რა არ უნდა დაუძახოთ არც თქვენს შვილს და არც სხვა ბავშვებს

1961

ის თუ როგორ მიმართავს მშობელი ბავშვს – მის თვითიდენტიფიკაციასა და მსოფლმხედველობაზე ახდენს გავლენას. მნიშვნელოვანია ბავშვებს სწორი სიტყვებით მივაწოდოთ ის თუ როგორ არის სამყარო მოწობილი და როგორ უნდა მოიქცეს ის. რაც შეეხება მეტსახელებს – აჯობებს ისინი ხუმრობიტაც არ გამოიყენოთ.

Photo credit: Depositphotos

სწორი სიტყვები ბავშვებს

ბავშვს სწორი ჩვევები, ქცევა და სამყაროს აღქმა ოჯახში უყალიბდება. ამიტომ სანამ ბავშვი სკოლაში არ წავა მის აღზრდას მაქსიმალურად დიდი დრო უნდ ადაუთმოთ. თუმცა ზოგჯერ მშობლები არ უფიქრდებიან თუ რამდენად ძლიერად მოქმედებს მათი სიტყვები ამ პატარა ადამიანზე. დედა და მამა ბავშვისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები არიან. როდესაც ერთ-ერთი მშობელი ბავშვს უცნაურ მეტსახელებს უწოდებს ეს მის ფსიქიკაში იბეჭდება. აჯობებს ბავშვს მხოლოდ სახელით მიმართოთ და პატივისცემით მოექცეთ.

Photo credit: Depositphotos

არასწორი მეტსახელები

ჭკვიანი გოგო/ბიჭი

სიტყვა რომელსაც ბევრი მშობელი იყენებს. ამ სახელმა მომავალში ბავშვზე შეიძლება ცუდი გავლენა მოახდინოს. გარკვეულ მომენტამდე ის იფიქრებს, რომ ყველაფერი შეუძია ხოლო როდესაც რთულ სიტუაციას წააწყდება და მის გადაწყვეტას ვერ შეძლებს – თვითშეფასება დაუქვეითდება. ასეთ შემთხვევაში აჯობებს ბავშვის ქმედებები შეაფასოთ. უთხარით რომ მოგწონთ მისი მოთხრობა ან დალაგებული ოთახი და ა.შ.

Photo credit: Depositphotos

უმცროსი მეთაური

ასეთი მეტსახელით შესაძლოა ბავშვი გაანაწყენოთ. მომავალში გოგონამ შეიძლება იფიქროს რომ მართვა არ შეუძლია და თავისი ლიდერული შესაძლებლობები დათრგუნოს. აჯობებს ბავშვს პატივისცემის გამოხატვით თხოვოთ რაიმე და ბრძანებითი ტონი არ გამოიყენოთ.

Photo credit: Depositphotos

სულელი/უტვინო

დამამცირებელი მეტსახელი ნებისმიერ ასაკში. განსაკუთრებით თუ ბავშვს ეს დედისგან ან მამისგან ესმის. დედა და მამა ზრუნვასა და სითბოს უნდა ასხივებდნენ და არა დაცინვასა და დამამცირებელ სიტყვებს. თუ თქვენ არ მოექცევით თქვენს შვილს პატივისცემით, დანარჩენი სამყაროსგან რას უნდა ელოდეთ?

Photo credit: Depositphotos

პრინცესა

ბავშვზე მიკერებული იარლიყი თავს ზრდასრულ ასაკშიც იცენს. თუ თქვენი გოგონა პრინცესას სამოსშია რ არის გამოწყობილი – ასე ნუ მიმართავთ. აჯობებს გაიზარდოს და თავის თავს ისე მიმართოს როგორც მოსწონს.

Photo credit: Depositphotos

გულთამპყრობელი

ბავშვი შესაძლოა ვერც მიხვდეს ამ სიტყვის მნიშვნელობას, თუმცა ის მის სამომავლო ქცევას განსაზღვრავს. ლამაზი გოგონები/ბიჭები რომლებიც პარტნიორებს გულს უტეხენ – ნუთუ ეს კარგია? გაზრდის შემდეგ ისინი ტოქსიკურ პარტნიორებად იქცევიან, რომლებიც თავიანთ გარეგნობას ბოროტად იყენებენ.

Photo credit: Depositphotos

მშობლის სიტყვა ბავშვისთვის კანონია. აჯობებს ფრაზებს ყურადღებით დაუკვირდეთ. ის რაც თქვენთვის უმნიშვნელოა, შეიძლება ბავშვი გონებაში ან გულში სამუდამოდ ჩაიბეჭდოს. იმსითვის, რო თქვენსა და ბავშვს შორის კარგი და ნდობით სავსე ურთიერთობა ჩამოყალიბდეს – აუცილებლად აუჭირეთ მას მხარი ყველაფერში და მისთვის იარლიყის მიკერებას მოეშვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს