სახლის მაიონეზის ნაცადი რეცეპტი: მაღაზიის პროდუქტის სასარგებლო ანალოგი

621

მაიონეზი ძალიან გემრიელი, თუმცა დაუჯერებლად კალორიული სოუსია. ესაა ერთ-ერთი პირველი ტაბუდადებული პროდუქტი იმ ადამიანთა მენიუში, რომლებსაც გახდომა სურთ. თუმცა, საყვარელ სოუსზე უარის თქმა, ხშირად, ძალიან რთულია. ამიტომ, დღეს ჩვენ მოვამზადეთ დაწვრილებითი რეცეპტი საშინაო მაიონეზისთვის. იგი ძალიან მსუყე, გემრიელი და რამდენჯერმე ნაკლებად კალორიული გამოდის, ვიდრე მაღაზიის ანალოგი.

სახლის მაიონეზი სქელი რომ გამოვიდეს, აუცილებელია, რომ ყველა ინგრედიენტი ახალი იყოს.

როგორ მოვამზადოთ მაიონეზი

ინგრედიენტები:

  • 1 ქათმის კვერცხი
  • 1 ჩ.კ. მდოგვი
  • 0.5 ჩ.კ. მარილი
  • 1 ს.კ. რაფინირებული ზეთი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 2 ჩ.კ. ლიმონის წვენი

მომზადება

  1. მაიონეზის სწორი კონსისტენცია რომ მიიღოთ, ყველა ინგრედიენტი ოთახის თანაბარ ტემპერატურაზე უნდა იყოს. ჩაასხით რაფინირებული ზეთი ასათქვეფ ჭურჭელში. დაუმატეთ შაქარი, მარილი, მდოგვი და მარილი, ჩაახალეთ 1 კვერცხი.
  2. ჩაუშვით ხელის ბლენდერი ფსკერზე, კვერცხის გული მთლიანად რომ დაფაროს, და დაიწყეთ ფრთხილად თქვეფა სრული სიმძლავრით. სულ ესაა, გემრიელი და სასარგებლო მაიონეზი მზადაა!

ამ სოუსის გამოყენება შეგიძლიათ სხვადასხვა სალათის შესაზავებლად, ან მზა კერძებზე დასაყოლებლად. აგრეთვე, შეგიძლიათ, პურსაც წაუსვათ და ბუტერბროდები მოამზადოთ. ნებისმიერ ვარიანტში, გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს