რატომ უნდა დალიოს სოლიდური ასაკის ქალმა 1 ფინჯანი კაკაო ღამით

2710

კაკაო ჯადოსნური სასმელია, რომელსაც, ალბათ, ბევრი ჩვენი მკითხველი ბავშვობიდან იცნობს. თუმცა ყველამ არ იცის, რომ კაკაო არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ ზრდასრულ ხალხსაც სჭირდება. დღეს “პაპარაცის” რედაქცია გიამბობთ, თუ რატომ არის სასარგებლო კაკაო ქალებისთვის და რატომ უნდა ჩართოთ რაციონში 40 წლის შემდეგ აუცილებლად.

photo credit: depositphotos

კაკაოს სარგებელი ქალებისთვის

„ერთხელ, ჩემმა ქალიშვილმა დამირეკა და მითხრა: „დედა, იცი, რომ 40 წლის შემდეგ კაკაოს დალევა ძალიან სასარგებლოა“. მაშინ მის განმარტებებს არ დავუჯერე, ინტერნეტში ინფორმაცია გადავამოწმე. მალე დავრწმუნდი, რომ სიმართლეს ამბობდა“ – წერს მარინა.

„აღმოჩნდა, რომ კაკაო შეიცავს უამრავ მიკროელემენტს, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ასაკოვანი ხალხისთვის. ხანდაზმულებზე სპეციალური კვლევაც კი ჩაატარეს. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კაკაოს რეგულარული მოხმარება ადამიანს არა მხოლოდ ამხნევებს და კარგი განწყობით მუხტავს, არამედ ტვინს ააქტიურებს და გონებივრ შესაძლებლობას ზრდის“.

photo credit: depositphotos

„კაკაო სახლში ყოველთვის გვაქვს, მაგრამ ადრე მას შვილიშვილებისთვის ვამზადებდი. ახლა ჩემთვისაც ვიკეთებ. თან ქალიშვილის რეცეპტის მიხედვით, სასმელს ცოტა დარიჩინს და მიხაკს ვუმატებ. დარიჩინი სასარგებლოა სისხლის მდგომარეობისთვის, კარგი მეხსიერების შესანარჩუნებლად, ტვინის აქტივობის გასაზრდელად. მიხაკი საჭმლის მონელებას არეგულირებს. რამდენიმე სასარგებლო რამ ერთ ფინჯანში!“

photo credit: depositphotos

„ერთ ჭიქა რძეზე 1 ჩაის კოვზ ნატურალურ კაკაოს ფხვნილს, ნახევარ კოვზ დაფქულ დარიჩინს, რამდენიმე მიხაკის კვირტს და მწიკვ მარილს ვიყენებ. თავიდან ცეცხლზე რძეს ვაცხელებ, შემდეგ დანარჩენ ინგრედიენტებს ცოტა თბილ რძეში ვაზავებ. შემდეგ ვაერთიანებ, დაბალ ცეცხლზე ვათბობ და ადუღებამდე მიმყავს. შაქარს არ ვამატებ, მაგრამ თუ თბილს (არა ცხელს) ვსვამ, 1 კოვზ თაფლს ვუმატებ“ – ამბობს მარინა.

photo credit: depositphotos

კიდევ რა უნდა იცოდეთ კაკაოს შესახებ

ნამდვილად, კაკაოს სარგებელი უფრო მრავალმხრივია, ვიდრე ფიქრობთ. მაგალითად, კაკაო შეიცავს ფენილეთილამინს, რომელიც ანტიდეპრესანტად მუშაობს, ასევე კოფეინს. სწორედ ამიტომ ფინჯანი კაკაო ისეთივე გამამხნევებელი სასმელია, როგორც ყველასთვის საყვარელი ყავა, მაგრამ უდავო უპირატესობები აქვს.

კაკაოში შემავალი PP ვიტამინი სისხლის გაწმენდას და ზედმეტი ქოლესტერინის გამოდევნას ხელს უწყობს. ასევე ცილების და ცხიმების ენერგიად გარდაქმნას ხელს უწყობს. ღირს კი იმის თქმა, რომ 40-50 წლის ასაკში ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ახალგაზრდობაში.

კაკაოს უპირატესობა ისაა, რომ ზომიერი რაოდენობით მიღებული სასმელი ზიანს არ მოგაყენებთ. თუმცა დიდი რაოდენობით კოფეინი შეიძლება ზოგიერთი ჯგუფის ადამიანისთვის მიუღებელი გახდეს.

სწორედ ამიტომ, დრო და დრო კაკაოს დალევა უბრალოდ აუცილებელია. ცუდი განწყობისგან თითქმის ყოველთვის დაგიცავთ. ასაკობრივი ცვლილებებიც, რომელმაც შეიძლება ნამდვილი დეპრესია გამოიწვიოს, ფინჯანი ცხელი კაკაოს შემდეგ საშიში აღარ იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს