არ მოვიტყუებთ, თუ ვიტყვით, რომ ყველა ადამიანს სურს ჯანმრთელად იყოს და დიდხანს იცხოვროს. როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანის ფიზიკური ფორმა ნორმაშია? „პაპარაცი“ გიამბობთ, რა ნიშნებით შეიძლება სხეულის მდგომარეობის განსაზღვრა.
ადამიანის ფიზიკური ფორმა
რა თქმა უნდა, ორგანიზმის ფუნქციონირების შესამოწმებლად უამრავი ანალიზი უნდა ჩააბაროთ. თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება დამოუკიდებლად შეგიძლიათ. ექსპერტები გამოყოფენ რამდენიმე ნიშანს, რომელთაც სხეულის მდგომარეობის შეფასებისას ეყრდობიან.
კარგი ფიზიკური ფორმის ნიშნები
1. თქვენ შეგიძლიათ ფეხის თითის წვერს ხელით შეეხოთ.
2. ვარჯიშის შემდეგ თქვენი გულის რიტმი ნორმას სწრაფად უბრუნდება.
3. მუცელსა და დუნდულებზე ზედმეტი ცხიმი არ გაქვთ.
4. თქვენი სხეული მარტივად მოძრაობს.
5. აქტივობის დაწყებისთანავე ოფლიანობთ.
6. ყოველდღიურ მოძრაობებს მშვიდად ასრულებთ.
7. თქვენი დგომა იდეალური ან თითქმის იდეალურია.
8. ფიზიკურ ვარჯიშს მარტივად ასრულებთ.
9. მთელი დღე მჯდომარე პოზაში გატარება გიჭირთ.
ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტებიდან თქვენს თავს რამდენს უკავშირებთ? თუ რამდენიმე მათგანი თქვენს რეალურ განწყობას არ შეესაბამება, დაფიქრდით, თუ როგორ გააუმჯობესოთ ფიზიკური მდგომარეობა.
თუ ეს თემა გაინტერესებთ, ფიზიკური მდგომარეობის შესაფასებლად პოპულარული და საკმაოდ მარტივი ტესტი გაიარეთ. ტესტი ბრაზილიელმა მეცნიერმა, კლაუდიო გილ არაუდჯომ გამოიგონა. მის შესასრულებლად 1 წუთზე მეტი დაგჭირდებათ. ტესტის შესრულების დროს ქულები უნდა დაითვალოთ. ტესტის დასაწყისში 10 ქულა გაქვთ, დაგროვებული ქულების რაოდენობაზე საბოლოო შედეგია დამოკიდებული.
1. ფეხსაცმელი გაიხადეთ და იატაკზე ფეხებ გადაჯვარედინებული დადექით.
2. ახლა გადაჯვარედინებული ფეხებით იატაკზე დაჯექით. ამასთან ხელები არ დაიხმაროთ. თუ გაუცნობიერებლად ხელებიც დაიხმარეთ, 1 ქულა მოაკელით, თუ წონასწორობა დაკარგეთ, 0,5 ქულა მოაკელით. იატაკზე 1 წუთით ჯდომა გააგრძელეთ.
3. შემდეგ ფეხების გაუშლელად ადგომა სცადეთ. ხელების გამოყენება აკრძალულია. ჯარიმა – 1 ქულა.
4. ამის გაკეთების შემდეგ საკუთარი ფიზიკური მდგომარეობა შედეგების მარტივ სკალაზე იპოვეთ.
ტესტის შესრულება მარტივი იყო თუ გაგიჭირდათ? თქვენი შედეგები კომენტარებში თამამად გაგვიზიარეთ. ძლიერ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ!