გარდატეხის ასაკში მქონდა პერიოდი, როცა ყოველდღიურად ჩაჯდომებს ვაკეთებდი. რეგულარულად ვვარჯიშობდი, მიუხედავად საკუთარი სურვილისა თუ შესაძლებლობისა. არ მესმოდა,საკუთარი თავის გამოფიტვით რა ზიანი შეიძლება მიმეყენებინა ორგაიზმისთვის და შესრულების ტექნიკას ნაკლებად მესმოდა. სინამდვილეში კი ეს დილის ბაზისური ვარჯიში შეიძლება გახდეს. დღეს პაპარაცის რედაქცია მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა შეასრულოთ ის სწორად.
ჩაჯდომები-ფეხების უნივერსალური ვარჯიშია,რომელშიც ჩართულია უამრავი კუნთი. ვარჯიშის დროს ხელები წინ გაშალეთ,ამ დროს მუშაობს დელტისებური კუნთი.პრესის ირიბი კუნთების მუშაობის ხარჯზე შენარჩუნებულია კორპუსის სწორი მდგომარეობა. მთავარი დატვირთვა მოდის ბარძაყის ოთხთავა და დიდი დუნდულოს კუნთებზე.დუნდულოს შუა კუნთი და ბარძაყის ბიცეფსი,კანჭის და ქუსლის კუნთები პასუხისმგებელია წონაწორობის შენარჩუნებაზე.
რაც უფრო ემატება ასაკი ადამიანს,მით უარესდება მისი მოქნილობა. ჩაჯდომების ვარჯიში ეფექტურია მასთან საბრძოლველად.განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სახსრებს. მათ კვებას და მოძრაობას უზრუნველყოფს სინოვიალური სითხე.მისი საჭირო რაოდენობით წარმოსაქმნელად ადამიანმა ბევრი უნდა იმოძრაოს და დატვირთოს სახსრები.
ჩაჯდომების წყალობით შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ მოძრაობების საერთო კოორდინაცია,შედეგად გაცილებით მოქნილი გახდებით. ასევე ეს ბაზისური ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ჩაჯდომების დროს მცირდება დატვირთვა გულზე და უჯრედებს აღდგენის საშუალება ეძლევათ. ამავდროულად, ეს ვარჯიში დაგეხმარებათ ჭარბი კილოგრამების მოშორებაში.
ჩაჯდომის სწორი ტექნიკა – აუცილებელია თითოეული ვარჯიშის სწორად შესრულების ცოდნა,წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება საკუთარ თავს ზიანი მიაყენოთ.ეს წესი განსაკუთრებით ეხება ჩაჯდომებს.
ჩაჯდომების ნიუანსები
- რაც უფრო მაღალია ადამიანი,მით მეტად გაშლილი პოზიცია უნდა ჰქონდეს ჩაჯდომის პროცესში.
- რაც უფრო გაშლილია ფეხები,მით მეტად მოაქციეთ გარეთ ტერფები.
- სხეულის წონა აწვება ქუსლებს და ტერფების გარეთა ნაწილს.
- შეინარჩუნეთ ხერხემლის ბუნებრივი მოდრეკილობა.
- ჩაჯდომის სიღრმეს უნდა განსაზღვრავდეს თქვენი ტექნიკა!
- არ დაახლოვოთ მუხლები ერთმანეთთან ფეხების გაშლისას. ეს შეიძლება მოხდეს ფეხების არასწორი განლაგების შემთხვევაში,როცა ტერფები არასაკმარისადაა გარეთ მიქცეული.
სწორად რომ ჩაჯდეთ,დადექით სწორად,ფეხები უნდა გქონდეთ მხრების სიგანეზე.შემდეგ ხელები შეატყუპეთ ერთმანეთთან გულმკერდის დონეზე.ჩაჯდომის პროცესში ბარძაყებს იატაკის პარალელური განლაგება უნდა ჰქონდეს,ფეხებს შორის კი 90 გრადუსიანი კუთხე წარმოიქმნას. შემდეგ დაბრუნდით საწყის პოზიციაში. შესრულების ტექნიკის მთავარი თავისებურება-სწორი ხერხემალია. ჩაჯდომისას წინ იყურეთ და არა ქვემოთ. თუ ვარჯიშს მოხრილი ხერხემლით შეასრულებთ,დატვირთვა სხეულზე არათანაბრად გადანაწილდება.
ყველა ადამიანისთვის არ შეიძლება ჩაჯდომების გაკეთება. თუ გაწუხებთ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები,ჯობს თავი შეიკავოთ. ზედმეტი დატვირთვა მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას.
ეს ვარჯიში იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ნაკლებად მოძრავ ცხოვრების წესს ეწევიან. დაიწყეთ 10 მიდგომით და ნელ-ნელა გაზარდეთ გამეორებების რაოდენობა. შესანიშნავი იქნება,თუ ჩაჯდომები თქვენი დილის რუტინის განუყოფელი ნაწილი გახდება.