მესამე წელია, აღდგომაზე ულამაზეს კრაფინებს ვაცხობ. ნატურალური “პანეტონე” გამომდის

700

გამოცდილმა დიასახლისებმა იციან, რომ კარგი სააღდგომო პასკის რეცეპტი ოქროზე უფრო ძვირად ფასობს! ამიტომაც, Paparazzi.ge-ის რედაქცია გთავაზობთ არომატული და საკმაოდ უჩვეულო კრაფინების მომზადების გამოცდილ ინსტრუქციას. ბოლო წლებში, ეს ტკბილეული აქტიურად იხვეჭს სახელს და სულ უფრო ხშირად ანაცვლებს ტრადიციულ პასკას. ეს გასაკვირი სულაც არაა, კრაფინი ხომ ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება და გემოთიც ძალიან გემრიელია.

Photo credit: Depositphotos

სააღდგომო პასკის რეცეპტი

ასეთი ეფექტური პასკა-კრაფინი ძალიან მარტივად მზადდება. მთავარია, ცომი კარგ განწყობაზე მოზილოთ, თბილ ადგილას, ორპირი ქარის გარეშე. დარწმუნებული ვარ, ეს გემრიელი ცომი ჩირითა და ნუშით ძალიან მოგაწონებთ თავს.

ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხი
  • 100 გ შტოში
  • 350 გ ფქვილი
  • 100 გ ნუში
  • 30 მლ ფორთოხლის წვენი
  • ფორთოხლის ცედრა (სურვილისამებრ)
  • 130 გ კარაქი
  • 80 მლ რძე
  • 6 გ ხმელი საფუარი
  • 2.5 ს.კ. შაქარი (ცომისთვის)
  • 1 ჩ.კ. შაქარი (ცომის დედისთვის)
  • შაქრის პუდრა გემოვნებით
  • ვანილის შაქარი გემოვნებით

მომზადება

1. პირველ რიგში, მცირე ზომის ღრმა თასში მოამზადეთ ცომის დედა. შეურიეთ თბილ რძეს საფუარი და შაქარი. დადგით 20 წუთით თბილ ადგილას.

Photo credit: Depositphotos

2. ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ 2 კვერცხის გული, 1 მთლიანი კვერცხი და 2.5 ს.კ. შაქარი.

Photo credit: Depositphotos

3. წინასწარ გაცრილ ფქვილს დაუმატეთ ცომის დედა, კვერცხისა და შაქრის მასა, დამდნარი კარაქი და ფორთოხლის წვენი. კარგად მოურიეთ, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. კარგად მოზელილი ცომი ჩადეთ თასში და მოათავსეთ 1 საათით თბილ ადგილას, პირსახოცით დაფარული.

Photo credit: Depositphotos

4. ამოფუებული ცომი გააბრტყელეთ და წაუსვით კარაქი. მოაყარეთ ჩირი, ნუში, ვანილი და, სურვილისამებრ, ფორთოხლის დედრა. ახლა დაახვიეთ ცომი რულეტად და გაჭერით ვერტიკალურად, ოღონდ ბოლომდე არა. დაახვიეთ რულეტის ნახევრები ერთგვარ ლოკოკინებად. მოათავსეთ მომავალი კრაფინები ფორმებში და დაასვენეთ 20 წუთით, ოდნავ რომ აფუვდეს.

Photo credit: Depositphotos

5. დაბოლოს, შედგით კრაფინები 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით. შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და აცხვეთ კიდევ 25 წუთით. თუმცა, პერიოდულად შეამოწმეთ ნამცხვრის მზაობა – ღუმელი ხომ ყველას სხვადასხვანაირი აქვს.

Photo credit: Depositphotos

იქნებ, წელს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ტრადიციული პასკის ნაცვლად, კრაფინები გამოაცხოთ – ასე ოჯახის წევრებს აუცილებლად გაახარებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს