ნივრის პირველი დახმარება: როდის და რა სასუქი უნდა შევიტანოთ.

1423

ყველა ბოსტნეულ კულტურას შორის, ნიორი ერთ-ერთი ყველაზე უპრეტენზიო მცენარეა. მოსავლის მოსაცემად, მას მხოლოდ გამარგლვა, მორწყვა და ნიადაგის გაფხვიერება სჭირდება. თუმცა, ყველას უნდა დიდი და გემრიელი ნივრის თავების მიღება. ამისთვის მცენარეს სწორი გამოკვება სჭირდება. მისი პირველი შესუქება კი დარგვიდანვე იწყება.

სხვა მცენარეების მსგავსად, ნიორსაც აქვს სასუქის გამოყენების წესები. სასუქი უნდა დაატანოთ საგულდაგულოდ, ნივთიერებათა განსაზღვრული თანაფარდობითა და თავსებადობით. ამასთან, მნიშვნელოვანია შესასუქებლად შესაფერისი დროის გამონაცვა. დღევანდელ სტატიაში Paparazzi.ge-ის რედაქცია გეტყვით, როგორ უნდა გამოკვებოთ ნიორი 3 ეტაპად.

ნივრის პირველი სასუქები

დარგვის დროს – ნივრის დასარგავი ნიადაგი ჯერ კიდევ 2-3 კვირით ადრე უნდა შეასუქოთ. ამისთვის კომპოსტი ან ნეშომპალა საუკეთესო არჩევანია. გაითვალისწინეთ, რომ 1 კვ.მ. მიწაზე 1 სათლი ორგანიკა დაგჭირდებათ. შემდეგ ნიადაგი უნდა დაბაროთ და კარგად გააფხვიეროთ.

უარი თქვით სასუქის გამოყენებაზე გაზაფხულზე, თუ ეს შემოდგომაზე უკვე გააკეთეთ. გამონაკლისი მხოლოდ მძიმე ნიადაგია. შეურიეთ 1:2 თანაფარდობით ხის ნაცარი და ქვიშა და დაუმატეთ მასა თხრილებს.

დასარგავად ნივრის დამატებითი გამოცოცხლებისთვის, გამოიყენეთ “კორნეროსტი”. მკვებავი ხსნარის მისაღებად 1 სათლ წყალზე 2 აბი საკმარისია. მორწყეთ თხრილები ცოტაოდენი სითხით.

დარგვისშემდეგ – როგორც კი პირველი ფოთლები გამოჩნდება, იზრუნეთ მათ აქტიურად განვითარებასა და გაზრდაზე. ამისთის აზოტის სასუქი დაგჭირდებათ. მისი მომზადება დამოუკიდებლად შეიძლება. ესეც პროპორციები:

  • 10 ლ ოთახის ტემპერატურის წყალი და 15 გ შარდოვანა;
  • 20 გ ამიაკის გვარჯილა 12 ლ წყალში;
  • 1 წილი ქერიფქლა ან ქათმის სკორე და 3 წილი წყალი. თავდახურული დააყენეთ 5-15 დღე, ყოველდღე ურიეთ. ბუშტუკების გაჩენის შემთხვევაში, სასუქი მზადაა. გააზავეთ ორგანული კონცენტრატი წყალთან 1:10 თანაფარდობით, თუ იგი ქერიფქლათი მოამზადეთ, და 1:20-ით თუ ქათმის სკორე გამოიყენეთ.

მინერალური სასუქი ყოველ ძირს უნდა მოასხათ, თანაც ფრთხილად, მწვანე ნაწილზე რომ არ მოხვდეს. 1 კვ.მ.-ზე 3 ლ ხსნარი უნდა გამოიყენოთ. ორგანიკის შემთხვევაში, მორწყეთ მისით ჩითილები. ხარჯი: 8 ლ 1 კვ.მ.-ზე.

მეორე სასუქი – სასუქის პირველი შეტანიდან ორ კვირაში საჭიროა პროცედურის გამეორება. ამ დროში დაიწყება ნივრის თავის ჩამოყალიბება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფოსფორ-კალიუმის დანამატების დროა.

მინერალური სასუქებიდან კარგია ნიტროამოფოსკისა და სუპერფოსფატის გამოყენება. ფესვის შესასუქებლად, 10 ლ წყალს შეურიეთ 10 გ გოგირდმჟავას კალიუმი და 20-30 გ ერთ-ერთი ზემოხსენებული პრეპარატი. მორწყეთ ნერგები მიღებული ხსნარით, ვიწროცხვირიანი წურწურათი, მცენარეები დამწვრობისგან რომ დაიცვათ (5 ლ 1 კვ.მ.-ზე).

თუ შენიშნეთ, რომ მწვანე ნაწილი დასუსტებულია, საჭიროა ფესვის გამოკვება. 2-3 ს.კ. ნიტროფოსკა გახსენით 10 ლ წყალში. მოასხით ხსნარი შხეფებად, დიდი რაოდენობით, უშუალოდ ფოთლებს. დასამუშავებლად აირჩიეთ ღრუბლიანი, უქარო ამინდი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს