სალათი “ია” და მისი სუფრასთან მიტანის შედევრისებური მეთოდი

183

მეგობარს ვესტუმრე და მორთულობის სახით სუფრაზე იების ვაზა ედგა, თითქმის ვაზა… სალათი! სალათი ბოლოკით, ისპანახით, ქათმითა და სოკოთი იყო დამზადებული და სახელად “ია” ერქვა. წვნიანი კიტრი, შავი ქლიავის პიკანტურობა ამ სალათს სხვა სალათებისგან განასხვავებს.

დღეს პაპარაცის რედაქცია ამ შესანიშნავი და ეფექტური სალათი მომზადების ინსტრუქციას გაგიზიარებთ.

Photo credit: Depositphotos

ინგრედიენტები

  • 300 გრამი შებოლილი ქათამი
  • 1 კიტრი
  • 200 გრამი არაჟანი
  • 200 გრამი ქლიავის ჩირი
  • 300 გრამი შემწვარი სოკო
  • 3-4 ბოლოკი
  • 1 ცალი მოხარშული სტაფილო
  • 2 ცალი მოხარშული კვერცხი
  • 150 გრამი მარილიანი კრეკერი
  • 2 სუფრის კოვზი მაიონეზი
  • 1 ჩაის კოვზი მდოგვი
  • ისპანახის ფოთლები

მომზადების წესი

1. მოხარშული კვერცხი გაფცქვენით და ცილა და კვერცხის გული განაცალკევეთ. გულები ბოლოკსა და ისპანახთან ერთად გვერდზე გადადეთ – მას დეკორში გამოვიყენებთ. დანარჩენი ინგრედიენტები წვრილ კუბებად დაჭერით.

2. შებოლილი ქათამი წვრილ კუბებად დაჭერით. შავი ქლიავი ამ სალათისთვის არ უნდა დაალბოთ. უბრალოდ გარეცხეთ და დაჭერით. სოკო წინასწარ შეწვით გაოქროსფრებამდე.

3. ინგრედიენტები დიდ ჯამში ჩაყარეთ. შეაზავეთ მაიონეზით, მდოგვით, არაჟნით და კარგად აურიეთ.

4. სალათის ასაწყობად ჯამი დაგჭირდებათ რომელშიც საკვები ცელოფანი უნდა ჩააფინოთ. რეცეპტის ავტორი 18 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე ჯამს იყენებს, მისი ფსკერი კი 10 სანტიმეტრი უნდა იყოს. აქ მთავარია ჯამი ფსკერისკენ ვიწროვდებოდეს.

კერძი ჯამში გადაიტანეთ, ოდნავ მოასწორეთ კოვზით და მაცივარში ნახევარი საათით შედგით.

5. სალათი სუფრაზე მიტანის წინ მორთეთ. ბოლოკი გარეცხეთ და თხლად დაჭერით.

გამოიღეთ სალათი და ფრთხილად გადაიტანეთ თეფშზე. მოახსენით საკვები ცელოფანი. ახლა კი ყვავილების გაფორმებას შეუდექით. ერთი ყვავილის მომზადებას 3-5 სალიდი ბოლოკი ჭირდება. სალათში ფრთხილად ჩაარჭერთ ბოლოკები ისე, რომ ყვავილის ფორმირება მოახდინოთ. ყვავილის ცენტრი კვერცხის გულისგან გააკეთეთ.

6. კრეკერს ერთ მხარეს მაიონეზი წაუსვით, შემდეგ სალათის კიდეზე დადევით. ყვავილთან სალათის ფურცლები დაალაგეთ. ეს ნამდვილი ხელოვნებაა. მორთულობის პროცესი ძალიან სასიამოვნოა და კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.

7. სულ ეს არის, უჩვეულო სალათი ბოლოკისგან უკვე მზად არის. გემრიელად მიირთვით!

პაპარაცის რედაქციის რჩევა

შეგიძლიათ სალათი ფოთლებით უშუალოდ სუფრასთან მიტანის წინ დადოთ, თორემ ისპანახი შეიძლება დაჭკნეს, ყვავილები კი შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოტ. სალათი აჯობებს მაცივარში საკვები ცელოფან გადაფარებული შეინახოთ.

თუ ბოლოკს წითელი კომბოსტოს ან ჭარხლის წვენში დაალბობთ – ბოლოკი იიასფრად შეიღებება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს