მასაჟი – შესანიშნავი პრაქტიკაა, რომელიც რთული სამუშაო დღის შემდეგ გვადუნებს და გვათავისუფლებს მრავალი უსიამოვნო შეგრძნებისგან.
სწრაფი მასაჟი
თვითმასაჟის უნარი ყველას უნდა ჰქონდეს. ეს ხომ ნამდვილი სწრაფი დახმარებაა მრავალ შემთხვევაში, მაგალითად, თავის ტკივილის დროს.
რა თქმა უნდა, ზურგის სწრაფ მასაჟს დამოუკიდებლად ვერ გაიკეთებთ, თუმცა, მასაჟის ის სახეობა, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, ნამდვილად მარტივად შესასრულებელია, სხვისი დახმარების გარეშე.
ეს მასაჟი მთავარი ეშმაკობაა თავის ტკივილის წინააღმდეგ, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა “ეშმაკობა” პირდაპირი გაგებით ესმოდათ.
ბევრისთვის ცნობილია, რომ ჩვენს ტერფებზე მრავალი ნერვული დაბოლოება და წერტილია, რომლებიც ჩვენი ორგანიმის სხვა ნაწილებზეც აგებს პასუხს. ამ ცოდნის გამოყენებით, თავის ტკივილისგან სწრაფად და მარტივად გათავისუფლდებით.
ფეხის თითების მასაჟი
- დაიზილეთ ფეხის თითები და დიდ თითზე მოახდინეთ ზეწოლა.
- ფეხის თითები აუცილებლად დიდხანს, ნელა და რბილად უნდა დაიზილოთ.
- უნდა დააჭიროთ ყველა მხრიდან, განსაკუთრებული ყურადღება კი თითის დაბოლოებაზე ფრჩხილის ზედპაირს უნდა მიაქციოთ.
- გულდასმით შეისწვალეთ თითები. მტკივნეულ წერტილებს თუ აღმოაჩენთ, ფრთხილად დაიზილეთ ისინი, სანამ ტკივილი არ გაქრება.
- მალე იგრძნობთ, როგორ მცირდება თავის ტკივილის ინტენსივობა. ოღონდ არ გაჩერდეთ, გააგრძელეთ თითების ზელა.
ეცადეთ, დაიმახსოვროთ ეს მეთოდი და გამოიყენოთ მაშინაც კი, როცა თავის ტკივილი მხოლოდ იზრდება. ასევე, ეფექტური მეთოდია თავის სწრაფი მასაჟიც. იგი არამხოლოდ ადუნებს სხეულს, არამედ ასტიმულირებს თმის ზრდასაც.
ყოველდღიური სახით, რეკომენდებულია მასაჟის რამდენიმე სახეობა – მაგალითად, კისრის მასაჟი აუცილებელია, რამდენადაც იგი ღაბაბსა და ჩამოწელილ კანს ებრძვის.
ჩვენი რედაქცია ასევე გირჩევთ გაეცნოთ ალექსანდრე დროჟენიკოვის 5 სავარჯიშოს, თუ თქვენ თვალები გეღლებათ კომპიუტერთან ან მობილურთან მუშაობის შემდეგ.