უნდა გეწებებოდეთ და წვრილ ძაფებს ტოვებდეს.
  5. ფარში მზადაა, ახლა მხოლოდ კოტლეტების შეწვაღა დარჩა.
  6. ჩაილბეთ ხელები ცივ წყალში და ასე გააკეთეთ ხორცის კვერები.
  7. წინასწარ გახურებულ ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და შეწვით კვერები 5-7 წუთით ორივე მხრიდან.
  8. დაუმატეთ წყალი და თუშეთ 15 წუთი ზეთში.
  9. გემრიელი ვახშამი მზადაა.

ბროკოლი კლარში – შესანიშნავი გარნირი

ინგრედიენტები

  • ბროკოლი
  • 2-3 ქათმის კვერცხი
  • 100-120 გ ფქვილი
  • 1-2 მწიკვი მარილი
  • 2 ს.კ. კარაქი
ბროკოლის გარნირი
  1. გარეცხეთ ბროკოლი გამდინარე წყლის ქვეშ და დაჭერით ყვავილებად.
  2. აადუღეთ წყალი და მოათავსეთ მასში კომბოსტო.
  3. შეამცირეთ ცეცხლი, დიდი ზომის ბუშტუკები რომ არ გაჩნდეს, თორემ პროდუქტი ძალიან დარბილდება. ხარშეთ 9-10 წუთით.
  4. ცალკე თასში შეურიეთ კვერცხი მარილს(ცოტათი ათქვიფეთ), მეორე თასში კი ჩაყარეთ ფქვილი.
  5. ბროკოლი მოათავსეთ საწრეტზე, აცადეთ სითხის მოშორება.
  6. დადგით ტაფა გასახურებლად, დაადნეთ მასზე კარაქი და ამოავლეთ კომბოსტო ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში და შემდეგ ცხელ ცხიმზე.
  7. შეწვით ოქროსფრამდე. ბროკოლი მზადაა!

შემწვარი საქონლის ხორცი

ამ კერძის უპირატესობა ისაა, რომ მისთვის ხორცის მომზადება წინასწარაც შეიძლება. მარინადიანი ხორცი მაცივარში უფრო დიდხანს ინახება, ამიტომ მისი მომზადება ნებისმიერ დროს შეიძლება. მიღებული შემწვარი ხორცი გემოს გამოყენებული მდოგვის მიხედვით შეიცვლის.

ინგრედიენტები

  • 1 კგ ხორცი
  • 3 კვერცხი
  • 1.5 ს.კ. მდოგვი
  • 1.5 ს.კ. კარტოფილის სახამებელი
  • 20 გ მარილი
  • 1.5 ჩ.კ. დაფქული პილპილი და სანელებლები
  • მცენარეული ზეთი
საქონლის ხორცი
  1. თასში შეურიეთ მდოგვი, მარილი და პილპილი, დაუმატეთ სახამებელი და კარგად მოურიეთ.
  2. ათქვიფეთ კვერცხი და შეურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე წინასწარ მიღებულ მასას.
  3. დაჭერით ხორცი მოზრდილ ნაჭრებად და მოათავსეთ ღრმა თასში.
  4. დაასხით ხორცს მომზადებული მარინადი, მოურიეთ ისე, რომ ხორცი წვენმა დაფაროს. დაახურეთ სახურავი ან ცელოფანი და შედგით მაცივარში 10-12 საათით.
  5. შემდეგ გამოიღეთ მაცივრიდან და შეუდექით შეწვას: გაცხელებულ ზეთზე დაალაქეთ ნაჭრები ისე, რომ ყველა ნაჭერი კარგად შეიწვას.
  6. კერძი მზადაა. დააყოლეთ ნებისმიერი გარნირი.

გამომცხვარი კარტოფილი პარმეზანით

ინგრედიენტები

  • 4-7 დიდი ზომის კარტოფილი
  • 1 დიდი თავი ხახვი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 ფინჯანი დახეხილი პარმეზანი
  • 1.5 ჭიქა რძე
  • 3 ს.კ. ფქვილი
  • 3 ს.კ. კარაქი
  • შავი დაფქული პილპილი და მარილი გემოვნებით
კარტოფილი პარმეზანით

მომზადება

  1. გარეცხეთ კარტოფილი, გაფცქვენით და აცადეთ შეშრობა, რათა წყალი დაიწრიტოს.
  2. გაათბეთ მცირე ზომის ქვაბი ნელ ცეცხლზე და დაადნეთ კარაქი. ხახვი წვრილად დაჭერით და ჩაყარეთ ქვაბში, კარაქთან ერთად. შეწვით დარბილებამდე.
  3. დაუმატეთ ფქვილი და კარგად შეურიეთ 2 წუთის განმავლობაში, რომ არ მიიწვას. შემდეგ ნელი ნაკადით დაუმატეთ რძე და ურიეთ.
  4. გამორთეთ ცეცხლი, დაუმატეთ 3/4 ფინჯანი პარმეზანი, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
  5. დაჭერით მწვანილი და კარტოფილი.
  6. გაათბეთ ღუმელი +190 ̊С-ზე. ფორმაზე დადეთ 1 ს.კ. კარაქი და დაალაგეთ კარტოფილის ნაჭრები ფენებად.
  7. არ დაგავიწყდეთ ყოველ ფენაზე მარილისა და პილპილის მოყრა. ნახევარ კარტოფილს რომ დაალაგებთ, წაუსვით მიღებული სოუსი და მოაყარეთ ოხრახუში.
  8. გააგრძელეთ იმავე წესრიგით.
  9. შემდეგ წაუსვით მასა სოუსი და მოაყარეთ პარმეზანი. შედგით ღუმელში 35-45 წუთით.
  10. ვახშამი მზადაა!

ღორის ხორცი ანანასით

ინგრედიენტები

  • 1.5 კგ ღორის მჭლე ხორცი
  • 4-5 რგოლი ანანასი
  • 1 ნაჭერი ნებისმიერი მაგარი ყველი
  • 5 გ ორეგანო
  • 5 ბეგქონდარა
  • 5 გ წვრილად დაჭრილი ქინძი
  • 5 გ გამომშრალი კვლიავი
  • მარილი გემოვნებით
ხორცი ანანასით

მომზადება

  1. გარეცხეთ ხორცი, გააშრეთ ხელსახოცით.
  2. მარილი და პილპილი შეურიეთ ერთმანეთს. დაჭერით ღორის ხორცი ფართო ნაჭრებად, თითოეული ნაჭერი გაჭერით შუაში(ჯიბის მსგავსად).
  3. გაათბეთ ღუმელი +180 ̊С-მდე.
  4. ამასობაში, ხორცის ნაჭრები ამოავლეთ სანელებლების მასაში.
  5. ანანასი დაჭერით წვრილად და გატენეთ ამ მასით ხორცის ნაჭრები.
  6. დაალაგეთ ფორმაზე მომავალი კერძი და აცხვეთ 40 წუთით.
  7. ამ დროის შმდეგ გამოიღეთ ვახშამი და მოაყარეთ დახეხილი ყველი.
  8. შედგით ღუმელში კიდევ 15 წუთით.
  9. ღორის ჯიბეები ანანასით მზადაა!

გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს