წესები, რომლებიც ნებისმიერი უბედურების მშვიდად გადატანაში დაგეხმარებათ

419
Photo credit: depositphotos

რთულ პერიოდში, სწორედ ისეთში, როგორიც ახლა მთელი მსოფლიოს მოსახლეობას უდგას, ძალიან მნიშვნელოვანია სულიერი მოძღვრის ყოლა. იგი, თავისი სიბრძნით, შეძლებს თქვენთვის სწორი მიმართულების ჩვენებასა და მხარდაჭერას. დღეს, ცხოვრებისა და არსებობის საფუძვლებზე გვესაუბრება სადხგურუ, ჩვენი რედაქციის საყვარელი გურუ. მოდით, გავიგოთ, რას ურჩევს ბრძენი მათ, ვისაც წარმატების მიღწევა სურს.

ცხოვრებისა და არსებობის საფუძვლები

საკუთარი მოქმედებების გააზრება ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. შრომასაც, რაღა თქმა უნდა, თავისი მნიშვნელობა გააჩნია. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ შრომა საჭირო კუთხით მიმართოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთსა და იმავე ადგილს დაუსრულებლად დატკეპნით. ხანდახან, ადამიანები დიდ ძალისხმევას დებენ იქ, სადაც უბრალოდ დაფიქრება და მარტივი, თუმცა სწორი ნაბიჯების გადადგმა იყო საჭირო. თუმცაღა, ეს მოქმედებები სწორ დროს, სწორ ადგილას უნდა შესრულდეს.

ყველაფერი, რასაც განვიცდით, ჩვენს შიგნითვე ხდება. შეგვიძლია რამის შეგრძნება საკუთარი თავის ფარგლებ გარეთ? ეჭვი მეპარება. თუ ჩვენ გარე სამყაროს მხოლოდ საკუთარი გამოცდილებისა და შინაგანი განცდების პრიზმის გავლით აღვიქვამთ, მაშ, ვინ განსაზღვრავს ამ ყველაფერს? მხოლოდ ჩვენ ვაწყობთ ჩვენივე შინაგან წესრიგს, ისევე, როგორც ჩვენს რეაქციებს განვსაზღვრავთ. მართალია, გარესამყაროში მიმდინარე მოვლენები თქვენზე არაა დამოკიდებული, თუმცა, მათი აღქმა მთლიანად თქვენს ხელშია. ეს არ დაგავიწყდეთ!

ბევრი უგულებელყოფს თავის სხეულს და ავიწყდება, რომ მასაც აქვს ვარგისიანობის ვადა. მნიშვნელოვანია, ყოველთვის იპოვოთ დრო არამხოლოდ სამსახურის, ოჯახისა და მეგობრების, არამედ საკუთარი სხეულისთვისაც. სადხგურუ არ იღლება ჩვენთვის იმის შეხსენებით, რომ არავინ იცხოვრებს მარადიულად, ამიტომაც, უნდა დააფასოთ თითოეული მომენტი თქვენს სხეულში, გიყვარდეთ იგი. მითუმეტეს, არ აღიქვათ იგი გარდაუვალ ჭურჭლად. იმის გააზრება, რომ ოდესღაც სიცოცხლე დასრულდება, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სამყაროსა და საკუთარი თავის ჩვენეულ აღქმაზე.

Photo credit: depositphotos

იპოვეთ დრო არამხოლოდ მნიშვნელოვანი და სერიოზული, არამედ გასართობი რამეებისთვისაც. არ დაგავიწყდეთ სიცილი და, ხანდახან, სისულელეების კეთებაც. სადხგურუ გვირჩევს, დღეში ერთხელ დავგმოთ სერიოზულობა და დავისვენოთ რთული რამეებისგან. სერიოზულობა საკუთარი მნიშვნელოვნობის გააზრებიდან მოდის. თუმცა, ხანდახან საჭიროა საკუთარ თავზე, როგორც მცირე ნაწილაკზე დაკვირვება, რათა მიხვდეთ, რომ სამყარო თქვენზე გაცილებით დიდია.

Photo credit: depositphotos

ჩვენი მხურვალე წარმოსახვა, ხშირად, ცუდად გვეხუმრება. ჩვენი შფოთვები და შიშები სწორედ იმის წარმოდგენის შედეგია, რაც არასდროს გქონდათ და, დიდი ალბათობით, არ გექნებათ. ამიტომ, ნუ ეცდებით ამასთან ბრძოლას, ებრძოლეთ მხოლოდ იმას, რაც უკვე გაქვთ. სადხგურუ ჩვენს შიშებს ე.წ. საშინელებათა ფილმებს ადარებს, რომლებსაც საკუთარ თავში ვქმნით. იგი გვირჩევს, ვცადოთ ამ ყალიბის ჩანაცვლება რამე უფრო სასიამოვნოთი, მაგალითად, კომედიური ან რომანტიკული ფილმით. თუნდაც, იგი არ ახდეს, საკუთარი აზრებით მაინც დატკბებით და არ შეგაშფოთებთ წარმოსახვითი შიშები და საშინელი ფიქრები.

Photo credit: depositphotos

ის, თუ როგორ აღვიქვამთ და ვავლენთ საკუთარ თავს, ყოველთვის შეგვზღუდავს. ადამიანი მიისწრაფვის საკუთარი თავის გაფართოებისკენ, სულიერ განვითარებასთან ერთად, აგრეთვე, მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებისკენაც. რაც უფრო მეტი გვაქვს, მით მეტი გვინდა. ინტელექტის განსავითარებლად, ნუ წარმოიდგენთ საკუთარ თავს ერის, ოჯახის, სქესის ან რელიგიის თანხლებით. ამ შემთხვევაში ხომ, მთელი თქვენი ინტელექტუალური რესურსი მხოლოდ საკუთარი იდენტობის დაცვას მოხმარდება. ეს კი წინასწარაკვიატებულობას შობს.

Photo credit: depositphotos

სადხგურუ იმას გვეუბნება, რომ ჩვენი თაობა გაცილებით კომფორტულადაა მოწყობილი. ჩვენ გვაქვს კეთილდღეობა, რომელიც ჩვენამდე არავის ჰქონია. და მაინც, ყველაზე მეტად სწორედ ჩვენ ვწუწუნებთ. რატომ ხდება ასე? საქმე ისაა, რომ ჩვენ დავარეგულირეთ გარეგანი პირობები, თუმცა, შინაგანი დაგვავიწყდა. შინაგანი სამყაროს გააზრებული კონტროლი საშუალებას გვაძლევს, შევინარჩუნოთ მისი ჰარმონია. ჰარმონია კი აუცილებელი პირობაა მთელი ცხოვრებისეული პოტენციალის გასახსნელად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს