სულ ცოტა ხნის წინ, სკაიპით ვესაუბრე ჩემს ბიძაშვილს, რომელიც ემიგრანტად საბერძნეთშია წასული. მან მომცა ყავისა და რძის პურის გასაოცარი რეცეპტი. იმ საღამოსვე ვცადე მისი მომზადება და უკვე ვამბობ, რომ მომავალშიც ხშირად მოვამზადებ.
ეს იმიტომ, რომ დაუჯერებლად გემრიელი შედეგი მივიღე! ახლა სინდისის ქენჯნის გარეშე გაგიზიარებთ იმავე რეცეპტს.
რძისა და ყავის პური
ინგრედიენტები:
- 300 გ ფქვილი
- 50 გ ყავისფერი შაქარი
- 0.5 ჩ.კ. ზღვის მარილი
- 1 კვერცხი
- 30 გ კარაქი
- 1 ჩ.კ. მშრალი საფუარი
- 2 ს.კ. ხსნადი ყავა
- 150 მლ რძე
მომზადება
1. პირველ რიგში, მიქსერის თასში შეურიეთ გაცრილ ფქვილს შაქარი და ზღვის მარილი.
2. შემდეგ გახსენით ყავა ოდნავ თბილ რძეში. როგორც კი ყავის გრანულები სრულად გაიხსნება, დაუმატეთ სითხე მშრალ ინგრედიენტებს. იქვე დაუმატეთ საფუარი და ჩაახალეთ კვერცხი. ამის შემდეგ, მოურიეთ მიქსერით, ერთიანი მასის მიღებამდე.
3. ჩააგდეთ თასში კარაქის ნაჭერი და კიდევ ერთხელ მოურიეთ. მოათავსეთ ცომი მაგიდაზე და რამდენიმე წუთით დაზილეთ ცომი ხელებით, ელასტიური და დამყოლი რომ გახდეს. მხოლოდ ამის შემდეგ დააბრუნეთ შუშის თასში, დაახურეთ ცელოფანი და 1 საათით მოათავსეთ თბილ ადგილზე.
4. გადადეთ საყოფაცხოვრებო საზრუნავები გვერდზე და გაიქეცით, შეამოწმეთ, რამდენად ასუქდა ცომი. თუ მოცულობა არანაკლებ ორჯერ გაიზარდა, გააგრძელეთ მზარეულობა. მოათავსეთ ცომი სამუშაო ზედაპირზე, მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი და გამოძერწეთ დიდი კვერი.
5. დაჭერით ეს კვერი თანაბარ ნაჭრებად და თითოეული მათგანი დაამრგვალეთ.
6. როცა ყველა ბურთულა მზად იქნება, დაახურეთ ცელოფანი და კიდევ 15 წუთით დაასვენეთ, ოდნავ რომ ასუქდეს. ხელით კიდევ ჭყლიტეთ თითოეული ნაჭერი და ხელახლა აქციეთ გლუვ ბურთულად.
7. ახლა დააფინეთ საცხობ ლანგარზე პერგამენტი და დაალაგეთ მასზე ბურთულები, 2 სმ დაშორებით.
8. ისევ დაახურეთ ფორმას ცელოფანი და კიდევ 1 საათი დაელოდეთ. ბოლოს შედგით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. მანამდე, არ დაგავიწყდეთ ფორმიდან ცელოფნის მოხსნა და ოდნავ ფქვილის მოყრაც.
9. აცხვეთ არომატული პური 15 წუთით და მიირთვით, როგორც გენებოთ (ცხელი ან გრილი).
თქვენ მოგიმზადებიათ ასეთი პური? მოგეწონათ შედეგი?