ფენოვანი ცომის რეცეპტი – საჭირო აღარაა ცომის ფენებად დადება და გაბრტყელება

1513
ფოტო: ნატალია კალინინა

გრილ ამინდში ვის არ უყვარს ცხელი ჩაის დალევა, მასთან ერთად კი რაღაც გემრიელი ნამცხვარიც არ გვაწყენდა. იქნება ეს ფენოვანი ღვეზელი ქათმითა და სოკოთი, ლორითა და ყველით თუ ხორცით. ნებისმიერი შიგთავსი მოუხდება. სწორედ ამიტომ, ჩვენმა რედაქციამ გადაწყვიტა, გაგიზიაროთ ფენოვანი ცომის რეცეპტი, რომელიც 10 წუთში მზადდება, რათა ნებისმიერ დროს შეძლოთ საკუთარი თავის განებივრება სხვადასხვა გემრიელობით.

ამ ცომის მოსამზადებლად არაა საჭირო არაფრის განფენება, გაბრტყელება და, რაც მთავარია, არ მოითხოვს დიდ დროსა და ძალისხმევას.

ინგრედიენტები

  • 650 გ ფქვილი
  • 360 გ კარაქი (ან მარგარინი)
  • 220 მლ ცივი წყალი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. 9%-იანი ძმარი (ლიმონმჟავა)

მომზადება

1. გაცერით თასში ფქვილი. შემდეგ ამოავლეთ კარაქი მასში და მაშინვე შედგით საყინულეში. ამის შემდეგ დახეხეთ კარაქი მსხვილად.

ფოტო: ნატალია კალინინა

2. დახეხეთ ცოტაოდენი კარაქი, შეურიეთ ცომს და ასე გააგრძელეთ, სანამ მთელ კარაქს არ დახეხავთ.

ფოტო: ნატალია კალინინა

3. ასე უნდა მიიღოთ კარაქიანი ფქვილის ფანტელი.

ფოტო: ნატალია კალინინა

4. ამის შემდეგ, აიღეთ ცივი წყალი, დაუმატეთ მარილი, მოურიეთ მის გახსნამდე და დაამატეთ ძმარი ან მჟავა. კიდევ ერთხელ მოურიეთ და ნელ-ნელა ჩაასხით ფქვილის ფანტელში.

ფოტო: ნატალია კალინინა

5. მიეცით ცომს აგურის ფორმა, შეახვიეთ ცელოფანში და შედგით მაცივარში 1 საათით.

ფოტო: ნატალია კალინინა

6. როცა ცომი გამაგრდება, გააბრტყელეთ სწორკუთხედად, ოდნავ მოაყარეთ ფქვილი. მიღებული სწორკუთხედი დაკეცეთ 3 ფენად. დაახურეთ ცელოფანი და შედგით მაცივარში.

ფოტო: ნატალია კალინინა

7. 30 წუთში ცომი მზად იქნება გამოყენებისთვის. დაჭერით იგი შუაზე და პარკებით შედგით საყინულეში. თითოეული ბრიკეტის წონა 600 გ-ს შეადგენს.

ფოტო: ნატალია კალინინა

საჭიროებისას, გაალღვეთ და გამოაცხვეთ ყველაფერი, რაც მოგესურვებათ. გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს