ზამთარში შესანახი აჯიკის ტოპ 10 რეცეპტი

28689

ყველამ არ იცის, რომ ზამთარში შესანახად აჯიკის მომზადების მრავალფეროვანი რეცეპტი არსებობს, მათ შორის პომიდვრის გარეშე, კლასიკური სქემით, ნედლი წასახემსებლის სახით, წითელი წიწაკით სომხური რეცეპტით, სტაფილოს, პირშუშხის, ნივრის და კაკლის დამატებით. „პაპარაცი“ აჯიკის სწრაფად და მარტივად მოსამზადებლად რამდენიმე ხრიკებს გიზიარებთ.

ნამდვილი წასახემსებელი პომიდვრის გარეშე – მომზადების საიდუმლოს ვამჟღავნებთ

ტრადიციული კავკასიური აჯიკა პომიდორს ვერ იტანს, რადგან მისი არსი ცხარე წიწაკა და ნიორია. გასაოცარი წასახემსებლის მოსამზადებლად წითელ ან მწვანე ცხარე ღეროებს იყენებენ. სასურველი შედეგის მიხედვით, წითელი ბოსტნეული სიცხარეს მატებს, ხოლო მწვანე განსაკუთრებულ პიკანტურობას. აჯიკა მოთუშული ხორცის, თევზის, ფრინველის გამოსაცხობად შესანიშნავად გამოგადგებათ.

ნამდვილი წასახემსებელი პომიდვრის გარეშე შემდეგნაირად მზადდება. სოუსი ორი სახის წიწაკით და სანელებლებით მზადდება, ამიტომ დაგჭირდებათ:

  • 1,5 კგ ბულგარული წიწაკა (სილამაზისთვის ერთი ფერის შეარჩიეთ)
  • 400 გრ ცხარე წითელი წიწაკა
  • 300 გრ გასუფთავებული ნიორი
  • 2-2 ს/კ კამის და ქინძის თესლები
  • 45 გრ მარილი
  • 30 მლ 9%-იანი ძმარი

რეკომენდებულია რეზინის ხელთათმანებში მოამზადოთ, რომ ხელის კანი არ დაიწვათ. ცხარე წიწაკამ ყელის ღიტინი და ცრემლდენა რომ არ გამოიწვიოს, სჯობს ფანჯარა გააღოთ და ოთახი კარგად გაანიავოთ. ბოსტნეული გარეცხეთ, გააშრეთ, თესლები ამოიღეთ, ყველა ყუნწი მოაშორეთ, ნიორი გაარჩიეთ. ყველა ინგრედიენტი ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ, ბოლოს მარილი მოაყარეთ. შემდეგ რეცეპტის მიხედვით მასა მოსახარშად დადგით, ძმარი დაუმატეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. არავითარ შემთხვევაში არ ადუღოთ. ნარევი მზა ქილებში გადაანაწილეთ და მოხუფეთ. თქვენ ნამდვილი აჯიკა პომიდვრის გარეშე გამოგივათ!

აჯიკა – კლასიკური რეცეპტი

არსებობს რწმენა, რომ ძველად აფხაზი მწყემსები ცხვრების საკვებს მარილს უმატებდნენ, რომ მათ წონა სწრაფად მოემატებინათ. მარილის თავისუფალი ხელმისაწვდომობის არ არსებობის გამო, ისინი უბრალოდ მდიდარ მფლობელებს ძვირადღირებულ სანელებლებს პარავდნენ.

თავის მხრივ, მასპინძლები მარილს და ცხარე წიწაკას ერთმანეთში ურევდნენ. რომელსაც ცხვარი არ ჭამს. მწყემსებმა ნარევის გამოყენების სხვა მეთოდი იპოვეს – მათ ნარევს ნიორი და მწვანილები დაუმატეს და საკუთარ კერძებში გამოიყენეს.

ასე გაჩნდა ნამდვილი კლასიკური აჯიკა, რომლის შემადგენლობაში შედის:

  • 1 კგ ცხარე წიწაკა
  • 500 გრ ნიორი
  • 150 გრ მარილი
  • 100 გრ სანელებლების ნარევი

ყველა კომპონენტს ურევენ. ძალიან ცხარე სანელებელი გამოდის.

გემოს შესასამბუქებლად პომიდორს, ქლიავს, სხვა ბოსტნეულს, მაგალითად, პირშუშხას უმატებენ. არაფრის მოხარშვა საჭირო არაა. მზა პროდუქტი სტერილურ ქილებში, მჭიდროდ თავდახურული მაცივარში შეინახეთ. ერთი პატარა ქილა დიდხანს გეყოფათ, აუცილებლად მოამზადეთ!

ნედლი აჯიკა ზამთრისთვის – როგორ მოვამზადოთ?

ნედლი სანელებელი მომზადების და შენახვის მეთოდით განსხვავდება. საწყის ეტაპზე ყველაფერი ერთნაირია. ბოსტნეული გარეცხეთ, გააშრეთ, ყუნწები და თესლები მოაშორეთ.

შემდეგ ბოსტნეული ნებისმიერი მოსახერხებელი მეთოდით დააქუცმაცეთ. ხორცის გასატარებელი მანქანა ლამაზ, გაჯერებულ ფერს ინარჩუნებს, მაგრამ ერთგვაროვან მასას არ იძლევა. ბლენდერი ერთგვაროვან მასას მოგცემთ, მაგრამ  დაქუცმაცებული თესლის გამო ფერი მკრთალი ხდება.

სხვაობა მომზადებაშია – ნედლი აჯიკის ყველა ჭურჭელი სოდით კარგად გარეცხილი და ადუღებული უნდა იყოს, ბოსტნეული კარგად გამშრალი. ნედლი აჯიკა 20 წუთით ადუღებამდე მიიყვანეთ, მაგრამ არ აადუღოთ. სოუსი მხოლოდ ბნელ, გრილ ადგილას შეინახეთ – მაცივარი ან საკუჭნაო გამოდგება. მწვანილს კერძში სუფრაზე გატანის წინ ამატებენ.

წითელი წიწაკის აჯიკა სომხურად – ცხარე და პიკანტური

1 კგ პომიდორზე 100 გრ ცხარე წიწაკა და 200 გრ ნიორი აიღეთ. ყველაფერი გადაატარეთ, პომიდორს მარილი, ნიორი, ცხარე დაქუცმაცებული წიწაკა დაუმატეთ. მასალა ემალის ქვაბში გადაიტანეთ და მარლა დააფარეთ.

ჭურჭელი 14-15 დღე ბნელ ადგილას დუღილისთვის გააჩერეთ (მაგრამ მზეზე არა). ყოველდღე ხის ჯოხით აურიეთ. დროის გასვლის შემდეგ არომატული სანელებელი მზად იქნება, ხოლო გემო – თითებს ჩამკვნეტი! შეგიძლიათ იმწამსვე მიირთვათ ან მაცივარში შეინახოთ.

აჯიკა სტაფილოთი – სწრაფად და მარტივად

აჯიკა სტაფილოთი არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ვიტამინებით სავსე სოუსია. თერმულად დამუშავებული სტაფილო სანელებელს A ვიტამინით ამდიდრებს. თავის მხრივ, ბულგარული წიწაკა ასკორბინის მჟავით და რკინით არის მდიდარი, ხოლო ნიორი და ცხარე წიწაკა ზამთარში სურდოს და ინფექციებს თავიდან აგაცილებთ.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 კგ წითელი ბულგარული წიწაკა
  • 2 კგ წვნიანი პომიდორი
  • 500 გრ მომჟავო ტკბილი ვაშლი
  • 500 გრ სტაფილო
  • 100 გრ ცხარე წიწაკა
  • 200 გრ ნიორი
  • 250 გრ მზესუმზირას ზეთი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით

ზემოთ მოცემული მეთოდის მიხედვით ბოსტნეული მოამზადეთ, სტაფილო წვრილ სახეხზე გახეხეთ. სანელებლები, ზეთი დაუმატეთ და საშუალო ცეცხლზე 2,5 საათით დადგით, მუდმივად აურიეთ, რომ არ დაიწვას. მზა მასა ქილებში გადაანაწილეთ და მოხუფეთ. ასეთი აჯიკა ბინაში საკუჭნაოში, ხოლო კერძო სახლში სარდაფში შეინახეთ.

ნედლი წასახემსებელი პომიდვრის გარეშე  – ნატურალური გემო ზამთარშიც კი!

ნედლი აჯიკა პომიდვრის გარეშე ნატურალური ბოსტნეულის ფერს, გემოს და არომატს ინარჩუნებს. ასეთი ვიტამინების ბომბა ზამთარში განსაკუთრებით სასიამოვნოა! მარტივი რეცეპტისთვის დაგჭირდებათ  – 1 კგ ცხარე წიწაკა, 100 გრ ნიორი და 50 გრ ქინძი.

ცხარე წიწაკა გარეცხეთ და ოდნავ გააშრეთ, თესლები მოაშორეთ. ყველაფერი დააბლენდერეთ და მარილი მოაყარეთ. მცირე, სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ და მაცივარში მთელი ზამთარი შეინახეთ. პროდუქტი ძალიან გემრიელია, მაგრამ მისი შენახვა მხოლოდ სიცივეში შეიძლება, ასე რომ საკუჭნაო არ გამოდგება.

წიწაკის ცხარე სანელებელი პირშუშხით – შესანიშნავი მეთოდი

ცხარე აჯიკა სახლის პირობებში დიასახლისების ნამდვილი აღმოჩენაა. სწრაფად მზადდება, ბევრ ასორტიმენტს არ მოითხოვს და მარილის წყალობით დიდხანს ინახება. მას მარინადისთვის, მოსართავად და კონსერვებისთვის იყენებენ. თქვენ დაგჭირდებათ:

  • 250 გრ ჩილის წიწაკა
  • 50 გრ ნიორი
  • 15 გრ მარილი
  • 15 გრ ქინძი
  • 15 გრ სანელებელი – ხმელი სუნელი
  • 25 გრ პირშუშხა (ახალი ფესვები)

ცხარე წიწაკა, ნიორი, პირშუშხას ფესვები გარეცხეთ, გააშრეთ და გაასუფთავეთ, სიცხარის დასარეგულირებლად წიწაკის თესლები შეგიძლიათ მოაშოროთ ან დატოვოთ. ქინძი, ჩილის წიწაკა, ნიორი და პირშუშხა ყავის საფქვავში დაფქვით ან ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააქუცმაცეთ. მასას კარგად აურიეთ და მარილი მოაყარეთ.

პროდუქტი ახლა შესანახ ჭურჭელში გადაიტანეთ და ცივ ადგილას (მაცივარი, სარდაფი) შეინახეთ. თუ მაცივარში შენახვას აპირებთ, სასურველია მარილის რაოდენობა შეამციროთ.

აჯიკა პომიდვრით და აჯიკა ნივრით – ცხარე აღმოსავლეთი

საუკეთესო, მარტივი რეცეპტი პომიდვრით და ნივრით გამოდის. სწორედ მასთან არის დაკავშირებული სოუსის ვარიაციები. თქვენ დაგჭირდებათ ცოტა პროდუქტი, ქვაბი და 20 წუთი თავისუფალი დრო.

  • 150 გრ ცხარე წიწაკა
  • 1 კგ ბულგარული წიწაკა
  • 3 კგ პომიდორი
  • 500 გრ ნიორი
  • 50 გრ მარილი
  • 50 გრ შაქარი

ბოსტნეული კარგად გარეცხეთ, ყუნწები და თესლები (ცხარე წიწაკის გარდა) მოაშორეთ, დააქუცმაცეთ და სანელებლები მოაყარეთ.

ბოსტნეულის ნარევი მთელი ღამე გააჩერეთ, დილით წვენი გადაასხით და სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ. ნედლი წასახემსებელი პომიდვრით მაცივარში ან სარდაფში შეინახეთ. თუ ამის მომზადებას ისწავლით, სხვა ვარიანტების გაკეთება არ გაგიჭირდებათ.

შინაურული აჯიკა – რა შეიძლება იყოს უფრო გემრიელი

შინაურული აჯიკა ნამდვილად მოგეწონებათ, თუ ნედლი კონსერვები არ გაწყობთ. თქვენ აჯიკის მოხარშვა მოგიწევთ, ასე შენახვის ვადასაც გაახანგრძლივებთ. ბინის პირობებში ცხელი მეთოდით ქილებში გადანაწილება უფრო მარტივია.

სხვათა შორის, ყველა დანარჩენი მეთოდი შემოწმებულია და ქილები არ სკდება. სოუსი საჭირო გემომდე დაიყვანეთ, სანელებლების და ძმრის რაოდენობა დაარეგულირეთ. შედეგად კეტჩუპის ალტერნატივას მიიღებთ, რომელიც უფრო სასარგებლო იქნება.

აჯიკის მოსამზადებლად აიღეთ:

  • 1,5 კგ პომიდორი
  • 400 გრ თეთრი ხახვი
  • 3-4 სტაფილო
  • 500 გრ წითელი ტკბილი წიწაკა
  • 5-6 ცხარე წიწაკა
  • ½ ჭიქა ნიორი
  • ½ ჭიქა მცენარეული რაფინირებული ზეთი
  • 75 გრ თეთრი ღვინის ძმარი
  • 1,5 ს/კ მარილი
  • 1,5 ს/კ შაქარი

ბოსტნეული გაასუფთავეთ, გარეცხეთ, თესლები მოაშორეთ (ცხარე წიწაკას არა), ყუნწები მოაშორეთ. ბოსტნეული (ნივრის გარდა) ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ. მცენარეული ზეთი დაუმატეთ.

მასა კარგად აურიეთ და დაბალ ცეცხლზე დადგით. ადუღების შემდეგ 1,5 საათი ხარშეთ, არევა არ დაგავიწყდეთ, რომ არ დაიწვას. მომზადებამდე 30 წუთით ადრე დაჭყლეტილი ნიორი და მარილი დაუმატეთ. თუ ნიორს ადრე დაუმატეთ, გემო და არომატი გაქრება.

როგორც კი გაზს გამორთავთ, ძმარი დაუმატეთ, კარგად აურიეთ და ქილებში გადაანაწილეთ. ქილების გადაბრუნება და გაგრილებამდე თბილად შეფუთვა არ დაგავიწყდეთ. აჯიკა მზადაა.

აფხაზური რეცეპტი კაკლით

ნამდვილი აფხაზური, არომატული წასახემსებელი კაკლით ხორცის და თევზის კერძს შეავსებს. შეწვამდე ფრინველის ხორცზე წასმა, მწვადებისთვის, კოტლების, ჩებურეკებისთვის კარგია.

  • 500 გრ ცხარე წიწაკა
  • 100 გრ მარილი
  • 100 გრ ნიგოზი
  • 1,5 ს/კ დაფქული ქინძის თესლი
  • მცირე კონა ახალი ქინძი და ოხრახუში
  • 150 გრ ნიორი

ბოსტნეული გარეცხეთ, თესლები მოაშორეთ. მწვანილი გარეცხეთ და გააშრეთ. წიწაკა ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ ან დააბლენდერეთ. თუ გატარების დროს ბევრი წვენი გამოვიდა, ზედმეტი აუცილებლად გადაასხით. ნიგოზი ტაფაზე მოხალეთ, გაასუფთავეთ და გაატარეთ.

ინგრედიენტები აურიეთ, მარილი და დაფქული ქინძის თესლი დაუმატეთ. მწვანილი დაჭერით და მასა აურიეთ და ბოლოს დაჭყლეტილი ნიორი დაუმატეთ. ქვაბს მარლა ან თხელი ბამბის ქსოვილი დააფარეთ და 3 დღე გააჩერეთ, დღეში 2-ჯერ აურიეთ.

მე-4 დღეს გემრიელი სოუსი კაკლით მზად იქნება. ისღა დაგრჩენიათ ქილებში გადაანაწილოთ და მაცივარში შეინახოთ. ზამთარში შესანახად ადუღებამდე მიიყვანეთ და მოხუფეთ.

თუ რეცეპტები მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს