როგორ მოვამზადოთ კლასიკური “სალიანკა”

855

ჩვენ ყველამ ბავშვობიდან ვიცით, რომ პირველი კერძი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართული მუშაობის წინაპირობაა. ამიტომ, მზრუნველი მშობლები დღემდე ცდილობენ, ბავშვებს წვნიანი აჭამონ. სამწუხაროდ, ეს მცდელობები ძალიან ხშირად სრულდება სკანდალით, არც ყველა ზრდასრულ ადამიანს შეუძლია სიამოვნებით მიირთვას ერთი თეფში თხევადი კერძი.

თუ გინდათ, ოჯახის წევრებს პირველი კერძის სიყვარული შთააგონოთ, გირჩევთ, დროდადრო მრავალფეროვანი კერძები მოამზადოთ. დღეს ჩვენ გთავაზობთ “სალიანკას” 3 ყველაზე წარმატებულ რეცეპტს. მოამზადეთ და დატკბით!

ხორციანი “სალიანკა”

ინგრედიენტები:

  • 300 გ საქონლის ხორცი
  • 200 გ მოხარშულ-შებოლილი ძეხვი
  • 200 გ შებოლილი ხორცი
  • 6 სოსისი
  • 3 მჟავე კიტრი
  • 3 კარტოფილი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 1 ქილა დაკონსერვებული ზეთისხილი
  • ლიმონი, მარილი და მწვანილი გემოვნებით

მომზადება

  1. ნახევარმზაობამდე მოხარშეთ ძეხვი, ამოიღეთ ქვაბიდან და დაჭერით პატარა, ერთგვაროვან ნაჭრებად. მოათავსეთ ბულიონში კუბებად დაჭრილი კარტოფილი და ხარშეთ ინგრედიენტები საშუალო ცეცხლზე.
  2. მსხვილად დახეხეთ გაფცქვნილი სტაფილო, დაჭერით ხახვი და დამწნილებული კიტრი. ტაფაზე შეწვით ხახვი და სტაფილო, დაუმატეთ მჟავე კიტრი, კარგად მოურიეთ და დაუმატეთ ტაფას ტომატ-პასტა. თუშეთ კიდევ 2-3 წუთით.
  3. ბულიონით სავსე ქვაბს დაუმატეთ შემწვარი ინგრედიენტები, აადუღეთ და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი, წინასწარ შემწვარი სოსისი, ძეხვი და შებოლილი ხორცი. ისევ აადუღეთ და ხარშეთ “სალიანკა” ნელ ცეცხლზე, 5-7 წუთით.
  4. როცა წვნიანი თითქმის მზად იქნება, დაუმატეთ დაჭრილი ზეთისხილი და ლიმონის ნაჭრები, აადუღეთ, გამორთეთ ცეცხლი და თავდახურული დააყენეთ. მირთმევამდე, მოაყარეთ კერძს დაჭრილი მწვანილი.

სოკოს “სალიანკა”

ინგრედიენტები:

  • 300 გ შამპინიონები
  • 50 გ ხმელი სოკო
  • 1 თავი ხახვი
  • 1 სტაფილო
  • 2 ს.კ. ტომატ-პასტა
  • 1 ს.კ. ხორბლის ფქვილი
  • 2 მჟავე კიტრი
  • 1 ქილა ზეთისხილი
  • 7 პომიდორი ჩერი
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • 2 ლ წყალი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხეთ ხმელი სოკო და ღამით ჩაალბეთ ცოტა წყალში. მოხარშეთ მომზადებამდე, ბულიონი არ გადაღვაროთ.
  2. დაჭერით ხახვი, მსხვილად დახეხეთ სტაფილო, წვნიანის ქვაბში ჩაასხით ზეთი და იქვე შეწვით ბოსტნეული. დაუმატეთ ტომატ-პასტა, კარგად მოურიეთ, ჩაყარეთ ფქვილი და მუდმივი მორევით მიიყვანეთ ერთგვაროვან მასამდე.
  3. დაუმატეთ ქვაბში სოკოს ბულიონი და ხარშეთ 5 წუთით ნელ ცეცხლზე. ჩაყარეთ აქვე დაჭრილი კიტრები.
  4. ამავდროულად, ტაფაზე შეწვით გარეცხილი და დაჭრილი შამპინიონები და მოხარშული სოკო. ჩაყარეთ წვნიანის ქვაბში, ურიეთ და დაუმატეთ ცხელი წყალი.
  5. კერძს დაუმატეთ მარილი და პილპილი, აადუღეთ და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთით.
  6. მომზადებამდე 5 წუთით ადრე, ქვაბში ჩაყარეთ პომიდორი ჩერი, 2 წუთით ადრე კი დაუმატეთ დაფნის ფოთოლი. მირთმევამდე, მორთეთ თეფში ზეთისხილითა და ლიმონის ნაჭრებით.

თევზის “სალიანკა”

ინგრედიენტები:

  • 500 გ ორაგულის ფილე
  • 1 ქილა ზეთისხილის კონსერვი
  • ორაგულის ნაჭრები ბულიონისთვის
  • 3 კარტოფილი
  • 4 მჟავე კიტრი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 ლიმონი
  • 2 ს.კ. ტომატ-პასტა
  • 3-4 ს.კ. ზეთი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • შავი და სურნელოვანი პილპილი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეთ ქვაბში ორაგულის ნაჭრები, როცა თევზი მზად იქნება, დაუმატეთ პილპილი და დაფნა. მზა ბულიონი გადაწურეთ.
  2. შეწვით ტაფაზე წვრილად დაჭრილი ხახვი და კიტრი, დაუმატეთ პომიდვრის პასტა და თუშეთ ბოსტნეული ნელ ცეცხლზე 2-3 წუთის განმავლობაში.
  3. ბულიონიან ქვაბში ჩაყარეთ კარტოფილის კუბები, შემწვარი მასა და აადუღეთ.
  4. დაუმატეთ დაჭრილი ორაგულის ფილე და ხარშეთ ბულიონი ხორცის მომზადებამდე. აადუღეთ წვნიანი, დაუმატეთ ლიმონის ნაჭრები. გამორთეთ ცეცხლი და თავდახურული დააყენეთ ქვაბი 15 წუთით.

ნუ დაინანებთ ხორციან ინგრედიენტებს, რამდენადაც სწორედ მათი დამსახურებით ხდება “სალიანკა” ასეთი გემრიელი და ნოყიერი. ყურადღებით აირჩიეთ კიტრიც – კარგი წვნიანისთვის, ისინი ხრაშუნა და მკვრივი უნდა იყოს, ხარშვისას რომ არ ჩაიშალოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს