როგორ გამოვიყენოთ ხახვის კანი ყოფაცხოვრებაში

0
206

ორგანიზმისთვის ხახვის სარგებლობა ადამიანისთვის დიდი ხანია ცნობილია. თქვენ იცოდით, რომ ხახვის კანიც ძალიან ბევრ სასარგებლო მიკროელემენტსა და ვიტამინს შეიცავს? მე, მაგალითად, ამის შესახებ სულ ახლახან გავიგე. ასეთი რამის უგულებელყოფა უბრალოდ არ შეიძლება. მართალია, ამ პროდუქტს კერძებისთვის არ ვიყენებთ, თუმცა ყოფაცხოვრებაში ნამდვილად გამოსადეგი რამაა. ახლა გაგიზიარებთ რამდენიმე გზას მის გამოსაყენებლად.

თავიდან, ხახვის კანის შენახვის იდეამ შემაშფოთა: ეს ხომ ნარჩენებია! თუმცა, ამ პროდუქტის მიმართ უსამართლო ვიყავი, რამდენადაც საკუთარი გამოცდილების დავრწმუნდი, რომ ეს პროდუქტი ძალიან სასარგებლოა. მისი მთავარი უპირატესობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მისი დაჭრისას არ იტირებთ!

ბულიონი

შეგიძლიათ, ხახვის კანი და ბოსტნეულის სხვა ნარჩენები ბულიონის მოსახარშავად გამოიყენოთ. დამიჯერეთ, სულ ცოტა ხახვის კანიც კი ნახარშს არომატითა და გემოთი გაამდიდრებს. მომზადების დასრულების შემდეგ, უბრალოდ გადაწურეთ ბულიონი. ასეთი მეთოდი კარგია მათთვისაც, ვისაც არ მოსწონს ხახვის გაჯერებული გემო კერძებში. თუ ბოსტნეულის ნაცვლად მის კანს გამოიყენებთ, გამო არც ისეთი მკვეთრი იქნება, თუმცა განსაკუთრებულ არომატს მაინც დატოვებს.

ბრინჯის გაჯერება

როცა ბრინჯის გარნირს ხარშავთ, ქვაბს დაუმატეთ ცოტაოდენი ხახვის კანი. ეს კერძს გააჯერებს მკვებავი ნივთიერებებით და დაუმატებს ხახვის საინტერესო გემოს. გამოიყენეთ ხახვის კანის დიდი ნაჭრები, რათა შემდეგ მარტივად შეძლოთ ამოღება.

პურში ჩამატება

დააქუცმაცეთ ხახვის კანი თითქმის ფხვნილის კონსისტენციამდე და დაუმატეთ მცირე რაოდენობით პურის ცომს. გემო და არომატი პიკანტური და სურნელოვანი გახდება, თავად პური კი აივსება სასარგებლო მიკროელემენტებით.

სპაზმების შემცირება

ხახვის კანი, როგორც თავად ბოსტნეული, გამოირჩევა თავისი სამკურნალო თვისებებით. თუ ღამით სპაზმები გაწუხებთ, მათ მოხსნაში ხახვის ნახარში დაგეხმარებათ. ხარშეთ კანი წყალში დაახლოებით 20 წუთით, ხოლო ძილის წინ მიირთვით ცოტაოდენი ნაყენი.

კომპოსტის მომზადება

როგორც სამზარეულოს სხვა ნარჩენები, ხახვის კანი შესანიშნავი საშუალებაა კომპოსტის მოსამზადებლად. მიწათმოქმედები ხშირად იყენებენ ასეთ სასუქს მცენარეებისთვის.

აი, სულ რამდენიმე მაგალითი ხახვის კანის გამოსაყენებლად. დარწმუნებული ვარ, ამისთვის კიდევ ბევრი ვარიანტი არსებობს. შეგიძლიათ, ამ პროდუქტთან ექსპერიმენტები ჩაატაროთ, გამოიყენოთ იგი მებაღეობაში, კულინარიაში ან საშინაო მკურნალობაში. აუცილებლად მოგვიყევით, თქვენ როგორ იყენებთ ამ პროდუქტს?