ჩემი დაქალი ყაბაყზე გიჟდება. მისი რეცეპტით მომზადებული ბოსტნეული სუფრაზე 10 წუთიც არ რჩება

2600

თუ თქვენ ჩემსავით გიყვართ ახალგაზრდა ყაბაყი, გირჩევთ, ეს კერძი მოამზადოთ. ყველთან ერთად გამომცხვარი ახალგაზრდა ყაბაყი თან ხრაშუნა გამოდის, თან წვნიანი. იგი უფრო გემრიელია, ვიდრე შემწვარი ან კლარში, თანაც, მისი მომზადება უფრო მარტივი და სწრაფია.

დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გაგიზიარებთ ყაბაყის რეცეპტს. მადისაღმძვრელი, ძალიან გემრიელი ბოსტნეული, ზედმეტი ცხიმის გარეშე, ბავშვებსაც ძალიან უყვართ – ის ხომ მათთვის ძალიან სასარგებლოა.

გამომცხვარი ყაბაყი

ინგრედიენტები:

  • 3 ახალი ყაბაყი
  • 5-7 კბილი ნიორი
  • 70-100 გ ყველი
  • 2 ს.კ. პროვანსული ბალახები
  • 2 კვერცხი
  • საფანელი ან დაფქული პური
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ზეთი

მომზადება

  1. გარეცხეთ და გააშრეთ ყაბაყი. მოჭერით ყაბაყს ორივე ბოლო და დაჭერით 1 სმ სისქის რგოლებად.
  2. დაჭრილი ყაბაყი მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში და მოაყარეთ მარილი და პილპილი. კარგად მოურიეთ, ბოსტნეულმა წვენი რომ გაუშვას. გააჩერეთ 15 წუთით. ამავე პრინციპით მოამზადეთ ყაბაყი, რომელსაც სხვა ფორმით დაჭრით.
  3. წაუსვით საცხობ ლანგარს ზეთი. ყველი მსხვილად დახეხეთ, ნიორი დაჭყლიტეთ, კვერცხი ათქვიფეთ.
  4. ცალკე ჭურჭელში ჩაყარეთ საფანელი. ყაბაყის ნაჭრები ჯერ ამოავლეთ ჯერ კვერცხში, შემდეგ საფანელში. მოათავსეთ ლანგარზე.
  5. მოაყარეთ ყაბაყს პროვანსული ბალახი, შემდეგ კი შედგით წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით.
  6. 10 წუთში გადაატრიალეთ ყაბაყი და მოაყარეთ ნიორი და ყველი. ყველაზე კარგი არჩევანი პარმეზანი იქნება, თუმცა, სხვა ყველის აღებაც შეგიძლიათ. აცხვეთ კიდევ 15 წუთით.
  7. მზა ყაბაყი მოათავსეთ თეფშზე. მიირთვით არაჟანთან და მწვანილთან ან მაიონეზთან ერთად. ასეთი ბოსტნეული მოუხდება მაწონს, ნიორს, მწვანილსა და ხმელ პაპრიკასაც. გემრიელად მიირთვით!

გემოთი, ასეთი ყაბაყი ძალიან წვნიანი, ხრაშუნა გამოდის, ყველი კი საჭირო ტექსტურას აძლევს. ასე გამომცხვარი ბოსტნეული მართლაც შესანიშნავი კერძია! მარტივად მზადდება, მადისაღმძვრელი და ნაზი გამოდის.

ამ კერძს ასეთი სოუსი უხდება: კიტრი გაფრცქვენით, დახეხეთ ყველაზე წვრილად. დახეხილ კიტრს დაუმატეთ არაჟანი, დიჟონის მდოგვი, მარილი, შაქარი, ლაიმის ან ლიმონის წვენი. კარგად მოურიეთ, ერთიანი მასის მიღებამდე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს