სქელი სამარხვო მაიონეზი, რომლის შემდეგ მაღაზიაში ნაყიდი უბრალოდ ქიმიურ წყალწყალად მოგეჩვენებათ

775

15 მარტს დიდი მარხვა დაიწყო – ყველაზე ხანგრძლივი და მკაცრი მარხვა მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რომელიც ქრისტეს აღდგომის დღესასწაულისთვის გვამზადებს. ამ პერიოდში ცხოველური წარმოშობის პროდუქტები აკრძალულია, ამიტომ Paparazzi.ge-ს რედაქცია გთავაზობთ სამარხვო უკვერცხო მაიონეზს ფქვილით და ზეითუნის ზეთით.

სამარხვო მაიონეზი უკვერცხოდ

ინგრედიენტები:

  • 125 გრ მთელი მარცვლეულის ფქვილი
  • 4 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 2,5 ს/კ მდოგვი
  • 1,5 ს/კ ლიმონის წვენი
  • 1,5 ჭიქა წყალი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 1,5 ჩ/კ მარილი

მომზადება:

1. ფქვილი საცერით გაცერით.

photo credit: depositphotos

2. ფქვილს ცოტა წყალი აურიეთ ისე, რომ გოროხები არ დარჩეს.

photo credit: depositphotos

3. წყალი ბოლომდე დაასხით და ნარევი ნელ ცეცხლზე დადგით. მუდმივად ურიეთ, რომ მომავალი სოუსი არ დაიწვას.

photo credit: depositphotos

4. ბუშტების გამოჩენას დაელოდეთ და ცეცხლიდან გადმოდგით.

5. ბლენდერის ჭიქაში გაგრილებული წყლის და ფქვილის ნარევი, შაქარი, ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი, მდოგვი და მარილი მოათავსეთ და აურიეთ.

photo credit: depositphotos

6. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.

photo credit: depositphotos

7. სახლის მაიონეზი მზადაა. შეგიძლიათ სალათების მოსართავად გამოიყენოთ.

გემრიელად მიირთვით და წარმატებულ კულინარიულ ექსპერიმენტებს გისურვებთ! სამარხვო მაიონეზი უკვერცხოდ მსუბუქი, ჰაეროვანი და დაბალკალორიული გამოდის. სოუსი შეგიძლიათ ისე გამოიყენოთ, როგორც მაღაზიაში შეძენილი პროდუქტი: სალათებში, ვარენიკებთან ან კარტოფილთან ერთად წასახემსებლად. ასეთი მაიონეზი მაცივარში მაქსიმუმ 10 დღე შეგიძლიათ შეინახოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს