კარტოფილი შეუცვლელი პროდუქტია, თითქმის ყველა სამზარეულოში. რამდენნაირი კერძის მომზადება შეიძლება მისგან? მის გარეშე ხომ ბევრი წვნიანი წარმოუდგენელია. თითქოს, ყველა დიასახლისმა იცის, როგორ უნდა გამოიყენოს ეს ფესვნაყოფიანი. თუმცა, არა, ჯერ ყველაფერი არ ვიცით. მაგალითად, კანიანი კარტოფილის მომზადება, თითქოს მარტივია, თუმცა, ყველა შედეგი გემრიელი არ გამოდის.
ადგილობრივი კაფეს მზარეულმა მითხრა, როგორ უნდა გავაკეთო ეს სწორად. მან კი, თავის მხრივ, ეს ხრიკი ისწავლა ქარხნის სასადილოს მზარეულისგან. ოდესღაც, იქ ყველა სადილობდა: დირექტორიდან მეეზოვემდე და მტვირთავამდე. ხშირი ვიზიტორები კი იმაზე მეტყველებდა, რომ იქ ძალიან გემრიელ და ხარისხიან საკვებს ამზადებდნენ.
კანიანი კარტოფილის მომზადება
სწორედ ასე ხარშავენ კანიან კარტოფილს ჩემი ნაცნობი მზარეულების ოჯახები. პირველ რიგში, აირჩიეთ ერთი სახეობის და თითქმის ერთი ზომის კარტოფილი. შემდეგ ძალიან გულდასმით უნდა გარეცხოთ, გააცალოთ ამონაცენები.
თითოეულ ბოლქვზე გააკეთეთ მრგვალი ჭრილი, დანის გამოყენებით. სწორედ ესაა ხრიკი იმისთვის, რომ მოხარშული კარტოფილი მარტივად გაიფრქვნას.
როგორ მოვხარშოთ კარტოფილი კანიანად: მცირე ხრიკები
კარტოფილი უშუალოდ მდუღარე წყალში უნდა მოათავსოთ.თანაც, წყალმა ბოლქვები მთლიანად უნდა დაფაროს და 3-4 სმ-თი ზემოთ აღმოჩნდეს. რამდენადაც წყლის დუღილისას წყლის ნაწილი ორთქლდება, არ უნდა დაუშვათ, რომ ხარშვის პროცესში კარტოფილის ზოგიერთი ნაწილი მშრალად დარჩეს, თორემ უგემური გამოვა.
სანამ კარტოფილს წყლით სავსე ქვაბში მოათავსებდეთ, მოათავსეთ იქ 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, დაფნის ფოთოლი და სულ ცოტა კამა. ეს არომატისთვისაა საჭირო. სურვილისამებრ, დაუმატეთ სურნელოვანი პილპილის რამდენიმე მარცვალი, ქინძი და ხმელი სუნელი. ეს გემოს გაამრავალფეროვნებს.
მომზადების პროცესში დაუმატეთ მარილიც. იგი არამხოლოდ გემოზე ახდენს გავლენას, არამედ კარტოფილს იცავს კანის დახეთქვის ან ჩახარშვისგან. მარილი არ დაინანოთ, კარტოფილი მაინც იმდენს შეიწოვს, რამდენიც საჭიროა. ანუ, გადამლაშების რისკი ძალიან დაბალია. ოპტიმალურად, 1-2 ს.კ. მარილი 2 ლ წყალზე (დაახლოებით 0.5 კგ კარტოფილზე).
კარტოფილი უფრო სწრაფად რომ მოიხარშოს, წყალს ცოტაოდენი ზეთი დაუმატეთ. იგი ზედაპირზე წარმოქმნის ფენას, რომელიც ჰერმეტულობას უზრუნველყოფს. ამის ხარჯზე, წყალი უკეთ დუღს.
მაღალ ცეცხლზე აადუღეთ კარტოფილიანი წყალი, შეამცირეთ ცეცხლი და დაახურეთ ქვაბს თავსახური.
კარტოფილის სახეობაზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენ ხანს უნდა ხარშოთ იგი. ახალგაზრდა, პატარა კარტოფილს 20 წუთი ეყოფა, საშუალოსა და დიდს – 30-35 წუთი, დუღილის მომენტიდან.
რასთან მივირთვათ კანიანი კარტოფილი
მომზადების ხარისხი შეგიძლიათ ჩანგლით შეამოწმოთ. იგი მარტივად უნდა ჩავიდეს კარტოფილში, შუა გულამდე.
ამოიღეთ კარტოფილი, რომელმაც ხარშვისას სუნელების არომატი შეიწოვა, სწრაფად და ფრთხილად გაფრცქვენით იგი. მაშინვე მოასხით დამდნარი კარაქი. ნედლი კამაც ძალიან მოუხდება. ან, მწვანე ხახვი ან ნივრის ამონაზარდები. ახალგაზრდა კარტოფილს გაფრცქვნა სულ არ სჭირდება.
ზოგადად, კანიანი კარტოფილის მირთმევის უამრავი ვარიანტი არსებობს. კლასიკა: სკუმბრიის, სარდინების ზეთიანი კონსერვი, კომბოსტოს მწნილი ან მჟავე კიტრი. თუმცა, შემწვარი ბეკონი ან გამომცხვარი ნეკნებიც ძალიან უხდება.
თქვენ გაქვთ განსაკუთრებული ხრიკები, კარტოფილთან დაკავშირებით? აუცილებლად გაგვიზიარეთ გამოცდილება!