ჩვენი ბებიებისა და დედების ცნობილი სუნამოები – ზოგიერთი მათგანის სურნელი დღემდე არ გვავიწყდება

0
1522

ყველა ქალს აქვს თავისი საყვარელი არომატი – ამაღელვებელი, მომხიბლავი, ნაზი და მიმზიდველი. სუნამო – ეს გრძნობები, ემოციები, შეგრძნებები და განწყობაა. ხშირად ხდება, რომ სწორედ სუნი ან არომატი გვიბეჭდავს მეხსიერებაში მოგონებებს, გვიზიდავს და გვასიამოვნებს. რა თქმა უნდა, ჩვენს დროში სუნამოების უსაზღვრო მრავალფეროვნება არსებობს, თუმცა ამ სტატიაში განსაკუთრებულ თემაზე ვისაუბრებთ: ჩვენი რედაქცია დღეს ნოსტალგიას მოგგვრით და გაგახსენებთ თქვენი დედებისა და ბებიების სურნელს. თანაც, ზოგიერთი თანამედროვე სუნამო ძალიან ჰგავს “წარსულის” პარფუმს.

1. “კრასნაია მასკვა”

ელეგანტური, დახვეწილი, ძვირფასი და ელიტური სუნამო, რომელიც, სხვათაშორის, საკმაოდ ხელმიუწვდომი იყო. ამ სუნამოს მთავარი თავისებურება იყო შლეიფი და უჩვეულო თანმდევი სურნელი. ამ არომატის ისტორია სათავეს 1864 წელს იღებს, როცა პარფიუმერულმა საწარმომ “ბროკარი და კომპანია” სამეფო ოჯახს სუნამო “იმპერატორის საყვარელი თაიგული” აჩუქა. მოგვიანებით კი, რევოლუციის შემდეგ, დასახელება შეიცვალა და ახლა სუნამოს “წითელი მოსკოვი” ეწოდება. სხვათაშორის, ამბობენ, რომ ცნობილი სუნამო Chanel N5 სწორედ პირველი სამეფო ვარიანტის ასლია – მათი შლეიფები ხომ მართლა ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

2. “სამეფო შიპრი”

ეს ოდეკოლონი ლიდერი იყო სამეფო მაღაზიებში, იგი ასახიერებდა იმდროინდელ სტილს. პარფუმი შეიქმნა როგორც ცნობილი ფრანგული Chype-ს ანალოგი. უნდა ვაღიაროთ, რომ ორიგინალს ნაკლებად ჰგავს, რამდენადაც საბჭოთა ვარიანტს უფრო ძლიერი სურნელი ჰქონდა მუხის ხავსის, ბერგამოტისა და სანდალოზის ხის ნოტებით.

3. “მოჟეტ ბიც” – ყვავილოვანი არომატის მოყვარულთათვის

ამ “იდუმალი” დასახელების სუნამო შეიქმნა პოლონეთში, ედი როზნერის ცნობილი სიმღერის, “შეიძლება”-ს საპატივსაცემოდ. მიმზიდველი ყვავილოვანი თაიგული ნაზი, ჰაეროვანი არომატით გამოირჩევა.

4. “კომანდორი”

ხოლო ეს მამაკაცის ოდეკოლონი შექმნილია ლატიურ კომპანია Dzintars-ის მიერ, მოიცავს ლავანდის, რეჰანისა და სანდალოზის ხის ამაღელვებელ ნოტებს.

5. “კუზნეცკი მოსტ”

მომხიბლავობა და კლასიკა ერთ ფლაკონში. არომატის გულია ანანასი, შლეიფი – მუშკი და კედრი, ხოლო დამწყები ნოტები – გრეიფრუტი და მოცვი. “ეგზოტიკური” არომატი იმ დროისათვის.

6. “ლანდიშ სერებრისტი”

იმ დროისთვის პოპულარული არომატი, რომელიც თითქმის ნებისმიერ მაღაზიაში იყიდებოდა. ყოველდღიური არომატის შესანიშნავი ვარიანტი – მშვიდი, ზომიერად მყარი და ხელმისაწვდომი სუნამო იყო.

7. “კამენნი ცვეტოკ”

ცნობილი არომატი, რომელმაც იმ დროში პარფუმერიის მსოფლიო ფესტივალზე გრან-პრი მოიპოვა. ეს არომატი საზოგადოებას 1949 წელს წარედგინა. მწარმოებელი ქარხანა “ნოვაია ზარია” დღემდე ფუნქციონირებს. ამ სუნამოს მთავარი მიმზიდველი ელემენტი მისი უჩველო შეფუთვაა.

8. “პრიზნანიე”

ელეგანტური სუნამოები, რომლებიც თეატრს მიეძღვნა. არომატში ჭარბობს ციტრუსის, ჟასმინისა და თეთრი პიონის ნოტები.

9. “წითელი ყაყაჩო”

იმ დროისთვის პოპულარული სუნამო გამოირჩეოდა ჩინური ატრიბუტიკით.

10. “ოჩერავატელნაია შალუნია”

მრავალი ქალის საყვარელი არომატი – ესენია ვანილისა და კუმარინის შერეული ნოტები. ეს სუნამო მომხიბლავი ქალბატონებისთვის შეიქმნა.

თქვენ რომელი არომატი გახსოვთ?

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი