მანდარინის კექსი კეთილშობილი ძროხისთვის – მომავალი წლის მფარველი ხარის მეგზურისთვის

1337

ყველაზე სუსხიან და ცივ ამინდშიც კი მოინახება ადგილი სასწაულისთვის. ოჯახის წევრები ზამთარში რომ გავამხიარულო, მანდარინის ან ლიმონის ცედრით კექსს ვაცხობ. ამ ნამცხვრის არომატი მოახლოებული დღესასწაულის ატმოსფეროს ქმნის, თავად ცომის მომზადების პროცესი კი მხოლოდ 10 წუთს მოითხოვს.

დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გაგიზიარებთ მანდარინის კექსის მომზადების ინსტრუქციას. ეს ნამდვილი გასტრონომიული ნეტარება იქნება თქვენი საყვარელი ტკბილიჭამიებისთვის.

Photo credit: Depositphotos

კექსი ცედრით

ცომის ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 3/4 ჭიქა შაქარი
  • 3/4 ჭიქა მანდარინის წვენი
  • 1/4 ჭიქა ზეთი
  • 2 მანდარინის ცედრა
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 მწიკვი მარილი

მომზადება

1. მოსახერხებელ ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთს შაქარი, მარილი და კვერცხი. თქვიფეთ ყველაფერი მიქსერით 3-4 წუთის განმავლობაში, მასის აფუებამდე და გაღიავებამდე.

2. გაცერით ფქვილი, დაუმატეთ გამაფხვიერებელი და კარგად მოურიეთ. მოხსენით ცედრა ორ მანდარინს. მანდარინის ნაყოფი კი დაწურეთ. წვენს დაუმატეთ უსუნო ზეთი.

3. ათქვეფილ კვერცხს დაუმატეთ ცედრა და მანდარინის წვენი ზეთიანად. ჩაყარეთ ფქვილი. ათქვიფეთ ცომი მიქსერით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე (2 წუთით).

4. წაუსვით კექსის ფორმას ცხიმი, ჩაასხით ცომი. აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი.

5. მზა კექსს მოასხით ნებისმიერი მოსართავი. ჩვენ გთავაზობთ ცხელ შოკოლადს: 50 გ მუქ შოკოლადს დაუმატეთ 20 მლ რძე და გაათბეთ მიკროტალღურ ღუმელში.

6. გაგრილებული კექსი მორწყეთ შოკოლადით და მორთეთ მანდარინის წვრილად დაჭრილი ცედრით ან საკონდიტრო მოსაყრელებით.

არომატული კექსი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

მომზადების პროცესი უფრო თვალსაჩინოდ რომ იხილოთ, უყურეთ ვიდეოს:

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს