რატომაა ბავშვისთვის ცალკე ოთახის გამოყოფა დათვური სამსახური.

813

პირადი სივრცე ნებისმიერ ადამიანს ესაჭიროება, მათ შორის პატარა ბავშვებსაც ჭირდებათ პირადი ოთახი სადაც ისინი თავს სრულუფლებიან მფლობელად იგრძნობენ. თუმცა ეს იდეალურ პირობებში.

რეალურ ცხოვრებაში ხშირად ხდება ისე, რომ მცირე ზომის საცხოვრებელში ბავშის ოთახი გათვალისწინებული არ არის ან უბრაოდ თავისუფალი ოთახი არ რჩება ბავშვისთვის. პირადი სივრცის უქონლობა ხშირად ხდება უკმაყოფილებისა და კონფლიქტის მიზეზი დიდ ოჯახებში. ეს პრობლემა ბავშვის ფსიქიკაშიც ტოვებს კვალს. ამ სტატიაში Paparazzi-ს რედაქცია სწორედ ამ პრობლემაზე ისაუბრებს.

Photo credit: Depositphotos

საკუთარი ოთახი

“ერთხელ ჩემს ნაცნობს შევხვდი. მან თავისი სიხარული გამიზიარა – ის ესამე შვილს ელოდა, არ შემეძლო არ მეკითხა – “ალბათ სხვაგან გადახვედით საცხოვრებლად?”. ამ შეკითხვაზე ის მხოლოდ გაოცდა “რატომ?!”, მე შევეცადე ჩემი გაოცება როგორმე დამემალა, თუმცა როგორც ჩანს არ გამომივიდა” – ყვება ჩვენი ისტორიის გმირი.

“ვიცოდი, რომ ამ ორშვილიან ქალბატონს და მის მეუღლეს მხოლოდ ერთოთახიანი ბინა ჰქონდათ და 5 ადამიანი როგორ უნდა დატეულიყო ჩემთვის გამოცანად რჩებოდა. დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს საკითხი თვითონ მას ჰქონდა გადაწყვეტილი.”

“ყოველთვის ვფიქრობდი რომ სახლი ადამიანის ციხე-სმაგრეა და ის მხოლოდ მე უნდა მეკუთვნოდეს. ბევრ ადამიანებთან ცხოვრება ჩემთვის ყოველთვის წარმოუდგენელი სირთულე იყო. იქნებ პრობლემა იმაშია, რომ ბავშვობაში ცალკე ოთახი მქონდა რომელსაც არავისთან ვინაწილებდი, არც დასთან არც ძმასთან.”

“შვილთან და ქმართან ცხოვრების დროსაც კი ოროთახიანი ბინა ჩემთვის პატარად მეჩვენებოდა, ამიტომ გადავედით სამოთახიან ბინაში, თუმცა მაშინაც ვფიქრობდი, რომ კიდევ ერთი ოთახი არ გვაწყენდა.”

Photo credit: Depositphotos

“იქნებ აქ იმალება მთავარი პრობლემა? იქნებ მშობელმა შვილს ცალკე ოთახი არ უნდა გამოუყოს? ოთახი სადაც მხოლოდ ის იცხოვრებს და-ძმების გარეშე?”

“ასეთი ადამიანი შემდეგ საერთო საცხოვრებელში გადავა ან მცირე ზომის ბინაში იცხოვრებს და საშინელი მოტივაცია გაუჩნდება, დაიწყებს გულმოდგინე მუშაობას იმისთვის, რომ ამ სივიწროვე დააღწიოს თავი. ჩვენ ეგოისტები, ხომ სხვაგვარად გამრავლებაზე ფიქრს არ დავიწყებთ…”

Photo credit: Depositphotos

საჭიროა თუ არა ცალკე ოთახი?

“თუ სერიოზულად მივუდგებით საკითხს, ყველა თავად ირჩევს როგორ იცხოვროს და თავად წყვეტს შვილის ბედსაც. ისევ ჩემი ბავშვობა გამახსენდა, როდესაც მშობლებმა რემონტი დაიწყეს და რამდენიმე დღე ერთ ოტახში ვცხოვრობდით”

“ჯერ მეჩვენებოდა, რომ ადგილი არ მყოფნის საკუთარი ნივთების დასადებად. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ვერ ვიძინებ რადგან მამა ხმამაღლა ხვრინავს. შემდეგ გავიგე, რომ ტელევიზორის გვერდით ვერ ვმეცადინეობ…”

Photo credit: Depositphotos

“ჩემს წუწუნზე დედამ გამომიცხადა, რომ სხვა ოჯახები წლობით მხოლოდ ერთ ოტახში ცხოვრობენ. ვერ ვიჯერებდი… თუმცა როგორც აღმოჩნდა ეს სიმართლე იყო. ზოგიერთი მშობელი თავად ქმნის ასეთ “ვიწრო” ცხოვრებას თავისი შვილებისთვის და არც ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება პორბლემად იქცეს.”- ამბობს ანასტასია.

Photo credit: Depositphotos

კარიგა როცა ბავშვს თავისი პირადი სივრცე აქვს და უკეთესია როცა ეს მისი პირადი ოთახია. თუმცა ეს ყოველთვის შესაძლებელი არ არის. განსაკუთრებით როცა საუბარი დიდ ოჯახზეა. ასეთ შემთვეაში სხვების ხარჯზე ბავშვისთვის ოთახის გამოყოფა რთულია. ადრე ყველას ბევრი შვილები ყავდა და მცირე ზომის ბინაში ცხოვრობდნენ თუმცა ამას რატომღაც დიდი ოჯახური კონფლიქტები არ გამოუწვევია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს