ამ სტატიაში გაგიზიარებთ ჩევაფჩიჩის რეცეპტს. ის შემწვარი ძეხვია,ერთგვარი ლულა ქაბაბი სერბულად,რომელიც პოპულარულია ბალკანეთის ნახევარკუნძულზე.
არომატული ჩევაფჩიჩის მომზადება ხორცის ფარშის,ხახვისა და სანელებლებისგან სახლის პირობებშიც შეიძლება,ტაფაზე,ღუმელში ან მაყალზე.
ინგრედიენტები:
- 500გ ფარში (საქონლის ან ღორის ხორცი)
- 1თავი ხახვი
- 1ჩ.კ ტკბილი პაპრიკა
- 0,5ჩ.კ შავი წიწაკა
- 0,25ჩ.კ ცხარე წითელი წიწაკა
- 2ს.კ სოიოს სოუსი
- 50მლ მინერალური წყალი
- 0,5პაკეტი გამაფხვიერებელი
- მსეზუმზირის ზეთი
- 1ჩ.კ მარილი
მომზადების წესი:
- კერძი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ორი სახის ხორცს.ფარში არ უნდა იყოს ზედმეტად დაქუცმაცებული.ხორცსაკეპი მანქანის შემთხვევაში გამოიყენეთ მსხვილი ცხაურა, ბლენდერის ხმარებისას კი- პულსაციის რეჟიმი,ისე,რომ ფარშში დარჩეს ხორცის მცირე ნაჭრები.
- ფარშს დაუმატეთ წიწაკა,გამაფხვიერებელი,დაასხით მინერალური წყალი. მოურიეთ 10 წუთის განმავლობაში,რათა ხორცს გამოეყოს ცილა და ფარში გახდეს მკვრივი და წებოვანი. შემდეგ დააფარეთ სტრეჩი და ღამის განმავლობაში შეინახეთ მაცივარში.
- წვრილად დაჭერით ხახვი. დაუმატეთ ფარშს და 5წუთის განმავლობაში გადაურიეთ ერთმანეთს.
- ფარში გაატარეთ გადაჭრილი ბოთლის ზედა ნაწილში.შედეგად უნდა მიიღოთ ერთნაირი ზომის მკვრივი სოსისები.
- ჟარონაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი,რომელსაც მოასხით მსეზუმზირის ზეთი. შემდეგ დაალაგეთ მასზე სოსისები.
- ყველაზე გემრიელი ჩევაფჩიჩი ღია ცეცხლე მზადდება. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ,შეგიძლიათ დაბრაწოთ 200გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.15 წუთის შემდეგ გადააბრუნეთ სოსისები და დატოვეთ კიდევ 5-7 წუთით.
- მზა სოსისები მიირთვით ხახვის რგოლებთან და ცოცხალ მწვანილთან ერთად.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს