ნუგეში ორი შვილის დედისთვის, რომელსაც დეგრადირების ეშინია

87
Photo credit: Depositphotos

როგორ შეძლებს ორი შვილით ხელში ქალი იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე საყოფაცხოვრებო საქმეებისთვის თავის გართმევაა? სოციალური თვითგავითარება ხომ ყველა ადამიანს სჭირდება. მუდმივად გვინდა, უფრო ჭკვიანი, სასარგებლო და საინტერესო ადამიანი გავხდეთ. სად ვიპოვოთ დრო ასეთი რამეებისთვის და როგორ გამოვიყენოთ იგი მაქსიმალურად სწორად?

ჩვენ მოგვწერა მკითხველმა, რომელიც დაიღალა რუტინული ცხოვრებით. ყოველდღიურად განმეორებადმა მოვლენებმა ქალი მწყობრიდან გამოიყვანა. ჩვენ მისი გვესმის, რამდენადაც კარანტინიც, თავის მხრივ, ერთი დიდი გაწელილი დღეა. ახლა გვეყოფა ფილოსოფია, გადავიდეთ უშუალოდ წერილზე.

სოციალური თვითგანვითარება

“მივესალმები საიტის ადმინისტრაციასა და მის ყველა მკითხველს. მინდა მოგწეროთ ჩემი პრობლემის შესახებ, იქნებ რჩევით ან კეთილი სიტყვით დამეხმარებით. მე ორი შესანიშნავი ბავშვის დედა ვარ. ტყუპები 5 წლის არიან. მე უკვე 32 წლის ვარ, ასაკთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამაჩნია.

თუმცა, არსებობს ერთი პრობლემა. ბავშვების აღზრდის გარდა, ვმუშაობ კიდევაც. დამლაგებლად ან, თუ გნებავთ, “ქლინინგ-მენეჯერად”, ჩემთვის სულ ერთია, ინტერნეტში ბევრი მოცლილი ხუმარაა. არ დაუჯეროთ მას, ვინც ამბობს, რომ ახლა დამლაგებლები საკუთარ თავებს უარს არაფერზე ეუბნებიან, რამდენადაც სამ ან მეტ ობიექტზე მუშაობენ, შესაბამისად, სამმაგ ხელფასს მაინც იღებენ.

შესაძლოა, სადმე ევროპაში ასეც ხდება, თუმცა, ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, არა. მე მართლაც რამდენიმე ადგილას ვმუშაობ, თუმცა, ერთი დამკვეთი მყავს. ამიტომაც, მე ყოველდღე ახალ ადგილას მიხდება მისვლა, მონაცვლეობით. დილით ბავშვები ბაღში მიმყავს (კარგია, რომ იგი სახლიდან 2 ნაბიჯშია). საღამოს კი, სამსახურის შემდეგ, სახლში მომყავს.

მამა სხვა ქალაქში მუშაობს. ორ თვეში ერთხელ ჩამოდის და, სიმართლე გითხრათ, ეს ნამდვილი დღესასწაულია! მე ვინმესთან ლაპარაკი მაინც შემიძლია, შემიძლია ბავშვები დავტოვო და სადმე წავიდე, ა.შ… მამაც კარგი გვყავს, ბავშვებს გულს არ ტკენს. არც მორალურად, არც ფინანსურად. 

ამასთან, მე ორი უმაღლესი განათლება მაქვს. არა, კომპიუტერული ტექნოლოგიები ვერა, მაგრამ ჰუმანიტარული მეცნიერებები. თავს სულელ ადამიანად არ მივიჩნევ, სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიცი, ვინ იფიქრებდა ასე. მოკლედ, მშობლიურ სახლში თავს უკვე შევიწროებულად ვგრძნობ. ვგიჟდები ჩემს შესანიშნავ შვილებზე, თუმცა, ვგრძნობ, რომ მეტი თავისუფლება მჭირდება.

რომ არა ბავშვები, სხვა ქალაქში, ქმართან წავიდოდი. იქ ნამდვილად შევძლებდი სამსახურის შოვნას. როგორღაც გამოვავლენდი საკუთარ თავს. არ ვთვლი, რომ ქალის საქმე წვნიანის მომზადება და საფენების რეცხვაა. ჩვენ ყველა ადამიანები ვართ და თვითრეალიზაცია გვჭირდება. არც ისეთი მოხუცი ვარ. კურსებზეც კი ვივლიდი, ამის შესაძლებლობა რომ მქონდეს.

ქმარი ფიქრობს, რომ იგი მომპოვებელია და ჩვენ გვინახავს. იყოს ასე, თუმცა, სიამოვნებით შევუცვლიდი როლს. ვნახავდი, როგორ გააკეთებდა ყოველდღე ერთსა და იმავეს, წინ კი არ წავიდოდა. მას კოლეგები მაინც ჰყავს, ურთიერთობა და დაწინაურების შესაძლებლობა აქვს. მე, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მაკლია.

განვიხილავთ ვარიანტს, რომ ბავშვები ბებიას დავუტოვო. თავადაც იცით, ეს ხშირად ხდება ხოლმე. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, ვერ ვეგუები იმ აზრს, რომ მათ ყოველდღე ვერ ვნახავ. დედაჩემსაც არ უნდა ეს. გთხოვთ, მითხარით, როგორ მოვიქცე მსგავს სიტუაციებში? მივატოვო ბავშვები და რაღაც ახალი და სასარგებლო ვისწავლო? თუ ასე ჩვრად დავრჩე (როგორც ჩანს) სამუდამოდ? ჩემთვის ახლა კარგი რჩევის მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია.

უდიდესი მადლობა თქვენ, მირჩევნია, ანონიმური ვიყო. ყველას გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს!” 

რას ურჩევდით ამ ქალბატონს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს