ცოტა ხნის წინ შევამჩნიე, რომ არც კაფეში და არც სტუმრად ბრიუსელის კომბოსტოს კერძებს არ მინახავს. არადა ბოსტნეული ძალიან გემრიელი და მარტივად მოსამზადებელია: პატარა, უპრეტენზიო. ამასთან მასში რამდენი სასარგებლო ელემენტია! წავიკითხე, რომ მასში შედის B ჯგუფის ვიტამინები, A, C ვიტამინები, ფოსფორი, რკინა, მაგნიუმი და კალიუმი. ასეთი მარაგი ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვათ!
სწორედ ამიტომ, „პაპარაცი“ გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, როგორ მოამზადოთ ბრიუსელის კომბოსტო. ბოსტნეული თითქმის ყველგან შეგიძლიათ გამოიყენოთ: წვნიანებში, ღვეზელებში, მობრაწულებში, ომლეტებსა და სალათებში. საყვარელ რეცეპტებს გიზიარებთ!
ბრიუსელის კომბოსტო ლორით
ინგრედიენტები:
- 400 გრ ბრიუსელის კომბოსტო
- 100 გრ ლორი
- 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 1 ს/კ ლიმონის წვენი
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
- ბრიუსელის კომბოსტოს გარე უხეში ფოთლები მოაშორეთ და ხიკვი ამოაჭერით. ბოსტნეული ნახევრად მომზადებამდე ოდნავ დამარილებულ წყალში 5 წუთით ხარშეთ.
- ლორი თხელ ზოლებად დაჭერით და ზეთში ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. შემდეგ კომბოსტო დაუმატეთ და კიდევ 3 წუთით შეწვით.
- ინგრედიენტები დაამარილეთ, ლიმონის წვენი დაუმატეთ და აურიეთ.
ომლეტი ბრიუსელის კომბოსტოთი
ინგრედიენტები:
- 4 კვერცხი
- 0,5 ცხარე წითელი წიწაკა
- 100 მლ ნაღები
- 0,5 წითელი ხახვი
- 6 თავი ბრიუსელის კომბოსტო
- 5 ტოტი ოხრახუში
- 1 ჩ/კ ხმელი სურნელოვანი მწვანილი
- მცენარეული ზეთი გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
- თავდაპირველად, ინგრედიენტები მოამზადეთ. ბრიუსელის კომბოსტო გარეცხეთ და გააშრეთ. თითოეული თავი ორ ნაწილად გაჭერით. წითელი ხახვი გაასუფთავეთ და ნახევარ რგოლებად დაჭერით. წიწაკა გარეცხეთ, თესლი მოაშორეთ და რგოლებად დაჭერით. ოხრახუში წვრილად დაჭერით.
- ცხელ ტაფაზე მცენარეულ ზეთში წიწაკა და ხახვი 3 წუთით შეწვით. შემდეგ კომბოსტო დაუმატეთ და კიდევ დაახლოებით 5 წუთით თუშეთ. ხმელი სურნელოვანი მწვანილი და ოხრახუში დაუმატეთ, კარგად აურიეთ.
- კვერცხი რძესთან და მარილთან ერთად ათქვიფეთ. კვერცხის ნარევი მზა ბოსტნეულს დაასხით და 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ.
წვნიანი ბრიუსელის და ყვავილოვანი კომბოსტოებით
ინგრედიენტები:
- 150 გრ თეთრი კომბოსტო
- 300 გრ ძროხის ხორცი ძვლიანი
- 10 თავი ბრიუსელის კომბოსტო
- 3 კარტოფილი
- 2 ღერო ნიახური
- 150 გრ ყვავილოვანი კომბოსტო
- 3 პომიდორი
- 50 გრ ნიახურის ფესვები
- 10 შავი წიწაკის მარცვალი
- 3 ხახვი
- 2 სტაფილო
- 1 ს/კ კამა
- 3 კბილი ნიორი
- 2 ს/კ მცენარეული ზეთი
- 1 ს/კ ოხრახუში
- 2 დაფნის ფოთოლი
- სოუსი ტაბასკო გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
- ხორცი გარეცხეთ, 2,5 ლ წყალი დაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. 1 სტაფილო, ნიახურის ფესვები და 1 ხახვი გაასუფთავეთ, ინგრედიენტები ხორცს დაუმატეთ. წიწაკის მარცვლები მოაყარეთ და დაახლოებით 1,5 საათით ხარშეთ.
- ამ დროში ბოსტნეული მოამზადეთ. კარტოფილი გაასუფთავეთ და კუბებად დაჭერით, ყვავილოვანი კომბოსტო დაშალეთ. თეთრი კომბოსტო დაჭერით, სტაფილო და ხახვი რგოლებად, ხოლო ნიახური წვრილად დაჭერით.
- პომიდვრები მდუღარე წყალში 1 წუთით გააჩერეთ, შემდეგ ცივი წყალი გადაავლეთ და კანი მოაშორეთ. თითო კბილი ნიორი 4 ნაწილად დაჭერით, პომიდორთან ერთად დააბლენდერეთ.
- ხახვი გახურებულ ზეთში 7 წუთით შეწვით. პომიდვრის მასა დაუმატეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ.
- ბულიონის ხორცი დაუმატეთ, სითხე გადაწურეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. პირველ რიგში, კარტოფილი დაუმატეთ და 7 წუთით ხარშეთ.
- ხორცი ნაჭრებად დაჭერით და წვნიანს ყველა სახის კომბოსტო, ნიახური, სტაფილო და დაფნის ფოთოლი დაუმატეთ, 15 წუთით ხარშეთ.
- პომიდვრის მასა დაასხით, ტაბასკოს სოუსი გემოვნებით და მწვანილი დაუმატეთ. მარილი მოაყარეთ და 5 წუთით ხარშეთ.
ლაფშის აინტოპფი ბრიუსელის კომბოსტოთი
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ ოხრახუში
- 400 გრ ბრიუსელის კომბოსტო
- 1,5 ლ ხორცის ბულიონი
- 400 გრ ხორბლის ლაფშა
- 1 მწიკვი გახეხილი მუსკატის კაკალი
- 200 გრ ღორის ხორცი
- 1 ს/კ მცენარეული ზეთი
მომზადება:
- ღორის ხორცი პატარა ნაჭრებად დაჭერით და ზეთში საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 8 წუთით ხარშეთ.
- ქვაბში ზეთი გააცხელეთ და ლაფშა სწრაფად შეწვით. შემდეგ ლაფშას ბულიონი დაასხით და დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 7 წუთით ხარშეთ.
- ბრიუსელის კომბოსტო და ხორცი დაუმატეთ, 10 წუთით ხარშეთ. ოხრახუში და მუსკატის კაკალი მოაყარეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. ბრიუსელის კომბოსტოზე უკეთესი კერძი არ არსებობს.
პეროგი ბროკოლით და ბრიუსელის კომბოსტოთი
ინგრედიენტები:
- 250 გრ ბრიუსელის კომბოსტო
- 4 კვერცხი
- 250 გრ ბროკოლი
- 1 ს/კ ფქვილი
- 2 ს/კ კარაქი
- 50 გრ ხმელი ყველი
- 250 გრ რძე
- 1 ღერო პრასი
- 2 ს/კ კედლის კაკალი
- დაფქული მუსკატის კაკალი გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
- თეთრი წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
- ინგრედიენტები მოამზადეთ. ჯერ კედრის კაკალი ნახევარი საათით ჩაალბეთ. ბრიუსელის კომბოსტოს გარე ფურცლები და ხიკვი მოაშორეთ. თითოეული თავი შუაზე გაჭერით. ბროკოლი თანაყვავილედებად დაყავით, უხეში ღერო მოაშორეთ. ბოსტნეული ნახევრად მომზადებამდე ოდნავ დამარილებულ წყალში ხარშეთ.
- ხახვი რგოლებად დაჭერით და 1 ს/კ კარაქში საშუალო ცეცხლზე შეწვით. შემდეგ დანარჩენ ბოსტნეულს დაუმატეთ, ასევე წიწაკა და მარილი დაუმატეთ.
- კვერცხი გახეხილ ყველთან, რძესთან, ფქვილთან, მუსკატის კაკალთან და მწიკვ მარილთან ერთად ათქვიფეთ.
- საცხობ ფორმას დარჩენილი კარაქი წაუსვით, მზა ბოსტნეული მოათავსეთ, კვერცხის მასა დაასხით და კედლის კაკალი მოაყარეთ. კერძი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით აცხვეთ.
ბოსტნეულის პეროგი ზამთრისთვის
ინგრედიენტები:
- 1 კვერცხი
- 250 გრ ფენოვანი ცომი
- 100 გრ ყვავილოვანი კომბოსტო
- 200 გრ ბრიუსელის კომბოსტო
- 100 გრ მწვანე ლობიო
- 50 გრ ხმელი ყველი
- 1 ხახვი
- 2 ს/კ მცენარეული ზეთი
- 1 კვერცხის ცილა
- მარილი გემოვნებით
- 1,5 ს/კ სახამებელი
მომზადება:
- ხახვი ნახევარრგოლებად დაჭერით და ზეთში დაახლოებით 5 წუთით შეწვით. დანარჩენი ბოსტნეული დაუმატეთ და კიდევ 8 წუთით შეწვით.
- ცხელი ბოსტნეული თეფშზე გადაიტანეთ, სახამებელი, მარილი და წიწაკა მოაყარეთ, აურიეთ და გაგრილება აცადეთ.
- სამუშაო ზედაპირს ფქვილი მოაყარეთ და ცომი გააბრტყელეთ. 20 სმ–ს კვადრატი ამოჭერით, დარჩენილი ცომიდან 2,5 სიგანის და 24 სმ სიგრძის 4 ღობე გამოჭერით.
- საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ და ცხიმი წაუსვით. კვადრატი მოათავსეთ, კიდეებზე კვერცხის ცილა წაუსვით. შემდეგ ღობეები დაადეთ ისე, რომ კიდეები ერთმანეთს ეხებოდეს. კვადრატი რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტეთ.
- შიგთავსი თანაბრად გადაანაწილეთ. კვერცხი ათქვიფეთ და გვერდებს წაუსვით. გახეხილი ყველი მოაყარეთ და პეროგი 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ.
უდაოდ, თქვენ შეგიძლიათ ბრიუსელის კომბოსტოს რეცეპტები თქვენი გემოვნების მიხედვით შეცვალოთ. სხვადასხვა ინგრედიენტებით, ტექნოლოგიებით, სანელებლებით ექსპერიმენტები ჩაატარეთ, რომ იდეალური რეცეპტი მიიღოთ. თქვენ როგორ ამზადებთ ბრიუსელის კომბოსტოს?