აკადემიკოს ბეხტერევის ზუსტი პასუხი, რომელიც 100 წლამდე საღი გონების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

1322

9 წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი, თუ როგორ ნელ–ნელა ქრებოდა ბებიაჩემი. სკოლაში 43 წლიანი გამოცდილება და თვითგანვითარებაზე მუდმივი მუშაობა საღი გონების შენარჩუნებაში ვერ დაეხმარა. სიმართლე რომ ვთქვათ, ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები ზოგჯერ გაუგებარია. არსებობს მეთოდები, რომ საღი გონება და მეხსიერება ღრმა სიბერემდე შევინარჩუნოთ? დღეს „პაპარაცი“ ამის შესახებ გიამბობთ.

ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები

თავის ტვინის მუშაობის პრინციპი ერთ–ერთი საინტერესო სამეცნიერო თემაა. მას უამრავ სხვადასხვა კვლევა მიუძღვნეს. აკადემიკოსმა ვლადიმერ ბეხტერევმა თავის ტვინის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.

გამოჩენილმა მეცნიერმა იწინასწარმეტყველა: გარდაცვალებამდე საღი გონების შენარჩუნებას მხოლოდ ადამიანთა 20% შეძლებს. და ამაში ნამდვილი ბედნიერება იმალება. დანარჩენს კი მძიმე ბედი და გონებრივი დეგრადაციის ხანგრძლივი გზა ელოდებათ. ბედნიერების წრეში რომ აღმოჩნდეთ, საკუთარ თავზე მუშაობა დაუყონებლივ უნდა დაიწყოთ.

სიბერის კონცეფციამ უამრავი სტერეოტიპი შეიძინა, რომლებმაც საზოგადოებაში ფესვი გაიღეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხანდაზმულები ხშირად პრეტენზიულები, ზარმაცები და პასიურები არიან. საყვარელი ჰობი დავიწყებული აქვთ, თვითგანვითარება და სამყაროს შეცნობა არ აინტერესებთ, ხოლო ყოველდღიური რუტინა მხოლოდ ძილისა და ტელევიზორის ყურებისგან შედგება.

დამეთანხმეთ, რომ მსგავსი ქცევა საღი გონების შენარჩუნებაში ნამდვილად ვერ დაგეხმარებათ. ამისთვის მუდმივი სტიმულირება და გონების ვარჯიშია საჭირო. სამყარო ყოველთვის წესებს გვკარნახობს. ეს ჩვენს შეხედულებებს, ქცევას და მიმართულებას ეხება.

კონსერვატიზმის, სიჯიუტის და პრინციპების ზედმეტად დაცვის გამოვლენა გონებრივი მარაგის დაკარგვისკენ მიმართული გზაა. თავის მხრივ, სამყაროს მიმართ ღიაობა, ცნობისმოყვარეობა და ცვლილებისთვის მზადყოფნა აზროვნებისთვის ნიადაგს ქმნის. ამასთან მნიშვნელოვანი არაა, თუ ცხოვრების რომელ სფეროზეა ლაპარაკი.

გონებრივი დაქვეითების პირველი ნიშნები

ვაღიარებ, ბებიის მდგომარეობის გაუარესება მაშინვე ვერ დავინახე. ეს ხომ რაღაც დაავადებას ჰგავს თავისი ეტაპებით და სიმპტომებით. თუმცა არსებობს რამდენიმე მშფოთვარე სიმპტომი, რომლებიც ერთგვარ გაფრთხილებას წარმოადგენს. თუ მსგავს სიმპტომებს ბებიის, ბაბუის ან მშობლების ქცევაში დაინახავთ, დროა ინიციატივა გამოიჩინოთ.

  1. ადამიანები ნებისმიერ კრიტიკას მტკივნეულად აღიქვამენ. უფრო მეტიც, ხშირად ბრაზდებიან და ბავშვებივით იქცევიან.
  2. რაღაც ახლის სწავლის სურვილი ქრება. ხშირად ეს თანამედროვე ტექნოლოგიებს ეხება.
  3. ყურადღების კონცენტრაცია მცირდება. მძიმე და ინფორმაციული ლიტერატურა მეორეხარისხოვანი ხდება. პრიორიტეტულია წიგნები მარტივი სიუჟეტით, რომლებიც მალე დავიწყებას მიეცემა.
  4. ტვინის დაძაბვის ყოველგვარი სურვილი ქრება. ეს ეხება როგორც ზემოთაღნიშნულ ლიტერატურას, ასევე სხვა დანარჩენს. მაგალითად, კინო უცილებლად გასართობი უნდა იყოს.
  5. გონებრივი დარღვევის მქონე ხალხს ხშირად ნოსტალგია ახასიათებთ. წარსულში უფრო მეტ სიხარულს და მნიშვნელობას ხედავენ.

როგორ ავიცილოთ თავიდან გონებრივი დაქვეითება

პირველ რიგში, სპეციალისტები მუდმივად რაღაცის სწავლას გირჩევენ. საუკეთესო ინტერვალია – ყოველი 2–3 წელი. მაგალითად, შეგიძლიათ რაიმე კურსი გაიაროთ და რაღაც ახალი ისწავლოთ. ასევე შეგიძლიათ უჩვეულო თემები დამოუკიდებლად შეისწავლოთ.

ახალგაზრდა თანამედროვე ხალხთან ხშირად იკონტაქტეთ. მათ შეუძლიათ გამოცდილება გაგიზიარონ, რაღაც ახალი და საინტერესო გასწავლონ. გარდა ამისა, ახალი და საინტერესოს სწავლა თქვენს ბავშვებსაც შეუძლიათ.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში არაფერი ახალი არ ხდება, გამოდის, ცუდად ეძებთ. სამყარო მუდმივად იცვლება, ამიტომ ნამდვილად არ მოიწყენთ. გაზეთები და ჟურნალები წაიკითხეთ. ასე უფრო მეტს გაიგებთ, ვიდრე ტელევიზორიდან. თანაც კითხვა ტვინის მუშაობას ხელს უწყობს.

უცხო ენები ისწავლეთ. მოწიფულ ასაკში სწავლა რთულია, მაგრამ ასე მეხსიერების გავარჯიშებას შეძლებთ. ვინ იცის, მიღებული ცოდნა როდის გამოგადგებათ. გარდა ამისა, რეგულარული ვარჯიში არ დაგავიწყდეთ.

ტვინი რთული მექანიზმია, რომელსაც მუდმივი ვარჯიში სჭირდება. ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები მხოლოდ თავად ადამიანზეა დამოკიდებული. ბედნიერი სიბერისთვის მთელი ცხოვრება უნდა იმუშაოთ. ასე ახლობლებს არ მოუწევთ იმის შეხსენება, თუ ვინ ხართ. მერწმუნეთ, ეს ნამდვილად საშინელებაა.

მსგავს პრობლემასთან შეჯახება მოგიწიათ? თემა საკმაოდ საინტერესოა. თქვენგან კომენტარებს ველოდებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს