როგორ მოვიხსნათ დაძაბულობა თვალებზე, კომპიუტერთან მუშაობის შემდეგ.

507

ჩვენ საერთოდ არ ვუფრთხილდებით თვალებს… ვაზიანებთ მას საღამოს კითხვით, კომპიუტერთან ჯდომით, ქსოვითა და სერიალების ცქერით. ასეთი გაუფრთხილებლობა არასახარბიელო შედეგებამდე მიგვიყვანს.

© Depositphotos

დაღლილი თვალები ცოტა თუ დაიკვეხნის ასპეოცენტიანი მხედველობით, თუმცა არც ასეთი იღბლიანები უფრთხილდებიან თავიანთ თვალებს. მხედველობის ჰიგიენა ხომ იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც, მაგალითად, პირის ღრუს ჰიგიენა.

სწორედ მათ, ვისაც თვალები სწრაფად ეღლება, ალექსანდრე დროჟენიკოვი სთავაზობს ჩინური წერტილოვანი მასაჟის ტექნიკას.

© Depositphotos

ალექსანდრე დღეგრძელობის სკოლის დამაარსებელია. მისი ლექციები მრავალ ადამიანს დაეხმარა ჭარბ წონასა და თირკმლებთან დაკავშირებული პრობლემებისგან გათავისუფლებასა და, ზოგადად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

დროჟენიკოვი ამბობს, რომ თავადაც ხშირად ეღლება თვალები, ამიტომ 5 მარტივ სავარჯიშოს ყოველდღიურად ასრულებს.

მასაჟის დაწყებამდე ხელები კარგად დაიბანეთ, ფრჩხილები დაიჭერით და დარწმუნდით, რომ კანი სრული და ჯანმრთელია. გახსოვდეთ, რომ ეს წერტილოვანი მასაჟია, რომლის დროსაც ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანუ წერტილების დამუშავება ხდება.

1. პირველი სავარჯიშოს შესასრულებლად, მსუბუქად დააჭირეთ ხელის დიდი თითებით თვალის შიდა კუთხიდან 3 მმ-თი დაშორებულ წერტილებს. ეს ორი წერტილი ცხვირის ძვალზე ერთმანეთს სიმეტრიულად მდებარეობს.

თანდათან გააძლიერეთ ზემოქმედება. შეასრულეთ წრიული მოძრაობები ჯერ საათის ისრის თანმხვედრი, ხოლო შემდეგ – საწინააღმდეგო მიმართულებით, სულ 10 წამის განმავლობაში.

2. ხელის დიდი თითები დაიდეთ სიმეტრიულ წერტილებზე, რომლებიც წარბებიდან 3 სმ-ს დაშორებით, საფეთლებამდე მდებარეობს.

მოხრილი საჩვენებელი თითებით დაიზილეთ თვალის ქვედა ნაწილი. სავარჯიშო 10 წამის განმავლობაში უნდა შესრულდეს.

სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, მსუბუქად დაიზილეთ საფეთქლების მონაკვეთიც.

3. დაიდეთ საჩვენებელი თითები თვალიდან 2 სმ-თი ქვემოთ მდებარე სიმეტრიულ წერტილებზე და დაიზილეთ 10 წამის განმავლობაში.

4. ამ სავარჯიშოს შესასრულებლად იპოვეთ კეფაზე წერტილები, რომლებიც თმისა და კისრის კუნთებს შორის არსებულ ხაზზე მდებარეობს. დაიზილეთ 10 წამით.

5. აიღეთ 4-4 თითი (დიდი თითების გარდა ყველა) და დაიდეთ ხელის გულები ცხვირზე. დაიწყეთ წრიული მოძრაობა ცხვირიდან წარბებისკენ, შემდეგ ლოყებისკენ და ასე 10 წამის განმავლობაში. სავარჯიშო პირის დაბანას მოგაგონებთ.

შეასრულეთ ეს სავარჯიშოები, როგორც კი იგრძნობთ, რომ თვალები ზედმეტად დაგეღალათ.

თქვენ როგორ ებრძვით თვალების დაღლილობას?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს