ჩვენ, ყველანი ცოტათი ბებიები ვართ ან რატომ არ შეიძლება ბავშვებისთვის ზედმეტის ჭმევა

143

მიხეილ ბონჩ–ბრუევიჩმა 1956 წელს საბავშვო მოთხრობა „სუფთა თეფშების საზოგადოება“ დაწერა. საბჭოთა კავშირის დროს არ არსებობდა ადამიანი, ვინც ეს მოთხრობა არ იცოდა. უფროსები საბავშვო ბაღში თუ სახლში ყვებოდნენ, რომ სუფთა თეფშების საზოგადოებაში ყოფნა ძალიან საპატიოა, თავად ლენინიც მათ რიგებში იყო. ხოლო თუ ბავშვი ცუდად ჭამს, მას არ მიიღებენ და საპატიო ნიშანს არ მისცემენ. მაშინ ბავშვს მადა ეხსნებოდა და თეფშზე ნამცეცსაც არ ტოვებდა.

photo credit: depositphotos

იმ დროს თეფშზე საჭმლის დატოვება არასწორად მიიჩნეოდა. ხოლო საპატიო საზოგადოებაში გაუწევრიანებლობა და გარიყულობა – ყველაზე ცუდად. ოღონდ სუფთა თეფშების საზოგადოებამ ძალა უკვე დაკარგა. ფსიქოლოგები და დიეტოლოგები დაჟინებით მოგვიწოდებენ, რომ მშობლებიც და ბავშვებიც დაბალანსებული კვების საზოგადოებაში გაერთიანდნენ. ბავშვებს ჭამა არ უნდა დააძალოთ, თუ არ სურს. და ამას რიგი მიზეზები აქვს.

photo credit: depositphotos

სუფთა თეფშების საზოგადოება

„სანამ ბოლომდე არ შეჭამ, სუფრიდან არ ადგები“ – განაჩენივით ისმის. ეს ძალიან საშიშად ჟღერს. ბავშვობიდან ადამიანს უყალიბდება ჩვევა, რომ ჭამოს არა დასანაყრებლად, არამედ თეფშის მოსასუფთავებლად. საკვებზე დამოკიდებულება ისეთივე მავნე ჩვევაა, როგორც სხვა დამღუპველი ჩვევა. წონა მატულობს, ფსიქიკა ზიანდება. როცა ბავშვი დანაყრებულია, ინერციით მაინც ჭამას აგრძელებს, თუნდაც მშიერი არ იყოს. ეს კი ორგანიზმისთვის საზიანოა.

photo credit: depositphotos

დროა, დედები და ბებიები გადავაჩვიოთ, რომ ბავშვი ჭამით არ მოკლან. ასე, ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემების გარდა შეიძლება უფრო სერიოზული პრობლემებიც დაეწყოს. არასრულფასოვნების კომპლექსი, დაბალი თვითშეფასება. კიდევ უფრო უარესი – პრობლემების ჭამით ჩახშობა. „დაე, ბოლომდე არ ჭამონ. ბავშვებს სინანულის გარეშე საჭმლის გადაგდება ასწავლეთ. სჯობს ჰკითხოთ, თუ რამდენი კოვზი ფაფა დაუდოთ თეფშზე, გემრიელია თუ არა საკვები“ – ამბობს ნატალი ხალადენკო, ფსიქოლოგი და ტელეწამყვანი.

photo credit: depositphotos

სინანულის გარეშე საჭმლის გადაგდება – არც თუ ისე კარგი რჩევაა. მაინც, სჯობს ბავშვს სურვილების და შესაძლებლობების შედარება ვასწავლოთ. თუ 5 კოვზ ფაფას ითხოვს, მაგრამ 3 კოვზს ჭამს, ბოლომდე დამთავრება არ დააძალოთ. დღეს ნებისმიერი პროდუქტიდან ნებისმიერი კერძის მომზადება შეიძლება. ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით ბავშვის რაციონი სრულყოფილი და მრავალფეროვანი გახადეთ. ბავშვისთვის სასარგებლო პროდუქტების და რაოდენობის შესახებ რჩევა შეგიძლიათ დიეტოლოგს ჰკითხოთ.

photo credit: depositphotos

დიეტოლოგები საკვებზე დამოკიდებულების პრობლემას ხშირად აწყდებიან. მათ უწევთ ინდივიდუალური რაციონის შერჩევა, ნაწილობრივ ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და კვებითი ჩვევების დასარეგულირებლად. ამას კი შეიძლება რამდენიმე კვირა და თვე დასჭირდეს. სჯობს ფსიქოლოგთან ერთად იმუშაოთ. კიდევ უკეთესი – დიეტოლოგს რაციონის შესაცვლელად მიმართეთ მანამ, სანამ ჯანმრთელობის პრობლემები წარმოიქმნება. ამაზე თავად ექსპერტები საუბრობენ.

photo credit: depositphotos

რთული ცხოვრებისეული სიტუაციები ზოგს სტრესი ჭამით ჩაცხრობას აიძულებს, რაც იმიტომ ხდება, რომ პრობლემასთან გამკლავების მეთოდები არ იციან. ყველა ჩვევა კი ბავშვობიდან მოდის. თუ სუფთა თეფშების საზოგადოებიდან ხართ, სჯობს ბავშვმა თავისი თეფში თავად გარეცხოს, ვიდრე ზედმეტი კოვზი ფაფით ცხოვრება გაინადგუროს. ბავშვობაში ბოლო ნამცეცამდე ჭამას გაიძულებდნენ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს