დიდი ბოლოკის გაზრდის საიდუმლო

1458

მალე ბოლოკის დარგვის დრო მოდის. თითქოს დარგვისას ყველაფერს სწორად აკეთებ მაგრამ, მოსავალი მაინც წვრილი მოდის. ან ფოთლები იზრდება და ნაყოფი არა, ან ბოლოკი ისეთი მაგარია, რომ დანითაც ძნელად იჭრება.

PhotoCredit By Pixaba

პაპარაცის რედაქცია ბოლოკის მოყვანის პრობლემებს განიხილავს. ამ სტატიაში რამდენიმე რჩევას მოგცემთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვათ თავი მოსავლის გაფუჭებისგან. სულ რამდენიმე მარტივი ქმედება და თქვენი ბოლოკი მსხვილი და წვნიანი იქნება. ეს მცენარე პრეტენზიული არ გახლავთ.

დიდი ბოლოკი

სათბურში ბოლოკი მაშინ ირგვება როცა ჯერ კიდევ თოვლია. როცა თოვლი დნება, ბოლოკის პირველი პარტია უკვე მზად არის.

PhotoCredit By Pixaba
  1. გრუნტი

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ბევრი სასუქის დაყრა ბოლოკს კარგად წაადგება, თუმცა სწორედ ამიტომ გვიფუჭდება ხოლმე მოსავალი და შედეგად მცირე და მაგარ ნაყოფს ვიღებთ. ამიტომ შემოდგომაზე ნიადაგი მოამზადეთ და მას ზედმეტ სასუქს ნუ მოახმართ.

PhotoCredit By Pixaba
  1. სასუქი

თუ დარწმუნებული ხართ, რომ ნიადაგი გამოფიტულია, ცოტაოდენი მინერალური ნივთიერებები გამოიყენეთ. ეცადეთ ფოსფორისა და კალიუმი შემცველი მკვებავი გამოიყენოთ.

  1. სახეობა

აჯობებს ადრეული სახეობები აირჩიოთ. მათ მებაღეების უმეტესობა იმიტომ ირჩევს, რომ უფრო ნაზი გემოთი გამოირცევა. როგორც ცნობილია გვიან სახეობებს საკმაოდ უხეში გემო აქვთ და ყველას არ მოსწონს.

PhotoCredit By Pixaba
  1. გაზრდა

ითვლება, რომ ბოლოკი მაშინ იზრდება უკეთ, როდესაც დღე მოკლეა, ღამე კი გრილი. ამიტომ მისი დარგვა აპრილში აჯობებს. მეორე მოსავალი უფრო რთულად მოდის.

PhotoCredit By Pixaba
  1. მორწყვა

ბოლოკი უნდა მორწყათ ხშირად თუმცა ფანატიკურად არა, თორემ ნაყოფს ნახეთქები გაუჩნდება. რწყვა აპრილიდან დაიწყეთ და ნაყოფის ფორმირებას ნუ დაელოდებით. რწყვის დღეებში ამინდი შედარებით თბილი უნდა იყოს.

PhotoCredit By Pixaba

პაპარაცის რედაქციისგან

თუ რამე არ გამოგივათ, ნუ დადარდიანდებით. სხვა მცენარის დარგვა და მოვლა უფრო რთულია ამიტომ აჯობებს ბოლოკზე „გაივარჯიშოთ“.  თუ გამოცდილი მებაღე ხართ, იმედი გავქვს გამოცდილებას კომენტარებში გავიზიარებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს