სილამაზე არა მხოლოდ მსხვერპლს არამედ ფართე ჯიბესაც მოითხოვს, ამის დასტური კი ათასობით ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებაა. ხანდახან ეს უბრალოდ კომერციულ ხაფანგია და მას თქვენ მარტივად შეგიძლიათ თავი დააღწიოთ, მთავარია იცოდეთ როგორ.
დღეს paparazzi ს რედაქცია გაგაცნობთ იაფიან სააფთიაქო საშუალებებს, რომლებსაც წლებია იყენებენ და არაფრით ჩამოუვარდებიან თავის ძვირადღირებულ ანალოგებს.
სააფთიაქო საშუალებები კაპიკებად
წყალბადის პეროქსიდი
ეს ცნობილი ანტისეპტიკი შესანიშნავია სახის კანისთვის. გახსენით იგი წყალთან თანაბარი პროპორციით და გამოიყენეთ როგორც სახის ლოსიონი. წყალბადის პეროქსიდი პიგმენტურ ლაქებსა და კანის სხვა პრობლემებს მოგაცილებთ. ასევე, მას შეუძლია დეოდორანტის შეცვლა. ოფლის გამოყოფაზე არ მოქმედებს, მაგარ უსიამოვნო სუნისგან დაგაზღვევთ.
ე.წ. ”ბოდიაგა”
ბოდიაგას სახის გამწმენდი ეფექტი აქვს, აცილებს ნაოჭებს, ნაწიბურებს, იარებს. მისგან ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ს.კ. სოდა
- 2 ჩ.კ. წყალბადის პეროქსიდი
- 1 შეფუთვა ბოდიაგა
გამოყენება:
მომცრო თასში შეურიეთ ყველა ინგრედიენტი. მიღებული მასა წაისვით პრობლემურ ადგილებზე 5 წუთით, შემდეგ კარგად დაიბანეთ.
კალენდულას სპირტის ნაყენი
შეუცვლელია მუწუკების მსოაცილებლად. წაისვით პრობლემურ ადგილებზე ბამბით დღეში 3-4-ჯერ. კალენდულის ნაყენი შეაჩერებს მუწუკის მომწიფებას და მოსბობს ბაქტერიებს.
სალიცილის მალამო
უნივერსალური კომპონენტია გამონაყარის წინააღმდეგ. იგი რბილად მოქმედებს, კარგად წმენდს კანის მკვდარ უჯრედებს.
თუთიის მალამო
გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება. შედის უამრავი ძვირად ღირებული საშუალებების შემადგენლობაში და მათგან განსხვავებით, ძალიან იაფი ღირს.
ინგლისური მარილი
ცნობილია, როგორც მაგნეზია და გამოიყენება ფხვნილის სახით. აბაზანებს ინგლისური მარილით, იღებენ ზურგზე და მკერდზე კანის პრობლემების დროს თვეში ერთხელ. იგი ასევე კურნავს ფსორიაზს.
კოსმეტიკური თიხა
კოსმეტიკური თიხის სსარგებლო თვისებები ყველასათვის ცნობილია. შესანიშნავია როგორც ნიღბები, ასევე, აბაზანები და შეხვევები მისი გამოყენებით. გაითვალისწინეთ კანის თავისებურებები და ამის მიხედვით გამოიყენეთ თეთრი, მწვანე ან ცისფერი თიხა.
სულსენის პასტა
თუ თმის პრობლემა გაწუხებთ, გამოიყენეთ სულსენის პასტა, რომელიც გაამყარებს თმას შიგნიდან. იგი სასარგებლოა თავის კანისთვისაც.
რომაზულანი
მიკრობებისა და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატის დამატება შეგიძლიათ შამპუნებში, ნიღბებსა და აბაზანებში. რომაზულანის შემცველი ლოსიონი კი შესანიშნავია ცხიმიანი კანის მოსავლელად.
აბუსალათინის ზეთი
უნიკალური საშუალებაა თმის სწრაფად ზრდისთვის. წაისვით წარბებზე, წამწამებსა და თავის კანზე. უმჯობესია მთელი ღამით დაიტოვოთ. განსაკუთრებული ეფექტი გააჩნია წამწამებზე.
კალციუმის ქლორიდი
მისი დახმარებით ე.წ. ჰოლივუდური პილინგის ჩატარებაა შესაძლებელი. ამისათვის, ერთი ამპულა დაისვით ხელის გულებზე, შეიზილეთ და წაისვით სახის სუფთა კანზე. როგორც კი საშუალება გაშრება, წაისვით კვლავ, გაიმეორეთ ასე 3-ჯერ. შემდეგ კარგად დაიბანეთ სახე საპნით.
საპნის კომპონენტები კალციუმის ქლორიდს შეუერთდება, მიღებული სქელი მასა მოაცილებს კანის მკვდარ უჯრედებს და გაწმინდავს სახეს.