ფარშირებული ბლინები რომლებიც თქვენი მეუღლის გულს დაიპყრობენ

103

უბრალო ბლინებით ვეღარავის გააკვირვებთ! ფარშირებული სოკოთი, ყველითა და ქათმით მომზადებული ბლინებით კი მთელი სუფრა გაოცდება და აღფრთოვანდება. რეცეპტი რომელსაც პაპარაცის ამ სტატიაში გთავაზობთ გემოთი გაგაოცებთ და თქვენი სუფრის ვარსკვლავად იქცევა.

ფარშირებული ბლინები სოკოთი

Photo credit: Depositphotos

ინგრედიენტები ბლინებით

  • 500 მილიგრამი რძე
  • 2 ცალი კვერცხი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 25 მილიგრამი მცენარეული ზეთი
  • 150 გრამი ფქვილი

ინგრედიენტები გულსართისთვის

  • 300 გრამი შამპინიონი
  • 2 ქათმის მკერდი
  • 100 გრამი ყველი
  • 1 ხახვი
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით
  • მწვანე ხახვის ფოთლები

მომზადების წესი

1. ჯამში მიქსერით ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და მარილი. რძე ჩაასხით და ორი მისვლით ჩაყარეთ ფქვილი.

Photo credit: Depositphotos

2. ათქვიფეთ ცომი თხევადი ნაღების კონსისტენციამდე, შემდეგ მცენარეული ზეთი დაუმატეთ. შემდეგ კი კარგად აურიეთ.

Photo credit: Depositphotos

3. გაცხელებულ ბლინის ტაფაზე (20 სანტიმეტრის დიამეტრის) მცენარეული ზეთი მოუსვით. დაასხით საჭირო რაოდენობის ცომი და ორივე მხრიდან შეოქროსფრებამდე შეწვით. ცომის მოცემული რაოდენობიდან 10-12 ბლინი გამოდის.

Photo credit: Depositphotos

4. გულსართის მოსამზადებლად ოდნავ მარილიან წყალში წინასწარ მოხარშეთ ქათმის მკერდი. ხახვი გაასუფთავეთ, წვრილად დაჭერით და ტაფაზე მოწვით მცენარეულ ზეთში.

Photo credit: Depositphotos

5. ტაფაზე სადაც ხახვი შეწვით, წვრილად დაჭრილი შამპინიონები დაყარეთ. დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში წვით და შემდეგ მარილითა და პილპილით შეაზავეთ. შეზავებული სოკო კიდევ 10 წუთის განმავლობაში წვით. არ დაგავიწყდეთ პერიოდულად მორევა.

Photo credit: Depositphotos

ჯამში აურიეთ სოკო, ხახვი, ყველი და წვრილად დაჭრილი ქათმის მკერდი. კარგად აურიეთ გულსართი.

Photo credit: Depositphotos

6. ბლინზე 2 სუფრის კოვზი გულსართი დადევით. მისი კიდეები მოახვიეთ და ტომარა გააკეთეთ რომელსაც მწვანე ხახვის ფოთლით შეკრავთ. ეს ძალიან ფრთხილად გააკეთეთ რათა ხახვის ფოთოლი არ გაიხეს. შეგიძლიათ კამა ან ოხრახუშიც გამოიყენოთ.

Photo credit: Depositphotos

7. სულ ეს არის, ფარშირებული ბლინი მზად არის. გემრიელად მიირთვით!

Photo credit: Depositphotos

ამ რეცეპტით ბლინი ძალიან სწრაფად მზადდება, მარტივია და მხოლოდ იოლად ხელმისაწვდომ პროდუქტებს შეიცავს. მიტანის ფორმა კი ულამაზესი აქვს და შესაბამისად ბევრ შექებასაც დაიმსახურებს.

კერძი შეგიძლიათ ცხელიც მიირთვათ და ცივიც. გირჩევთ აუცილებლად მოამზადოთ ეს კერძი, ნამდვილად აღფრთოვანდებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს