როგორ გამოიყურება ნეგატიური ცხოვრება? ეს არის ცხოვრება, რომელიც სავსეა პირქუში და უარყოფითი აზრებით, რასაც მივყვართ შფოთვამდე და ცუდ ძილთან, ამით კი სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებასთან. როგორ მივხვდეთ, რომ ეს ჩვენს თავს ხდება და როგორ გამოვასწოროთ ეს?
ნაგატიური ცხოვრება
იცოდით, რომ აზროვნების პროცესი იყენებს ჩვენი დღიური კალორიების ნორმის 20%-ს? ეს დაახლოებით 400 ერთეულია, რაც მაგალითად უდრის ერთ დიდ მაფინს მოცვით. ნეგატიური აზრებიც იყენებს ამდენივეს, მაგრამ მათი მავნებლობა მხოლოდ ეს არ არის.
საქმე იმაშია, რომ დიდი რაოდენობით ნეგატიური აზრები იწვევენ სტრესს. დაფიქრდით, როგორი აზრებით იწყებთ დილას. ბედნიერი იღვიძებთ თუ გაღვიძებისთანავე ფიქრობთ: ისევ ისეთი დღეა, აღარ შემიძლია…
თუ თქვენი დილა სიხარულით არ იწყება, ყურადღებით წაიკითხეთ ეს სტატია.paparazzi.ge გასწავლით როგორ შეცვალოთ ცხოვრება. ადამიანთა უმრავლესობის მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი არ ცდილობენ რაიმეს შეცვლას. თითქოს შექმნილი სიტუაციის მძევლები არიან.
არადა ყველაფრის შეცვლა შეიძლება, უბრალოდ უნდა გამოიყენოთ ძალა და რესურსი, რომელიც იმ წუთში გამოლეული გაქვთ. ზოგი იმდენად დათრგუნულია ყოველდღიური ბრძოლით, რომ რაიმეს შეცვლაზე ფიქრიც კი პანიკას და უიმედობის განცდას იწვევს. უფრო მეტიც, ასეთი ადამიანები მიდრეკილნი არიან საკუთარი თავის დადანაშაულებისკენ და კიდევ უფრო ძაბავენ თავის შინაგან სამყაროს.
რატომღაც არასდროს მოგვდის თავში, რომ ჩვენს შინაგან მდგომარეობას და ჩვენს გარშემო სიტუაციას შორის გარკვეული კავშირია. ეს არის ციკლი, რომლიდან გამოსვლაც რთულია, თუ არ შეცვლით მსოფლმხედველობას. მაგალითად, ჩვენ ვერ მივატოვებთ მობეზრებულ სამსახურს იმიტომ, რომ არ გვაქვს ახლის პოვნის ძალა. ხოლო ძალა არ გვაქვს იმიტომ, რომ მოქმედი სამსახური ძალიან გვრთგუნავს.
რა გავაკეთოთ?
ჩვენ მივდივართ წინ გაუცნობიერებლად და სიამოვნებას არ ვიღებთ ამით. დღეები და თვეები გარბიან და თანდათან ვივსებით ნეგატიური აზრებით. რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს? პირველ რიგში გაჩერდი და ამოისუნთქე. შეწყვიტე ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულება.
შემდეგ რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ, შეეგუე და მიიღე შენს ნაწილად. დაშალე სტრესი ნაწილებად და მიიღეთ რეალობა როგორც ფაქტი.
ეს გლობალური მიმღებლობა თქვენ და თქვენს ფსიქიკას მნიშვნელოვან შვებას მისცემს. ოღონდ არ იფიქროთ, რომ ამას უცბად მოახერხებთ. მიმღებლობას და შემდეგ დამშვიდებას დრო ჭირდება. სცადეთ მედიტაციის სხვადასხვა ტექნიკა. როგორც კი თქვენი გონება სიმშვიდეს მოიპოვებს მოცემულ რეალობაში, შემდეგ უკვე იპოვის გამოსავალს, თუ როგორ შეცვალოს ყველაფერი.
თქვენ როგორი შეგრძნებით იღვიძებთ დილით? გაგვიზიარეთ კომენტარებში.