ყველა ქალს არ შეუძლია ქურასთან ფუსფუსი და საყვარელი ადამიანების გემრიელი კერძებით გამასპინძლება. ზოგს საერთოდ არც აქვს სურვილი ისწავლოს და მოამზადოს რამე. არც ყველა მამაკაცის კუჭიდან მიდის გულამდე გზა, მაგრამ მშიერი კაცი ოჯახში – დიდი არეულობაა. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ამის გამო ოჯახი დაინგრეს?
როგორ ვისწავლოთ საჭმლის მომზადება
“… ხუთი წლის წინ დავქოწრინდი მშვენიერ გოგონაზე. ყველაფერი იდეალურად იყო, სანამ ერთად არ გადავედით საცხოვრებლად. მე დიდხანს მიწევს მუშობა. მივდივარ ადრე დილით და შეღამებულზე მოვდივარ. მეუღლეც მუშაობს – დისტანციურად. რა თქმა უნდა, ძალიან დაღლილი და მშიერი მოვდივარ სახლში და გემრიელ ვახშამზე უარს არ ვიტყოდი.
სამწუხაროდ, ასე არ ხდებოდა. თავიდან როცა ვბრუნდებოდი, ერთად ვამზადებდით. შემდეგ დაფეხმძიმდა და სხვა საზრუნავი გაუჩნდა. ეხლა უკვე ბავშვი 2,5 წლისაა. ცოლი – დეკრეტშია და 24/7 ბავშვის მოვლით არის დაკავებული. მესმის პატარასთან ერთად ძნელია საქმის კეთება, მაგრამ საჭმელი ხომ ელემენტარულია?
მაგალითად, გუშინ სადილად დამხვდა ცივი, გაქვავებული მაკარონი. და ასე ყოველ დღე. ეს ნორმალურია? არაერთხელ ვესაუბრე ამ თემაზე ცოლს, ის კი მუდამ ბავშვს იმიზეზებდა, არ მაცლისო.
არ მესმის, როგორ არ აინტერესებს ჩემი მდგომარეობა? თავგამოდებით ვმუშაობ, რომ ოჯახს არაფერი მიაკლდეს, თავისუფალ დროს მხოლოდ ცოლ-შვილს ვუთმობ და მეუღლისგან მხოლოდ გაყინულ, აზელილ მაკარონს ვიღებ. ეს მაინც იყოს გემრიელი, ინსტრუქცია ეტიკეტზე აწერია ბოლოსდაბოლოს!
ერთ დღესაც მაკარონი ნაგავში მოვისროლე, განაწყენებულმა ცოლმა მაშინვე დედას დაურეკა. სიდედრმა შვილის მხარე დაიჭირა და ისევ მე დამადანაშაულა…
“კარგი ქმარი არასდროს დაუწუნებს ცოლს საჭმელს და თუ არ მოსწონს, თითონ მოიმზადოსო!” – მომესმა ყვირილი ტელეფონიდან.
თუ საჭიროა, მოვიმზადებ, მაგრამ ასეთი მიდგომა ძალიან საწყენია და არ მესმის. მიყვარს ჩემი ცოლი, მაგრამ ზრუნვა, სითბო და სიყვარული მისგანაც მინდა. სიდედრის დამოკიდებულება კი აღმაშფოთებელია.
ასეთი მიდგომა აზიანებს ურთიერთობებს და ოჯახი დანგრევამდე მიდის.
ვინ არის ამ შემთხვევაში მართალი? მხოლოდ საჭმელია აქ პრობლემა? სავარაუდოდ, აქ პრობლემა უფრო ღრმაა. ნამდვილად, მოსიყვარულე ცოლი არ შეიძლება ასე გულგრილი იყოს ქმრის მიმართ. არსებობს უამრავი მარტივი საკვები, რომელიც მაკარონზე სწრაფად მზადდება.
ცოლი არც ცდილობს მეუღლეზე ზრუნვას, აგრეთვე ურთიერთობაში დედასაც რევს და კიდევ უფრო ამძაფრებს დაძაბულობას. ზრდასრული, ჯანსაღად მოაზროვნე ქალი ასე არ უნდა იქცეოდეს.
სანამდე შეიძლება ეს ურთიერთობა გაგრძელდეს? ან არის თუ არა შესაძლებელი ჰარმონიული ურთიერთობა ამ შემთხვევაში?