უგემრიელესი ხალვა სახლის პრობებში: უფროსებს მოეწონებათ ბავშვბს კი ძალიან გაახარებთ

2991

ამ სტატიაში უგემრიელესი ხალვის სახლში მომზადებას გასწავლით, მომზადებას ძალიან ცოტა დრო ჭირდება და ის გაცილებით უკეთესი გამოდის ვიდრე მისი მაღზიაში შეძენილი ანალოგი.

სეზამის მარცვლების ხალვა

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა სეზამის მარცვლები
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი
  • 0,5 ჭიქა ქოქოსის ფანტელი
  • ვანილის შაქარი გემოვნებით
  • 1,5 სუფრის კოვზი კაკაო

მომზადების წესი

1. დაფქვით სეზამის მარცვლები და ქოქოსის ფანტელი. ამისთვის შეგიძიათ ყავის საფქვავი ან ბლენდერი გამოიყენოთ.

Credit to DepositPhotos

2. მიღებულ მასას ვანილის შაქარი, კაკაო და თაფლი დაუმატეთ. ზილეთ სანამ მაღაზიის კონსისტენციის მქონე მასას არ მიიღებთ. შემდეგ მართკუთხედ ჭურჭელში გადაიტანეთ და რამდენიმე საათით მაცივარში მოათავსეთ.

მზესუმზირის ხალვა

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა ზესუმზირის მარცვლები
  • 1 ჭიქა ქიშმიში
  • 2-3 სუფრის კოვზი არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი

1. დაფქვით მზესუმზირის მარცვლები ბლენდერით. ქიშმიში ორთქლზე დაარბილეთ და მზესუმზირის მარცვლებთან ერთად დააბლენდერეთ. მასა მცენარეულ ზეთთან ერთად აურიეთ და თქვენთვის მოსახერხებელი ფორმა მიეცით.

Credit to DepositPhotos

სელის ხალვა

  • 200 გრამი სელის მარცვლები
  • 1 ჩაის კოვზი ფორთოხლის ცედრა
  • 3 სუფრის კოვზი თაფლი
  • სეზამის ფქვილი

მომზადების წესი

1. დაფქვით სელის მარცვლები და 2-3 კოვზ ფორთოხლის წვენს შეურიეთ. წვრილ სახეხზე გახეხეთ ფორთოლხლის ცედრა და სელს შეურიეთ. დაუმათეთ თაფლი და სეზამის მარცვლების ფქვილი.

Credit to DepositPhotos

2. მასისგან მცირე ზომის ბურთულები გააკეთეთ და მაცივარში შედგით.

ხალვა სელითა და სეზამის მარცვლებით

ინგრედიენტები

  • 5 სუფრის ოვზი სეზამი
  • 150 გრამი მზესუმზირა
  • 50 გრამი სელის თესლი
  • დარიჩინი გემოვნებით
  • 5 სუფრის კოვზი თაფლი

მომზადების წესი

1. დაფქვით მზესუმზირის, სელის და სეზამის მარცვლები. ამის შემდეგ ის თაფლთან და დარიჩინთან შეურიეთ და მოზილეთ ცომი. იმისთვის, რომ მასა წებოვანი გახდეს მას ცოტაოდენი წყალი დაუმატეთ.
2. შემდეგ მართკუთხედის ფორმა მიეცით მასას და 2-3 სათით მაცივარში მოათავსეთ.

Credit to DepositPhotos

რომელი რეცეპტიც არ უნდა აირჩიოთ, ხალვა ნებისმიერ შემთვევაში ძალიან გემრიელი გამოვა. ინგრედიენტებთან დაკავშირებით შეგძიათ ექსპერიმენტები ჩაატაროთ: დაუმატეთ მეტი თაფლი, მზესუმზირა ან დარიჩინი. ხალვა ფინიკითაც გემრიელი გამოდის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს